საქართველოს გენერალური პროკურატურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას აფრთხილებს, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებულ საკითხზე გაფრთხილების მიზნით ნიკა მელია საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. მათივე განმარტებით, მელიამ გირაოს სახით შეფარდებული 40.000 ლარი უნდა გადაიხადოს ან გირაო აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით უნდა უზრუნველყოს. როგორც […]
კატეგორია: სამართალი
პოლიციის მაიორი გელა კვაშილავა ტვ “პირველის” წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს
პოლიციის მაიორმა, ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გელა კვაშილავამ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ტვ “პირველის” წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს. „მინდა გამოვეხმაურო 30 იანვარს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მტკიცებით ფორმაში იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ მე, გელა კვაშილავა ფოთის ქუჩებში გადავაადგილდებოდი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით და გადამქონდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ეს […]
გურამ ახალაიას მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს – შურისძიება 15 წლის შემდეგ – ვიდეო
ფოთში გურამ ახალაიას მკვლელობისთვის პოლიციამ 1 პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათვქმი: “შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1986 წელს დაბადებული შ.პ. ფოთში დააკავეს. დანაშაული 7 დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით […]
“სისხლი გასდიოდა კაცს, ავტეხე წივილ-კივილი” – თბილისში, კინო საქართველოსთან, მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, კინო საქართველოსთან, კაცი დაჭრეს. დაჭრის სავარაუდო მიზეზი ფული გახდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 2 ადამიანს შორის ფინანსურ საკითხზე იყო კონფლიქტი. ჩხუბში სხვა ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ, თუმცა დაჭრის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ “სისხლი გასდიოდა კაცს, ავტეხე წივილ-კივილი, სისხლისგან იცლებოდა” – ამბობს თვითმხილველი. ჭრილობები მამაკაცს ბასრი საგნით ფეხში მიაყენეს. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ, გამოძიება […]
ბოდბეში მანქანაში დამწვარი კაცი იპოვეს
ბოდბის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქ ავტომობილში დამწვარი კაცი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის კაცი, იმ ავტომობილის მფლობელი იყო, რომელში ის გარდაცვლილი ნახეს და მათ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. არსებული ინფორმაციით, კაცს ბოლო პერიოდში ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და სოფელში ვარაუდობენ, რომ ტრაგედიის მიზეზი სავარაუდოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მთავარი
ფოთში გურამ ახალაია საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს – მას 9 ტყვია ესროლეს
ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 45 წლის გურამ ახალაიას ესროლეს. თვითმხილველების ინფორმაციით, რამდენიმე გასროლა მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. საპატრულო პოლიციამ ერთი პირი დააკავა. მკვლელი და მოკლული წარსულში დაპირისპირებულები იყვნენ. თვითმხილველთა ინფორმაციით, გურამ ახალაია შვილთან ერთად და ერთ თანმხლებ პირთად ერთად იმყოფებოდა. „რამდენიმე გასროლა მოხდა, მამაკაცი ჩაცხრილეს მანქანაში. რას უკავშირდება მკვლელობა არ ვიცი, […]
გორში მამაკაცი არხში დამხრჩვალი ნახეს
გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ გარეჯვარში, 65 წლის კაცი სარწყავ არხში დამხრჩვალი დღეს დილით ნახეს. ადგილობრივების თქმით, ასაკიანი კაცი სახლიდან გუშინ გავიდა, ოჯახი კი მას ამ ხნის განმავლობაში ეძებდა. გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მთავარი
გოჩა სვანიძე შეიძლება დააკავონ
რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი – გოჩა სვანიძე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოშია დაბარებული. მის მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოს ეზოში ვეტერანი მორაგბეები შეიკრიბნენ. რაგბის კავშირში არსებული დარღვევების გამოძიების მოთხოვნით აუდიტის სამსახურმა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით ჯერ კიდევ შარშან მიმართა. სვანიძემ საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი თქვა და დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება. მისი გამოკითხვა ორი საათია, მიმდინარეობს. მთავარი
სპეცოპერაცია ჩიტაიას ქუჩაზე – 2 პირი დააკავეს
თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცავებმა ორი პირი სუპერმარკეტ „სპარის“ დაყაჩაღების დროს დააკავეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდამსხმელები დანით და ცეცხლსასროლი იარაღით ცდილობდნენ ობიექტის დაყაჩაღებას. შემთხვევა დაახლოებით დილის 7 საათზე მოხდა. თავდამსხმელები არასრულწლოვანები არიან. სუპერმარკეტში შეჭრისას მათ ნავაჭრი თანხა მოითხოვეს, მათი განიარაღება მაღაზიის მენეჯერმა მოახერხა და პოლიცია გამოიძახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 179-ე მუხლის მეორე […]
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ადვოკატმა რამიშვილმა სასამართლოში საჩივარი შეიტანეს
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებმა და მშობლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს. ისინი გარდაცვლილის მამისთვის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის დაბრუნებასა და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ. როგორც ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, თუკი, მათ საჩივარს სასამართლო არ დააკმაყოფილებს, ისინი სტრასბურის სასამართლოს მიმართავენ. “ჩვენ გავასაჩივრეთ ქალაქის პროკურორის დადგენილებები გენერალურ პროკურატურაში, მათ ისევე დააბრუნეს დადგენილება ქალაქის პროკურატურაში, სადაც […]










