თბილისის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა

თბილისის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცათბილისის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ქურდობის ბრალდებით დაკავებულმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოდან სამი სამართალდამცველის თანდასწრებით მოახერხა გაქცევა -იმ დროს, როცა მოსამართლეს მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინება უნდა გამოეცა.

„ფორმულას“ ინფორმაციით, პატიმრის გაქცევას არც სასამართლოში ადასტურებენ და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში. თუმცა მომხდარის დეტალებს „ფორმულას“ ძებნილის ახლობლები უყვებიან. სამძებრო სამუშაოებ და საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.