კატეგორია: სამართალი

“ნარკოზის გაკეთება და კახას გულის გაჩერება ერთი იყო” – კლინიკა მედალფას 47 წლის მამაკაცის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ

"ნარკოზის გაკეთება და კახას გულის გაჩერება ერთი იყო" - კლინიკა მედალფას 47 წლის მამაკაცის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ

გვენეტაძების ოჯახი ექიმებს 47 წლის მამაკაცის გარდაცვალებაში ადანაშაულებს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში მცხოვრებმა კლინიკა “მედალფას” 23 აპრილს ძაღლის ნაკბენითა და ლავიწის ძვლის მოტეხილობით მიმართა. პაციენტს ტეტანუსის აცრა გაუკეთდა, მეორე დღეს კი ოპერაცია დაინიშნა. სამედიცინო ჩანაწერის მიხედვით, მამაკაცს ოპერაციის დაწყებამდე, ნარკოზის გაკეთებისთანავე, გული გაუჩერდა. ექიმებმა კახა გვენეტაძის დასტაბილურება დროებით შეძლეს და ის ჯერ ბათუმის კლინიკაში, შემდეგ კი თბილისში, ალადაშვილის […]

“ასფალტზე მარტყმევინეს თავი…” – ქუთაისში 50 წლის მამაკაცი დააკავეს

"ასფალტზე მარტყმევინეს თავი..." - ქუთაისში 50 წლის მამაკაცი დააკავეს

სასტიკი და არაჰუმანური მეთოდით დაკავება ქუთაისში – ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ათეულობით თვითმხილველის თვალწინ 50 წლამდე მამაკაცს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავების მიზეზი ამ დრომდე გაურკვეველია. “კი, ძმაო მცემეს. ასფალტზე მარტყმევინეს თავი… ექსპერტთან წამიყვანეთ”,  – ამბობს დაკავებული მთავარ არხთან საუბრისას. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიციელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მსგავსი მეთოდებით ისე დააკავონ პირი, ინფორმაცია გადამოწმებულიც არ ჰქონდეთ. “მთავარი არხი” შს […]

“საწყალი, სულ მეცოდებოდა, ფეხის თრევით დადიოდა” – უჯარმის ქუჩაზე 60 წლის მამაკაცი დაჭრეს

"საწყალი, სულ მეცოდებოდა, ფეხის თრევით დადიოდა" - უჯარმის ქუჩაზე 60 წლის მამაკაცი დაჭრეს

თბილისში 60 წლის მამაკაცი დაჭრეს. ინციდენტი უჯარმის ქუჩაზე მოხდა. როგორც “რუსთავი 2-მა” გაარკვია, კაცი ისანში, უჯარმის ქუჩაზე ქირით 1 კვირის წინ გადმოვიდა. ის სახლში, გასულ ღამეს, მეგობრებთან ერთად დაბრუნდა. “საწყალი, სულ მეცოდებოდა, ფეხის თრევით დადიოდა, წყნარად მიდიოდა, მოდიოდა, საცოდავად. მარტომ დაიქირავა ბინა, ვინც მაგას მოყვა, იმან თქვა, საწყალი კაცია, იქნება მარტოო. დილით სასწრაფი იყო მოსული. […]

სუს-მა რასობრივი დისკრიმინაციის, ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების საქმეზე გამოძიება დაიწყო

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია არნიშნული, არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას. „აღნიშნული პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა […]

წერეთელზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ლ.ა. და ვ.გ. დააკავეს – ვიდეო

წერეთელზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ლ.ა. და ვ.გ. დააკავეს - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ლ.ა. და 1996 წელს დაბადებული ვ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე […]

თურქეთში ალექსანდრე ჭიტაური აფეთქებას ემსხვერპლა

თურქეთში ალექსანდრე ჭიტაური აფეთქებას ემსხვერპლა

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში საქართველოს მოქალაქე, 45 წლის ალექსანდრე ჭიტაური საწარმოში აფეთქების დროს დაიღუპა. როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, ჯინსის სამრეცხაოს განყოფილებაში წყლის გამათბობელო ქვაბი აფეთქდა. აფეთქების შედეგად ნანგრევებში ორი ადამიანი მოჰყვა, რომლების გადარჩენაც ვერ მოხერხდა. ინფორუსთავი

კანონიერი ქურდების, ალხაზ ავიძბას და ასტამურ შამბას, მკვლელობისთვის სოხუმში ერიკ ჭკადუა დააკავეს

კანონიერი ქურდების, ალხაზ ავიძბას და ასტამურ შამბას, მკვლელობისთვის სოხუმში ერიკ ჭკადუა დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის შსს-ს თანამშრომლებმა უშიშროების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, 2019 წლის 22 ნოემბერს, სოხუმში სამი პირის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. დაკავებული ერიკ ჭკადუაა, რომელზეც ძებნა 2019 წლის 9 დეკემბერს გამოცხადდა. ერიკ ჭკადუა დღეს სოხუმში, დაახლოებით 17:30 საათზე ვორონოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში დააკავეს. დაკავების დროს ერიკ ჭკადუა დაჭრეს. მას ბრალად ედება ე.წ. კანონიერი ქურდების – ალხაზ […]

თბილისში, წერეთლის გამზირზე, 2 ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე, 2 ახალგაზრდა დაჭრეს

სისხლიანი გარჩევა წერეთლის გამზირზე – სკვერში, სადაც შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირპირდნენ, სისხლის კვალი ამ დრომდე ჩანს. თვითმხილველები ამბობენ, რომ დაპირიპირებას წინ შელაპარაკება და ჩხუბი უძღოდა, რომელიც მალევე ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა. ქუჩური გარჩევის ადგილი ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ტერიტორიაზე კრიმინალისტები მუშაობენ. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ჭრილობები ჩხუბის მონაწილეებს ცივი იარაღით აქვთ მიყენებული, ორი დაჭრილი ახალგაზრდა […]

საკონსტიტუციო სასამართლოს მე-9 მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიეს

საკონსტიტუციო სასამართლოს მე-9 მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიეს

უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მე-9 მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურის ვინაობა 29 მაისს გახდა ცნობილი. ვასილ როინიშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვის წინ ამოეწურა. ვასილ როინიშვილი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად იყო წარდგენილი. პროცედურის თანახმად, თუკი მას აირჩევს პლენუმი, მან უნდა დაწეროს განცხადება და მოხსნას საკუთარი […]

არჩილ კბილაშვილი – “ქართული მართლმსაჯულება „ხომ შეიძლებოდას“ ეყრდნობა და 15 მილიონ დოლარს განკარგავს”

არჩილ კბილაშვილი - "ქართული მართლმსაჯულება „ხომ შეიძლებოდას“ ეყრდნობა და 15 მილიონ დოლარს განკარგავს"

„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მას-მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, – ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს. მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას განსაკუთრებული […]