კატეგორია: სამართალი

ვის ეკუთვნის შავი წინდები და ფეხსაცმლის საფენები, რომლებიც არაგვის ხიდის ქვეშ იპოვეს

ვის ეკუთვნის შავი წინდები და ფეხსაცმლის საფენები, რომლებიც არაგვის ხიდის ქვეშ იპოვეს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ათტომიანი საქმიდან ირკვევა, რომ 25 ივნისს, მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ნაპირზე ჩატარებული ადგილმდებარეობის დათვალიერების შემდეგ, ნაპოვნია შავი ფერის წინდები და შავი ფერის ფეხსაცმლის საფენები. ამოღებული ნივთები 25 ივნისსვე გადაიგზავნა ქიმიურ და ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე იმის დასადგენად, ხომ არ აღინიშნება სისხლის კვალი და ბიოლოგიური მასალა წინდებსა და ფეხსაცმლის საფენებზე. რადიო თავისუფლების […]

გორში დავით სვიანაძის მკვლელობისთვის თურქ ჰასან დოგანს ბრალი წაუყენეს

გორში მოკლული პოლიციელი დავით სვიანაძეა - ბრალდებული თურქეთის მოქალაქეა

გორში პოლიციის თანამშრომლის დავით სვიანაძის მკვლელობის ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე ჰასან დოგანს ბრალი წარუდგინეს. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე ჰ.დ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 1 ივლისს, ღამის საათებში, ბრალდებულმა ჰ.დ.-მ ქ.გორში, პოლიციის თანამშრომლის დ.ს-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც […]

“შუაში ყავდათ მომწყვდეული და კრამიტებს ურტყამდნენ” – რა ჩვენება მისცა გამოძიებას თენგო ბარბაქაძემ

"შუაში ყავდათ მომწყვდეული და კრამიტებს ურტყამდნენ" - რა ჩვენება მისცა გამოძიებას თენგო ბარბაქაძემ

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი – “კურიერი” თენგო ბარბაქაძის ჩვენებას ასაჯაროვებს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საბედისწერო ღამის შესახებ ყვება. თენგო ბარბაქაძის ჩვენება: “23:30 საათი მე ვიყავი გასული უკანა მხარეს აივანზე სადაც ვეწეოდი სიგარეტს, რა დროსაც ეზოს წინა მხრიდან შემომესმა ანას ყვირილის ხმა, რაზედაც მე გამოვედი ეზოში. სანამ ეზოში გამოვიდოდი […]

სუსმა მთავარი არხისგან კოვიდ 19-ის შესახებ სიუჟეტის დაუმონტაჟებელი მასალა გამოითხოვა

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დაავადებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ გარკვეულ ფულად თანხებს სთავაზობდნენ, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება 20 ივნისს, […]

ფონიჭალაში საქართველოს ბანკის სერვისცენტრიდან 18.168 ლარის გატაცებისთვის მ.ლ. დააკავეს – ვიდეო

ფონიჭალაში საქართველოს ბანკის სერვისცენტრიდან 18.168 ლარის გატაცებისთვის მ.ლ. დააკავეს - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული ა.შ. – დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ლ. მიმდინარე წლის 25 ივნისს, ფონიჭალაში მდებარე “საქართველოს ბანკის” სერვისცენტრს ყაჩაღურად თავს დაესხა და […]

შალვა გოგოლაძეს, რომელმაც 24 წლის ქალის დაწვა სცადა, პატიმრობა შეეფარდა

შალვა გოგოლაძეს, რომელმაც 24 წლის ქალის დაწვა სცადა, პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 2 ივლისს, გაიმართა სხდომა, რომელზედაც შალვა გოგოლაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ იმსჯელეს. შალვა გოგოლაძეს ბრალად ედება, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის ქალს ბენზინი შეასხა და შორიდან უყურებდა, თუ როგორ იწვოდა ის. აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ სასამართლო პროცესზე საკუთარ შუამდგომლობაში განაცხადა. პროკურორის განმარტებით, გოგოლაძემ ეჭვიანობის ნიადაგზე გადაწყვიტა, გოგონას დაესაჯა. […]

