ბაჩანა ლობჟანიძე შსს-ში დაიბარეს

ბაჩანა ლობჟანიძე შსს-ში დაიბარესბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, ხვალ შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ბაჩანა ლობჟანიძე აცხადებს, საგამოძიებო ორგანოში ხვალ, დილით, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე უნდა გამოცხადდეს. თუმცა, ასევე აცხადებს, რომ შესაძლოა, ის შინაგან საქმეთა სამინისტროში დღესაც მივიდეს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იპნ