კატეგორია: სამართალი

სუსმა ზუგდიდის მერის წარმომადგენელი დააკავა – ვიდეო

სუსმა ზუგდიდის მერის წარმომადგენელი დააკავა - ვიდეო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ერგეტას (ცვანეს) ადმინისტრაციულ ერთეულში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი მოქალაქეს, 65 .000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ზუგდიდის რაიონის სოფ. ერგეტაში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 5.000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას დაჰპირდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, მოქალაქისგან […]

სადედამთილომ 15 წლის სარძლო გაიტაცა – 4 პირი დააკავეს – ვიდეო

სადედამთილომ 15 წლის სარძლო გაიტაცა - 4 პირი დააკავეს - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, 4 პირი: 1997 წელს დაბადებული ე.ბ., 1978 წელს დაბადებული ც.ა., 1974 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1995 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის […]

ამნისტიის კანონი ძალაში შევიდა

მიხეილ სარჯველაძე - „3 მსჯავრდებულს უვადო პატიმრობა 20 წლიანით შეეცვალა“

საკანონმდებლო მაცნეში „ამნისტიის შესახებ“ კანონი ოფიციალურად გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და კანონის ავტორი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, ამნისტიით განსაზღვრული დებულებების აღსასრულებლად კანონის გამოქვეყნების შემდეგ 1-თვიანი პერიოდია დათქმული, რაც პატიმრების მიერ საპატიმროების დატოვებასაც გულისხმობს. სარჯველაძის ინფორმაციით, ამნისტია 1.500-ზე მეტ პატიმარს შეეხება, ხოლო 10 ათასზე ავა იმ ადამიანების რიცხვი, […]

საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე ციხიდან გამოუშვეს

საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე ციხიდან გამოუშვეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირი – საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. ბრალდებულებმა ბრალად წარდგენილი ქმედება აღიარეს, ამასთან ბრალდების მხარეს ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნეს. ადვოკატებმა ასევე საქმის ცალკე გამოყოფასთან დაკავირებითაც დააყენეს შუამდგომლობა. […]

“ჩემი თურქი ქმარი ჩემს შვილზე სექსუალურად ძალადობდა” – რა მოხდა ქარელში

"ჩემი თურქი ქმარი ჩემს შვილზე სექსუალურად ძალადობდა" - რა მოხდა ქარელში

თურქეთის მოქალაქეს ყოფილი მეუღლე არასრულწლოვან შვილზე სექსუალური ხასიათის ძალადობაში ადანაშაულებს. ხ.ო. ამბობს, რომ მისი მეუღლე არასრულწლოვან გერზე წლების განმავლობაში აგრძელებდა სექსუალურ შევიწროვებას და გარყვნილ ქმედებას, რაც მისთვის მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, რაც ოჯახში კონფლიქტი მოხდა. 35 წლის ქალი 40 წლის მეუღლემ სცემა. ხ.ო. ამბობს, რომ სწორედ ამ დროს უთხრა შვილმა მამინაცვლის გარყვნილი ქმედებების შესახებ. ხ.ო.-ს […]

ვარძიაში 57 წლის ნ.ბ. მოკლეს – დაკავებულია 30 წლის ვ.კ.

ვარძიაში 57 წლის ნ.ბ. მოკლეს - დაკავებულია 30 წლის ვ.კ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ვ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში, […]

ახმეტაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს 

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

 ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს ურთიერთშელაპარაკება უძროდა. დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულს ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ჩხოროწყუში მამის მკვლელობისთვის შვილი დააკავეს

ჩხოროწყუში მამის მკვლელობისთვის შვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული კ.წ. დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების […]

ავთანდილ ხურციძემ აშშ-ის ციხეში იმიჯი შეიცვალა

ავთანდილ ხურციძემ აშშ-ის ციხეში იმიჯი შეიცვალა

აშშ-ში დაკავებული ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის ციხეში გადაღებული ახალი ფოტოები ვრცელდება. 41 წლის სპორტსმენს იმიჯი შეცვლილი აქვს. შეგახსენებთ, რომ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს აშშ-ში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს. საბრალდებო მასალების მიხედვით, ქართველი მოკრივე რუსული მაფიის ბოსის – რაჟდენ შულაიას “კუნთი” იყო. შულაიას დაჯგუფებას ბრალი რეკეტში, არალეგალურ აზარტულ თამაშებში, ფულის გამოძალვაში, თაღლითობაში და ფინანსურ მაქინაციებში ედებოდა. […]

“აივანზე იდგა, როცა ტყვია მოხვდა” – ქუთაისში 84 წლის დალი ქაშმაძე გარდაიცვალა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ქუთაისის კლინიკაში 84 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც ახალი წლის ღამეს, სავარაუდოდ, უმისამართოდ ნასროლი ტყვიის მოხვედრის შედეგად დაიჭრა. შემთხვევა ახალი წლის ღამეს გელათის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, დალი ქაშმაძე აივანზე იდგა, როდესაც ტყვია მოხვდა, ის ჭრილობით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ქალი 8 იანვარს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, […]