ადვოკატი – მიხეილ კალანდია უვადო შიმშილობას დაიწყებს 

დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდია უვადო შიმშილობას დაიწყებს – ეს იმ შემთხვევაში, თუ კალანდიას სასამართლო პროცესზე ისევ არ დაასწრებენ. მიხეილ კალანდიამ პროტესტის ნიშნად, უკვე რამდენიმე სხდომა გააცდინა და მონაწილეობა მას დისტანციურად არ მიუღია.

“თუ ის, დღესაც არ იქნება წარმოდგენილი უშუალოდ სასამართლოს სხდომაზე იგი იწყებს უვადო შიმშილობას. მისი მოთხოვნა არის, რომ უშუალოდ მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს სამართლიანი სასამართლოს უფლება და მონაწილეობა მიიღოს მისი სააპელაციო საჩივრის განხილვაში. მიზეზად, არის ასეთი მეტად უსუსური განმარტება პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ არსებობს მისი კონტრარგუმენტი, ანუ უსაფუძვლობა ამ პოზიციისა.

თუ შესაძლებელია რურუას ტარება სასამართლოს ყოველდღიურად სასამართლოში, რატომ არ შეიძლება კალანდია ვატაროთ სააპელაციო სასამართლოში,” – განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის არის მსჯავრდებული. საქალაქო სასამართლომ მას მიმდინარე წლის თებერვალში 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.