2020 წლის მაისში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ – ირინა თოდაძის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი ქმარმა მოკლა, გამოძიება კი საქმეს განზრახ არ იძიებს. გარდაცვლილის ოჯახი ხელისუფლებას მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საქმით, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და მკვლელს სათანადოდ დაისაჯოს. გარდაცვლილის დედის ვერსიით, მის ქალიშვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა მისსავე მეუღლემ, […]
კატეგორია: სამართალი
თამარ ბაჩალიაშვილი -“პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე” – ოჯახმა შსს-ს ახალი მტკიცებულებები გადასცა
ახალი მტკიცებულებები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში – გარდაცვლილი გოგოს ჩანაწერი, სიტყვებით “პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე” და სავარაუდოდ, ახალი კოდები და პაროლები სულ ცოტა ხნის წინ ოჯახმა და მისმა ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცეს. ბაჩალიაშვილებიც და მიხეილ რამიშვილიც ამ დრომდე საგამოძიებო უწყებაში იმყოფებიან. ადვოკატს იმედი აქვს, რომ ეს წერილი და ახალი კოდები გამოძიების ვერსიებს შეცვლის. ამვდროულად სამინისტროში […]
ბაჩანა ლობჟანიძე შსს-ში დაიბარეს
ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, ხვალ შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ბაჩანა ლობჟანიძე აცხადებს, საგამოძიებო ორგანოში ხვალ, დილით, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე უნდა გამოცხადდეს. თუმცა, ასევე აცხადებს, რომ შესაძლოა, ის შინაგან საქმეთა სამინისტროში დღესაც მივიდეს. ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში […]
პროკურატურამ შაქარაშვილის საქმის ფიგურანტების ადვოკატებს საქმის მასალების გამჟღავნება აუკრძალა
გამოძიებამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მისივე ინფორმაციით,შაქარაშვილის საქმეზე 11 აგვისტოს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდება წარედგინა 5 პირს, რის თაობაზეც ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდა. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის სისხლის […]
“ვახტან ჩიქოვანი გიორგი შაქარაშვილს არ გაკიდებია” – ადვოკატის განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი, თეიმურაზ მაისურაძე საქმის მასალების ასაღებად მივიდა. როგორც მაისურაძემ უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შაქარაშვილს არ გაკიდებია. „ამ მასალებში არაფერი არ იქნება ახალი და არც შეიძლება რომ იყოს. შუალედური დასკვნები არ შეიძლება იყოს ბრალის წაყენების საფუძველი ასეთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე. 20 მტკიცებულებიდან […]
“გაგნიძემ და რევაზიშვილმა შაქარაშვილს რომ გზა გადაუჭრეს, ამის მოწმე არ არსებობს”
დღეს შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატებს საქმის მასალები უნდა გადასცენ, ამის შემდეგ გახდება ცნობილი კონკრეტულად, რა ახალი მტკიცებულებები დევს საქმეში. საუბარია ახალ ჩვენებებზე. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ საქმეში ხელჩასაჭიდი არაფერი დევს. პროცესი უკვე სასამართლოში უნდა გადავიდეს. “თუ ეს მტკიცებულებები 2 კვირის წინ არსებობდა და ბრალდების მხარე ამბობდა, რომ მაშინ არ ჰქონდათ დასაბუთებული […]
“ლევან თოფაძის და ბუსა ჟვანიას საუბრისას ერთი გოგოს სახელი გაჟღერდა” – ადვოკატის განცხადება
ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბუსა ჟვანიასთვის დაზიანებები არ მიუყენებია. ამასთან ადვოკატის განმარტებით, ლევან თოფაძე გამოძიებას ენდობა და მოთხოვნები არ აქვს. „ჟვანიას ბრალი შეუმსუბუქდება თუ დაუმძიმდება, ეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს ბრალდების მხარემ და სასამართლომ. გარდა ლევან თოფაძისა, ვინც არ უნდა გააჟღეროს მოთხოვნა, ეს […]
თელავში 70 წლის მერაბ ამბროსიძე ღვინის ქარხანასთან ტყეში გარდაცვლილი ნახეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთადან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 70 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. მერაბ ამბროსიძის ცხედარი თანასოფლელმა, ღვინის ქარხნის მიმდებარე ტყეში ნახა და სამართალდამცველებს შეატყობინა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები და სამართალდამცველები იმყოფებიან. ხანდაზმულს შესაბამისი სამსახურები 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით,მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. იპნ
ქობულეთში 2 პოლიციელი დაჭრეს
10 აგვისტოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში პოლიციელები დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გვარაში ბენზინგასამართ სადგურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოცხადებამ მძღოლი გააღიზიანა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც დაჭრა მოჰყვა. ინციდენტის შემდეგ ორი პოლიციელი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან ერთს ცივი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. დამნაშავე მალევე იქნა დაკავებული. “კურიერის” ინფორმაციით, იგი […]
ათენში ქართველი კანონიერი ქურდი სანდრო ქურასბედიანი დააკავეს
საბერძნეთში, ათენის მდიდრულ გარეუბანში ქართველი „კანონიერი ქურდი“ სანდრო ქურასბედიანი დააკავეს. 36 წლის ქურასბედიანს კრიმინალურ წრეებში „სანდრიკას“ სახელით იცნობენ. ბერძნული მედია, მას „მაფიის ერთ-ერთ ბოსად“ მოიხსენიებს. ის „კანონიერ ქურდად“ 2004 წლის აგვისტოში 20 წლის ასაკში „მოინათლა“ კრიმინალური „გენერლების“ – შაქრო კალაშოვის, ლაშა შუშანაშვილის და ვაჟა ბიგანიშვილის მიერ. სანდრო ქურასბედიანი გახლავთ ასევე ცნობილი „კანონიერი ქურდის“ ალეკო ქურასბედიანის, […]










