შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, პირი, რომელსაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. „ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. მან 2018 წელს პოლიციის რიგები დატოვა და სამსახურიდან წავიდა. პირადი პატაკით დატოვა სამსახური“, – განაცხადა ბორცვაძემ. უწყებაში ბრალდებულის განცხადების საფუძველზე მის მიმართ მუქარაზე გამოძიებაა დაწყებული. „დეტალებზე მიზანმიმართულად არ ვისაუბრებ… მას გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა კონკრეტულ […]
კატეგორია: სამართალი
გურჯაანში 3 ადამიანის დაჭრისთვის 50 წლის გ.გ. დააკავეს – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნეს, დაკავებულია 1970 წელს დაბადებული გ.გ. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების გამო ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა სამ პირს […]
სპეცოპერაცია კასპში – დააკავეს 28 წლის გ.მ, რომელმაც 2 პირი მძევლად აიყვანა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში, ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი – 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო […]
გურჯაანში 3 ადამიანი დაჭრეს
გურჯაანში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ზეგაანში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კონფლიქტი ერთ-ერთ სუფრაზე დაიწყო, რის შემდეგ სამ ახალგაზრდა მამაკაცს მათთვის უცნობმა პირმა ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. სამივე მათგანი გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, დაშავებულებს დაზიანებები გულ-მკერდის და მუცლის არეში აქვთ მიყენებული. ერთს ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება. შემთხვევის ადგილზე […]
იაპონჩიკის მკვლელობისთვის ნუგზარ პაპავაზე ძებნა გამოცხადდა
11 წლის შემდეგ, კრიმინალური ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანკოვის მკვლელობის ფიგურანტთა წრე ფართოვდება. 13 იანვარს მოსკოვის სასამართლომ დაპატიმრების სანქცია გასცა ნუგზარ პაპავაზე, რომელიც 2009 წელს მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევენ. ნუგზარ პაპავასთან ერთად ამავე საქმეზე ბრალი წარედგინა ასტამურ ბუთბას. ორივე მათგანზე ძებნა გამოცხადდა. 69 წლის ვიაჩესლავ ივანკოვს 2009 წლის 28 ივლისის საღამოს, როდესაც ის რესტორან ტაი […]
თამარ ბაჩალიაშვილი – “მე თუ რამე დამემართა, დედაჩემს გვერდით დაუდექი”
ვინ არის პიროვნება, ვისაც გარდაცვლილმა 23 წლის პროგრამისტმა, თამარ ბაჩალიაშვილმა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, გარდაცვალებამდე ამცნო? „2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი საფრთხის შესახებ თავის ახალგაზრდა მეგობარ გოგონას წერდა. სხვა ამგვარი მესიჯებიც არსებობს და ოჯახი მათ გასაჯაროებასაც აპირებს, პროკურატურას კი საქმის „გაფუჭებასა“ და მოწმეების დაშინებაში ადანაშაულებს. როგორც გარდაცვლილი პროგრამისტის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სააგენტოსთან საუბრისას აცხადებს, ბაჩალიაშვილმა წინასწარ […]
საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ მერაბ ჯერანაშვილი აირჩიეს
დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ასე ერთხმად მოხდა ჩემი არჩევა, იმედია, ამ ნდობას გავამართლებ, – ასე გამოეხმაურა თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მის არჩევას. ის რამდენიმე წუთის წინ, საბჭოს წევრებმა ერთხმად აირჩიეს ახალ თავმდჯომარედ. როგორც ჯერანაშვილმა განმარტა, მისთვის ეს პოსტი საპასუხისმგებლოა და შეეცდება, რომ მისი საქმიანობა ნაყოფიერი და წარმატებული იყოს. „უღრმეს მადლობას გადაგიხდით თითოეულ […]
“თამარ ბაჩალიაშვილი მეგობარს წერდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა” – ადვოკატი რამიშვილი გამოძიების განახლებას ითხოვს
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება, რის გამოც ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გამოძიების ხელახლა დაწყებას ითხოვს. მისი თქმით, ბაჩალიაშვილების ოჯახის სახელით დღეს პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს, რითაც საქმის დახურვა გააპროტესტეს. მიხეილ რამიშვილი მოითხოვს, რომ გამოძიება ხელახლა დაიწყოს და ამას იმით ხსნის, რომ საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. მისი თქმით, საჩივარს სქრინი დაურთო თან, სადაც აღწერილია პირადი მიმოწერა თამარ […]
თბილისის ზღვასთან კაცი მოკლეს – დააკავეს 42 წლის კ.შ. – ვიდეო
ნასვამმა პირმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ცივი იარაღით ვაგონში კაცი მოკლა. 1978 წელს დაბადებული კ.შ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი: “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული კ.შ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული […]
მარინა ახალაური – “მუშტი თავად დამარტყა მამამთილმა”
სოფელ ჯიჯეთში 96 წლის მამაკაცზე მისმა შვილმა და რძალმა იძალადეს, შემაკავებელი ორდერი გამოწერილია რძლისთვის. ადვოკატის ინფორმაციით, დაპირისპირება სახლისა და ნივთის გაყოფის ნიადაგზე დაიწყო. დაზარალებულის ადვოკატი ქალს მის მიმართ ძალადობაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. “რუსთავი 2-მა” მოიპოვა ჩანაწერი, რომელიც ასახავს ერთ-ერთ დაპირისპირებას მხარეებს შორის. თავად ძალადობაში ბრალდებული მარინა ახალაური ბრალდებას უფლებადამცველსა და მის მამამთილს უყენებს და […]










