თამარ ბაჩალიაშვილი – “მე თუ რამე დამემართა, დედაჩემს გვერდით დაუდექი”

თამარ ბაჩალიაშვილი - "მე თუ რამე დამემართა, დედაჩემს გვერდით დაუდექი"ვინ არის პიროვნება, ვისაც გარდაცვლილმა 23 წლის პროგრამისტმა, თამარ ბაჩალიაშვილმა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ,  გარდაცვალებამდე  ამცნო?

„2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით,  თამარ ბაჩალიაშვილი საფრთხის შესახებ თავის ახალგაზრდა მეგობარ გოგონას წერდა.

სხვა ამგვარი მესიჯებიც არსებობს და ოჯახი მათ გასაჯაროებასაც აპირებს, პროკურატურას კი საქმის „გაფუჭებასა“ და მოწმეების დაშინებაში ადანაშაულებს.

როგორც გარდაცვლილი პროგრამისტის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სააგენტოსთან საუბრისას აცხადებს,  ბაჩალიაშვილმა წინასწარ იცოდა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, ამიტომაც მეგობარს მიწერა,  რომ  წაშლიდა მათ მიმოწერას, რათა „ვიღაცეებს“ არ გაეგოთ მათი ნაცნობობის შესახებ და მეგობრისთვის საფრთხე არ შეექმნა.

„თხოვნა მექნება, მე თუ რამე დამემართა, დედაჩემს გვერდით დაუდექი და შენ მიხედე. წავშლი შენს ესემესებს, არ მინდა გაიგონ, რომ მიცნობ და საფრთხეში ჩაგაგდო“, – წერს გარდაცვლილი ბაჩალიაშვილი მეგობარ გოგოს.

თუმცა, როგორც მეგობრის პასუხიდან ჩანს, ის არ იჯერებს, რომ 23 წლის პროგრამისტს საფრთხე ემუქრება.

„არა, შენ არაფერი მოგივა თამო, მაგრამ მაინც გპირდები“, – ასეთ პასუხს უბრუნებს მეგობარი გოგონა ბაჩალიაშვილს.

2020 ნიუსი