“ჩვილი ბავშვის მამას დაამარხვინა” – ზუგდიდში ჩვილის მკვლელობისთვის ქალი დააკავეს

"ჩვილი ბავშვის მამას დაამარხვინა" - ზუგდიდში ჩვილის მკვლელობისთვის ქალი დააკავესზუგდიდში ახალგაზრდა ქალი ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. როგორ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება, სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა, თუმცა უცნობია, რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალშობილი. თავად კი ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ საავადმყოფოს მიმართა.

ოჯახი დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, მათ არ იციან, როდის და სად იმშობიარა მათმა შვილმა, არც ის იციან, იყო თუ არა გარდაცვლილი ბავშვი, როცა ის დაიბადა, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბავშვის მამას დაამარხვინა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.