საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალმა 30 წლამდე კაცს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა. მკვლელობას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კატეგორია: სამართალი
“ივერი მელაშვილი მის დაკავებას შეურაცხყოფად აღიქვამს და მას პოლიტიკური მოტივებით ხსნის”
საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია -დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი გამოძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას გამორიცხავს. აღნიშნულის შესახებ მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა ჟურნალისტებს დროებითი მოთავსების იზოლატორთან განუცხადა. მან მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა. „ბატონი ივერი მელაშვილი მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, გამორიცხავს გამოძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას, რადგან მისთვის ეს ყველაფერი ძალიან დიდი შეურაცხყოფაა. მისი პოზიციით ეს ყველაფერი პოლიტიკურ […]
პროკურორი – “ნატალია ილიჩოვას კაბინეტიდან 200.000 მასშტაბის 1937-38 წლების რუკა ამოიღეს”
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულებმა ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული მასალა განზრახ დაუმალეს. პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტები გამოძიებამ ბრალდებულების სამუშაო ოთახებსა და მათ ბინებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღო. „ჩატარდა ჩხრეკები ორივე ბრალდებულის სამუშო ოთახებში და შესაბამისად, მათ ბინებში. ბრალდებული ნ.ი-ს პირადი კაბინეტიდან ამოღებულია 1:200 000 მასშტაბის 1937-1938 წლებით დათარიღებული […]
პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა
გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის სასაზღვრო ზოლზე დაწყებულ გამოძიების ფარგლებში ორი პირი, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. “დაკავებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნ.ი,”-განაცხადეს პროკურატურაში.
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველ თემურ შუბითიძეზე თავდასხმისთვის 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველ თემურ შუბითიძეზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 4 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 3 პირი: 1975 წელს დაბადებული დ.ქ., 1979 წელს დაბადებული მ.ჯ. , 1980 წელს დაბადებული ზ.შ. და 1990 წელს დაბადებული ლ.გ., ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, მოსამართლის […]
დუშეთში 60 წლის ქალი მოკლეს – სავარაუდო დამნაშავე 25 წლის ბიჭია
დუშეთში, სოფელ პავლეურში გვიან ღამით, 60 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე 25 წლის ბიჭია, რომელიც ძალადობრივ ქმედებებში ადრეც იყო შემჩნეული. როგორც “მთავარს” ადგილობრივები უყვებიან, სავარაუდო დამნაშავის ძველ დანაშაულებს. პოლიციის მხრიდან. რეაგირება არ მოჰყოლია. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ადგილობრივები ეჭვობენ, რომ მოტივი ძარცვა, ქურდობა, ან ყაჩაღობა ვერ იქნებოდა, რადგან მოკლული მძიმე სოციალურ […]
“ქართველი დედა-შვილი მოვკალი და ცხედრები დავანაწევრე” – საბერძნეთში 13 წლის წინანდელი მკვლელობისთვის პაკისტანელები დააკავეს
ქართველი დედა-შვილი, რომელსაც 13 წლის მანძილზე ათენში, ანო პეტრალონადან გაუჩინარებულად თვლიდნენ, პაკისტანელების მიერ მოკლული აღმოჩნდა. რამდენიმე დღის წინ პოლიციას ანონიმურმა წყარომ აცნობა, თუ ვინ იყვნენ მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი პირები და გამოძიებამ მაშინვე მიაკვლია სამ კრიმინალს. აქედან ერთი პაკისტანელი ათენის ცენტრში მაღაზიებსაც ძარცვავდა. დაკავების შემდეგ მათ დანაშაული აღიარეს. ორ პაკისტანელს ბრალად უშუალო მკვლელობა ედება, ხოლო მესამე […]
თამარ ლუკავა – “პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი 9 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილია”
68 წლის მამაკაცი, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც 9 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი, ძალადობის ფაქტიდან ორი კვირის შემდეგაც დაკავებული არ არის. დაზარალებულის ოჯახი ფიქრობს, რომ მას ხელს აფარებენ. 9 წლის გოგონას დედა ამბობს, რომ მომხდარის შესახებ ბავშვის მონათხრობიდან გაიგო. გოგონამ დედას უამბო, რომ კაცმა, რომელიც მათი მეზობელია და სახლში დაბრუნებისას კარის გაღებაში დაეხმარა, მასზე იძალადა. დედის […]
მიხეილ რამიშვილი – “ბაჩალიაშვილის საქმიდან ჩამოშორება გადავწყვიტე, მაგრამ ოჯახის თხოვნით ისევ დავბრუნდი”
ან მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას, ან იქნება პრეცედენტი, რომ აღნიშნული საქმე გადაიგზავნება სტრასბურის ევროპულ სასამართლოში და იქ მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც კიდევ ერთი შავი ლაქის სახით ჩაიწერება საქართველოს მართლმსაჯულებაში, – ასე ეხმაურება თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საქართველოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მის დაკითხვასთან და ტელეფონის დათვალიერებასთან დაკავშირებით სასამართლოს პირველი განჩინება არ გააუქმა. მიხეილ რამიშვილმა […]
“ეჭვიანობის გამო ყოფილი ცოლი დაჭრა” – პოლიციამ მ.ბ. დააკავა
პოლიციამ ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებული დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1971 წელს დაბადებული მ.ბ., ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს , 1970 […]








