ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანი პირველ კომენტარს აკეთებს. ის დუმილს “ინტერპრესნიუსთან” ექსკლუზიურად არღვევს და სააგენტოსთვის გამოგზავნილ წერილში აცხადებს, რომ სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს, მის უდანაშაულობას დაამტკიცებს. ვახტანგ ჩიქოვანი გიორგი შაქარაშვილის ოჯახსაც მიმართავს და კითხვას უსვამს, უნდათ, თუ არა, რომ უდანაშაულო ადამიანები დაისაჯონ. ამასთან, ჩიქოვანი აცხადებს, რომ ის მანქანაში ვასილ […]
კატეგორია: სამართალი
მიხეილ რამიშვილი _ “დავით ფურცხვანიძე აშშ-ში რომ არ წასულიყო, იმიტომ დააკავეს”
ნათლად ჩანს, რომ არათუ პროკურატურა, პროკურატურაზე ზემდგომი პირები არიან ჩართულები დანაშაულში, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც დავით ფურცხვანიძის დაკავებას გამოეხმაურა. მიხეილ რამიშვილი თქმით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში, დანაშაულებრივი ჯგუფის მფარველობა მიმდინარეობს. ” დავით ფურცხვანაძის დაკავება პირდაპირ მიუთითებს, რომ არ უნდათ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდეს და […]
დავით ფურცხვანიძე დააკავეს
დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველს მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დააკავეს. პროკურატურა დავით ფურცხვანიძეს მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. აღნიშნული საქმე თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებიდან ცალკე გამოიყო. პროკურორის ინფორმაციით, ამოღებულ იქნა დაკავებული დავით ფურცხვანიძის და მისი შვილის ტექნიკა […]
მიხეილ რამიშვილი – “მეც აუცილებლად დამაკავებენ”
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი დაკავების მოლოდინში – დავით ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, მიხეილ რამიშვილი მის დაკავებასაც არ გამორიცხავს. რამიშვილის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში ეს იქნება პირდაპირ ნიშანი, რომ გამოძიება დამნაშავეებს ხელს აფარებს. “ეს უკვე პირდაპირ მინიშნებაა იმის, რომ ესე რომ ვთქვათ, წყარო იყო ეს ჩვეულებრივად, რომელმაც თქვა, რომ სხვა წყაროსგან მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც ბატონი […]
“გამოძიებამ ჩემი პირადი ინფორმაცია წაიღო” – მიხეილ რამიშვილმა სასამართლოში საჩივარი შეიტანა
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ის მოსამართლის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც მისივე განმარტებით გამოძიების მიერ ჩამორთმეული ტელეფონით სამართალდამცავებისთვის არა მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერა, არამედ მისი პირადი მონაცემებიც საჯარო გახდა. “მთელი ინფორმაცია წაიღო გამოძიებამ, ჩემი პირადი პერსონალური ინფორმაციები”, – განაცხადა ადვოკატმა რამიშვილმა. შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში […]
“გლდანის ციხის უფროსი ნოდარ ქინქლაძე პატიმარს გაუპატიურებით დაემუქრა”
პატიმართა ოჯახის წევრები და ადვოკატები გლდანის ციხის უფროსს უპირისპირდებიან. ისინი აქციების გამართვასაც აანონსებენ და სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში გაუპატიურების მუქარაზე საუბრობენ. პატიმარ შენგელი ჭეჭვაძის მეუღლისა და ადვოკატის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ პატიმარს გაუპატიურებით ციხის უფროსი დაემუქრა. თანამესაკნის გადასარჩენად და პროტესტის ნიშნად ჭეჭვაძემ თვითდაზიანება მიიყენება, მან ხელები დაისერა. შენგელი ჭეჭვაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, საქმე სისხლის სამართლის […]
“ზვიადმა ცოლი ეზოში გაიყვანა და ნაჯახს დაუწყო ძებნა, მისთვის თავი რომ მოეჭრა”
39 წლის ქალს ყოფილი ქმარი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ახალგაზრდა ქალს ყოფილმა ქმარმა სახლში მიაკითხა, მანქანაში იძულებით ჩაისვა და დაუსახლებელ ადგილზე წაიყვანა. ლოკაციის შერჩევის შემდეგ 31 წლის ზვიად დიასამიძემ ყოფილი ცოლი მანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანა და ცემა დაუწყო, პარალელურად მოკვლით ემუქრებოდა. “კურიერმა” გაარკვია საზარელი ამბის კიდევ უფრო მძიმე გაგრძელება. შემთხვევიდან დაახლოებით 20 დღეში ტანსაცმლის წასაღებად მისულმა […]
ირანის მოქალაქეებს თბილისში ვალუტის ჯიხურზე თავდასხმისთვის 7 და 8 წლით ციხე მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობასა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ბრალდებულები, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები ჰ.მ. და მ.შ. დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 15 იანვარს, ქ.თბილისში, ახვლედიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ […]
“გიგა ტატიაშვილი და მერსედესის სხვა 5 მგზავრი ჩხუბში მონაწილეობდნენ” – იაკობ ბრეგვაძის ჩვენება
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმის პროკურორის ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებით, ჩხუბში “მერსედესის” ექვსივე მგზავრი, მათ შორის, გიგა ტატიაშვილიც იღებდა მონაწილეობას. თუმცა, პროკურორის განმარტებითვე, ბრეგვაძეს კონკრეტული პირების სახელები და გვარები არ დაუსახელებია, მან მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრა. “კონკრეტულმა მოწმემ ისაუბრა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რისი თვითმხილველიც თავად იყო. მოწმემ დეტალურად მიუთითა, მათი გადაადგილების […]
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე – “შვილი მომიკლეს შმაგი რამაზაშვილმა, გიორგი ჩაღმაველმა და ანრი რამაზაშვილმა”
„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზურად ცნობილი გახდა 3 ივნისს, ახმეტაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები, რამაც შესაძლოა საქმეს სრულიად სხვა მიმართულება მისცეს. მკვლელობა, თუ უბედური შემთხვევა? – გამოძიების დღის წესრიგში საკითხი ამგვარად მას შემდეგ დადგა, რაც თელავის რაიონულ პროკურატურაში მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის განცხადება მიიღეს. ნუნუ ნემსიწვერაძეს სასამართლო სისტემაში კარგად იცნობენ. გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრი მოსამართლის სახელს რამდენიმე გახმაურებული საქმე […]









