კატეგორია: სამართალი

“ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლავს, ის შეიძლება შემთხვევით გადმოვარდნილიყო” – რას ამბობს გაგი მოსიაშვილი

"ლუკა სირაძეს მამა გარდაეცვალა და იმიტომ ვეღარ გადაგიხადათ დედამ ფული ხომ?"

გარდაცვლილი ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლავს, არამედ ის იმ პერიოდში ნარკოტიკული ზემოქმედებების ქვეშ იმყოფებოდა, რაც ექსპერტიზით დადასტურდა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ლუკა სირაძე გადმოვარდნილიყო. “ლუკა სირაძეს, რომელიც პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სატელეფონო საუბარი ჰქონდა საკუთარ ძმასთან და ძმა განმარტავს, რომ ის ტელეფონით ეჩხუბა. ფაქტია ის, რომ […]

“ზურაბ ბექაურის გამო თვითმკვლელობა ვცადე” – მეჭიაურის მძღოლი პოლიციამ დაკითხა

"ზურაბ ბექაურის გამო თვითმკვლელობა ვცადე" - მეჭიაურის მძღოლი პოლიციამ დაკითხა

საგამოძიებო უწყებაში თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლი დაკითხეს, რომელმაც 18 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა. გიორგი ხუმარაშვილის თქმით, საქმის მთავარი ფიგურანტი თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ ბექაურია, რომელიც მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. “ეს იყო ფსიქოლოგიური  ზეწოლა, რომელიც გრძელდებოდა მთელი წლის განმავლობაში. ბექაური მემუქრებოდა კიდეც და მეუბნებოდა, რა მომივიდოდა მეჭიაურის წასვლის შემდეგ. მთხოვდა ინფორმაციას, თუ სად გადაადგილდებოდა ბატონი თამაზი, რას […]

სასაზღვრო პოლიციელი, 53 წლის დ.ქ. დედოფლისწყაროში დაჭრეს – დააკავეს 33 წლის მამაკაცი

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

სამართალდამცავებმა დედოფლისწყაროში 33 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა თავის მეზობელს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალისტს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, დედოფლისწყაროში 1987 წელს […]

“თამარ ბაჩალიაშვილის მარშრუტი პროკურატურის გასაჯაროებულს საერთოდ არ შეესაბამება”

თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშებზე დიდი ფულია ნაპოვნი - ვიდეო

ჩვენი მოთხოვნაა, გამოძიებასთან ერთად მოხდეს ჩვენი ექსპერტების ჩართვა და იმ ჩანაწერების შეფასება, რომელიც უნდათ, რომ გამოიყენონ როგორც თვითმკვლელობისთვის საკმარისი მტკიცებულება, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა თბილისის პროკურატურასთან განაცხადა. მისივე ინფორმაციით, საქმის მასალებში არის გარკვეული პირების ჩვენებები, რომლის საფუძველზეც საჭიროა დამატებით ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვა და საზოგადოებისთვის ბევრი ახალი დეტალი გახდება ცნობილი. ,,გამოძიებამ […]

ლაშა ქველაძეს 3.000 ლარი გირაო შეეფარდა, არიფ იუსუპოვს – 4.000

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს, ლაშა ქველაძეს გირაო 3 ათასი ლარი შეუფარდა, არიფ იუსუპოვს კი – 4 ათას ლარიანი გირაო. პროკურატურა, ორივე ბრალდებულისათვის 5 ათას ლარიან გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. ლაშა ქველაძის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა. ლაშა ქველაძეს ბრალი ოფიციალურად ორი – სსკ-ის 120-ე (ჯანმრთელობის […]

თბილისში პოლიციელს თავს დაესხნენ

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.მ. თბილისში ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 4-⁠დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, მოსკოვის გამზირზე თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის […]

მარნეულში ნაცმოძრაობის აქტივისტი ლაშა ქველაძე დააკავეს

მარნეულში ნაცმოძრაობის აქტივისტი ლაშა ქველაძე დააკავეს

მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი ლაშა ქველაძე დააკავეს. ამის შესახებ ქველაძის ადვოკატმა განაცხადა. ადვოკატის განცხადებით, მისი დაკავება 162-ე პრიმა მუხლით მოხდა, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. “გამოძიება არის პოლიტიზირებული, “ქართული ოცნება” ოპონენტების დაკავებას ცდილობს, ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავე პირები დააკავოს, რომლებმაც ლაშა ქველაძეზე თავდასხმა და ძალადობა განახორციელეს”,- აღნიშნა მან. ლაშა ქველაძე დღეს […]

თბილისის აეროპორტში 42 წლის გ.გ. დააკავეს

თბილისის აეროპორტში 42 წლის გ.გ. დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული გ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა გ.გ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, […]

რუისპირში ვანო ხანჯალიაშვილის მკვლელობისთვის დ.ლ. დააკავეს – ვიდეო

რუისპირში ვანო ხანჯალიაშვილის მკვლელობისთვის დ.ლ. დააკავეს - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ვანო ხანჯალიაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი – 1984 წელს დაბადებული დ.ლ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, სანადირო თოფიდან გასროლით განზრახ მოკლა თანასოფლელი – 1979 წელს დაბადებული ვანო […]

ნაცმოძრაობის აქტივისტი არიფ იუსუბოვი პოლიციას ჩაბარდა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი არიფ იუსუბოვი, რომლის დაკავების მცდელობას ხმაური მოჰყვა, ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში მივიდა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. პოლიციის თანამშრომლები მის დაკავებას, ბოლნისის სოფელ ნახიდურში დღეს ცდილობდნენ, თუმცა ადგილობრივებმა მათ ამის უფლება არ მისცეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით,მიიღეს სასამართლოს განაჩენი, რომლითაც იუსუბოვს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. „მას შემდეგ, რაც მოვიდა ადვოკატი და პოლიციამ […]