სუსმა უცხოური საწარმოს თანამშრომელი დააკავა – ვიდეო

სუსმა უცხოური საწარმოს თანამშრომელი დააკავა - ვიდეო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე უცხოური საწარმოს მსს „საფეჯის მუდმივი დაწესებულების“ თანამშრომელი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 23 მაისს დაიწყო. გამოძიებით დგინდება, რომ მსს „საფეჯის მუდმივი დაწესებულების“ საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომელი ზედამხედველობას უწევდა, ქ. ფოთში, შპს “ტაჰალ გრუპ ბ.ვ.“-ისა […]

“თბილისის სპეცრაზმი მოვარდა, ააწიოკეს სახლი, ხალხი ცუდად გახდა” – სპეცოპერაცია წეროვანში

"თბილისის სპეცრაზმი მოვარდა, ააწიოკეს სახლი, ხალხი ცუდად გახდა" - სპეცოპერაცია წეროვანში

სპეცოპერაცია წეროვანში – გენერალი დევი ჭანკოტაძე და მასთან ერთად მყოფი ომის ვეტერანები სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ამის შესახებ ჭანკოტაძემ ნიკა გვარამიას გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა. მე ახლა ვარ წეროვანში, დაახლოებით საღამოს რვა საათზე მოვარდა აქ თბილისის სპეცრაზმი, ჩვენს ბიჭებთან, ააწიოკეს სახლი. ხალხი ცუდად გახდა, მშობლები ჩვენი ბიჭების, დედა გახდა ცუდად. რეალური მიზეზი […]

ყელგამოჭრილი დავით სვიანაძე აივანზე ცოლმა იპოვა – ბრალდებული ჰასან დოგანი დანაშაულს არ აღიარებს

ყელგამოჭრილი დავით სვიანაძე აივანზე ცოლმა იპოვა - ბრალდებული ჰასან დოგანი დანაშაულს არ აღიარებს

გორში, ბერუაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა ღამის 2 საათზე ქალის ყვირილი გაიგეს. დახმარებას პოლიციელ დავით სვიანაძის ცოლი ითხოვდა, რომელმაც ყელის არეში დაჭრილი მეუღლე სახლის აივანზე აღმოაჩინა. ერედვის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციელს სასიკვდილო ჭრილობები, სავარაუდოდ, ამავე სახლში მცხოვრებმა მდგმურმა მიაყენა. 31 წლის ჰასან დოგანმა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემდეგ ტერიტორია დატოვა, თუმცა, ადგილზე დარჩა დანაშაულის იარაღი – დანა. დოგანმა თანამშრომელთან ერთად სვიანაძის კერძო სახლში ერთი სართული […]

პოლიციელ დავით სვიანაძის მკვლელობისთვის დაკავებული თურქი მამაკაცი “ჯეო სოლუშენში” მუშაობდა

პოლიციელ დავით სვიანაძის მკვლელობისთვის დაკავებული თურქი მამაკაცი "ჯეო სოლუშენში" მუშაობდა

მოკლული პოლიციელის, დავით სვიანაძის მეზობლების განცხადებით, თურქეთის მოქალაქე, რომელიც შსს-მ პოლიციელის მკვლელობისთვის დააკავა, გორში, კომბინატის დასახლებაში არსებულ ქაღალდის საამქროში მუშაობდა. “ნიუპოსტის” ცნობით, ,,ჯეო სოლუშენ” – ასე ჰქვია კომპანიას, რომელსაც თურქი მეწილე ჰყავს და 30 წლის მამაკაცი, სამუშაოდ სწორედ მას ჰყავდა ჩამოყვანილი. რა პოზიციაზე მუშაობდა პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, უცნობია, ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული და ჟურნალისტებს […]