წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში 37 წლის ლაშა შონიას ცხედარი თანასოფლელებმა, სახლთან ახლოს მდებარე ტყეში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. „საღამოს 8 საათზე გავიდა სახლიდან.დედას დაუბარა საქონლის მოსაძებნად გავდივარო… გვიანობამდე არ გამოჩნდა და სოფელმა დაიწყო მისი ძებნა. ცხედარი იქვე სახლთან ახლოს ვიპოვეთ“, – განუცხადა „პრაიმტაიმნიუსს“ ოჯახის ახლობელმა. შსს-ში განმარტავენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება […]
კატეგორია: სამართალი
“თამარ ბაჩალიაშვილს რესტორან ადმირალში შეხვედრა ჰქონდა – იქ კამერების სადენებია გადაჭრილი”
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ერთ-ერთი ადვოკატის, “ადამიანის უფლებათა ცენტრის“ უფლებადამცველის, ეკა ქობესაშვილის ინფორმაციით, რესტორან “ადმირალში“, სადაც თამარ ბაჩალიაშვილს სავარაუდოდ, შეხვედრა უნდა გაემართა, კამერების სადენები განზრახ არის გადაჭრილი. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი შსს-ს ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა და დააყენებენ შუამდგომლობას, რომ ამ ფაქტის ირგვლივ მიმდინარე გამოძიებაში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც ჩაერთოს. “მოვედით პროკურატურაში, რათა გავაგრძელოთ საქმის მასალების გაცნობა. […]
აფგან მუხთარლი საქართველოში არ შემოუშვეს – ახალი სკანდალი
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოში ვერ ჩამოდის. სკანდალური საქმიდან სამი წლის შემდეგ, მუხთარლი საქართველოში ჩამოსვლას, დღეს გეგმავდა. მუხთარლის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:00 საათზე ელოდებოდნენ, თუმცა გერმანიის აეროპორტში შეფერხება შეიქმნა. გერმანიის აეროპორტში მუხთარლის, მისი ადვოკატის ცნობით, უთხრეს, რომ ის საქართველოში ვერ ჩამოვიდოდა კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების გამო. “სანამ ჩასხდომა დაიწყებოდა, მანამ შეეძლოთ ეთქვათ ამ რეგულაციების შესახებ”, – […]
გორის სასამართლოში ერეკლე თედლიაშვილის თარაშ კანდელაკის მიერ მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო
გორის რაიონული სასამართლომ დღეს თარაშ კანდელაკის გახმაურებული საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. მოსამართლემ მოესმინა ბრალდების და დაცვის შესავალი სიტყვა, რის შემდეგაც მხარეებმა იმსჯელეს დამატებითი მტკიცებულებების დასაშვებობაზე. შემდეგი სასამართლო პროცესი 13 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა. ამ დროს დაიწყება მოწმეთა და ექსპერტთა დაკითხვა, ასევე სხვა მტკიცებულებების გამოკვლევა. ბრალდება თავისი პოზიციის გასამყარებლად 100 მოწმის, ხოლო დაცვა 80 მოწმის გამოკითხვას გეგმავს. შეგახსენებთ, ჩხუბი გორში […]
ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. როგორც პროკურორი მიხეილ სადრაძე საკუთარ შუამდგომლობაში განმარტავდა, ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. სადრაძის თქმითვე, საქმე […]
ივერი მელაშვილი – “ამ ბრალდებით მე ვერ ვიცოცხლებ!”
არსად გაქცევას არ ვაპირებ, არსად მიმალვას, ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, მე ამისთანა ბრალდებით, ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია, – ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა. ის საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის პროცესზე ემოციური სიტყვით გამოვიდა და განმარტა, რომ მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ შეეგუება და ვერც ციხე გატეხს. “მთელი ცხოვრება საქართველოს ინტერესებით […]
ადვოკატი – “ივერი მელაშვილი გირაოს შეთავაზებას არ აპირებს”
საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სიმართლის დასადასტურებლად ბოლომდე იბრძოლებს. ადვოკატის თქმითვე, ის სასამართლოს მელაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით არ მიმართავს. „ბატონი ივერი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. ბრალდება ძალიან ზოგადია, ერთმანეთშია არეული სხვადასხვა ცნებები. პროკურატურა ბატონ ივერის ვალდებულებას უწესებს, თითქოს, მას ვალდებულება ჰქონდა აზერბაიჯანთან ისტორიული […]
დავით გარეჯის საქმეში ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ბრალი წარედგინათ
საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. როგორც საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, დაკავებულებისთვის წარდგენილი ბრალდება მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება. სადრაძის თქმითვე, ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. „დასრულდა ბრალდებულებისთვის ბრალდების ოფიციალური გაცნობა. მათ ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.ეს დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ბრალდების […]
“მითხრა, ქმრის ბიძაშვილი მოვკალი, რადგან ჩემზე ძალადობდაო”
მკვლელობა სოფელ იორმუღანლოში – 35 წლის კაცის მკვლელობის ნრალდებით, დაკავებული ქალის, ხაილა მამედოვას დედა ამბობს, რომ მისმა შვილმა პოლიციის გამოძახება თავად მოითხოვა. „შუადღის ორ საათზე ჩემმა შვილმა მამამისს დაურეკა და სთხოვა, ტელეფონი ჩემთვის გადმოეცა. ჩემმა მეუღლემ ჰკითხა, რატომ უნდოდა ჩემთან საუბარი. როცა დაველაპარაკე ის ტიროდა და მითხრა, რომ პოლიცია გამოგვეძახებინა, რადგან კაცი მოკვდა. ჩემი ქმრის […]
კახეთში 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა
დღეს საღამოს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანში ვენახში ჭურვი ჩამოვარდა. ‘მთავარ არხთან” ადგილობრივი ამბობს, რომ აფეთქების ხმა იყო. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. კახეთში ჭურვის ჩამოვარდნის შემდეგ, “მთავარმა” გაარკვია, რომ სასაზღვრო სოფელ უდაბნოში გაურკვეველი საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩამოვარდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ნამსხვრევები დრონის ძრავს ჰგავს, თუმცა, შესაძლოა, პატარა ზომის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატისაც იყოს. შსს ადასტურებს კახეთში ორი უპილოტო საფრენი აპარატის […]










