ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებზედაც, სავარაუდიდ, რამდენიმე დღის წინ ფოთში მომხდარი გურამ ახალაიას მკვლელობაა აღბეჭდილი. ვიდეოში ჩანს, როგორ უახლოვდება მამაკაცი თეთრ მანქანას, ჩერდება მანქანასთან, გვერდით წევს მანქანასთან მდგარ ქალს, მერე, სავარაუდოდ, ისვრის და გარბის.
კატეგორია: სამართალი
გურამ ახალაიას მკვლელობისთვის დაკავებულ შალვა შალიკაშვილს პატიმრობა შეეფარდა
ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ შალვა შალიკაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი აფშილავამ აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სასამართლო პროცესი დისტანციურად გაიმართა. ადვოკატებმა ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ მოსამართლეს 30 000 – ლარიანი გირაო შესთავაზეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ. „სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უკანონო. სენსაციური […]
ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, აბუსერიძე-ტბელის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი შელაპარაკების დროს სხვებს აშველებდა, როდესაც თავად დაიჭრა. სავარაუდოდ, მას დაზიანება ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
42 წლის მამაკაცი ცხვარიჭამიაში ყელგამოჭრილი იპოვეს
ცხვარიჭამიაში მკვლელობა მოხდა. მეზობლებმა 42 წლის მამაკაცი – ტ.ქ. თავის სახლში მოკლული იპოვეს. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილს დაზიანებები სავარაუდოდ, ყელის არეში დანით აქვს მიყენებული. მათივე თქმით, ტ.ქ. ალკოჰოლური თრობის ქვეშ ხშირად ჩნდებოდა, ასევე სვამდა სხვა პირებთან ერთადაც, ამიტომ ისინი არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა სწორედ მათ შორს, კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარიყო. „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ პოლიციამ […]
ფოთში გურამ ახალაიას მკვლელობისთვის ბაჩანა შალიკაშვილს ბრალი წარედგინა” – ადვოკატი ტყებუჩავა
ფოთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ბაჩანა შალიკაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. როგორც დაკავებულის ადვოკატმა ნუგზარ ტყებუჩავამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მისივე თქმით, ხვალ გაირკვევა თუ როდის იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე. ,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სსკ-ის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჯერ არ ვიცი, რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას, ხვალ გადმომეცემა. […]
მალხაზ მაჩალიკაშვილი – “ჩოფანაშვილმა მითხრა, რომ თემირლანზე ჩვენებას ხელი ისე მოაწერა, რომ არ წაუკითხავს”
“მე ის ყურანზე არ დავაფიცე და სიტყვაზე ვენდე, რომ ჩვენებას ხელი ისე მოაწერა, არ წაუკითხავს” – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი, ტერორიზმის ხელშეწყობისათვის სასჯელმოხდილ ბაადურ ჩოფანაშვილზე. ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პანკისში, შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა. პანკისში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მიიჩნევს, რომ ყველა ჩვენება, რაც მისი შვილის საქმეს უკავშირდება, ზეწოლით არის მიღებული. “ჩოფანაშვილი თანახმა იყო, დაეფიცებინა […]
ნიკა მელია – “გირაოს არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ!”
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, გირაოს გადახდას არ აპირებს. როგორც მელია აცხადებს, ამ ბრძოლაში ის არის მართალი. “არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ! მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა, როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე -ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე – ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და ყველა ინსტიტუტი, […]
ზაზა გახელაძეს ცხინვალის სასამართლომ 12,5 წელი მიუსაჯა
დააკავეს ირანის მოქალაქე, რომელსაც მარილის ტომრებში 1.171 აბი მეტადონი უპოვეს – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ირანის ისლამური […]
ელდარ გოგოლაძე პროკურატურაში დაიბარეს
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელდარ გოგოლაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. ის საგამოძიებო უწყებაში დაახლოებით, ერთ საათში მივა. ელდარ გოგოლაძე 90-იან წლებში აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლის ფრედი ვუდროფის მკვლელობის საქმეზეა დაბარებული. როგორც ის აცხადებს, აღნიშნული გამოკითხვის მიზანი მისი დისკრედიტაცია, დაშინებაა. გოგოლაძის თქმითვე, ბიძინა ივანიშვილს მასზე კარგად საქართველოში არავინ იცნობს და იცის, რომ ეს მისი სტილია. „ვიცოდი, რომ […]










