კატეგორია: სამართალი

“ცხედრები ძლივს ამოუცნიათ” – ხობში ავარიის დეტალები

ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ “გურია ნიუსისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა სააგენტოს განუცხადა, გარდაცვლილები 30-წლამდე ახალგაზრდები არიან და ისინი მეზობლები იყვნენ. “სოფელში საშინელება ტრიალებს. ორი მიცვალებული ასვენია. ავარია იმდენად ძლიერი ყოფილა, ცხედრები ძლივს ამოუცნიათ”, _ განაცხადა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ბიაში მოხდა. გურია […]

გორში, ხიდისთავში, მანქანა 6 წლის ბავშვს დაეჯახა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ავტომანქანა 6 წლის ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა სასოფლო გზაზე მოხდა. გორმედის ექიმის, ლექსო ხეთაგურის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში პოლიტრავმებით მიიყვანეს. ,,აღენიშნება ზედა და ქვედა კიდურების დაჟეჟილობა, დაზიანება თავის არეში, თერმული დამწვრობა ბეჭების მიდამოში. 6 წლის პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური კვლევები, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა […]

“მე ეს იარაღი ჩამიდეს და თქვენ ეს იცით” – გიორგი რურუას საქმის განხილვა 3 ივნისს გაგრძელდება

გიორგი რურუას საქმეზე მოსამართლემ დღეს სამი მოწმის ჩვენება მოისმინა. ორი ექსპერტის გარდა, დაიკითხა ის პირი, რომელმაც ბრალდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აუღო დნმ-ის ნიმუში. დღეს სხდომაზე რურუას ადვოკატებმა მოსამართლის აცილებაც მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. მოსამართლეს სიტყვით  თავად ბრალდებულმაც მიმართა. გიორგი რურუამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას იარაღი ჩაუდეს და ეს ყველამ კარგად იცის. “თქვენ ყველაფერს აკეთებთ შეგნებულად, რომ […]

ქართული მაფიის წინააღმდეგ საბერძნეთის ციხეში სპეცოპერაცია ჩატარდა

მასშტაბური სპეცოპერაცია ნეგრიტის ციხეში – საბერძნეთის პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო. თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ციხის უფროსი და უსაფრთხოების რეჟიმის ინსპექტორი. მიზეზი  ე.წ. ქართული მაფიის წევრები არიან, რომლებიც ციხეში განსაკუთრებულ პირობებში და ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. ბერძენ სამართალდამცველებს საკნებში თანამედროვე ტელევიზორები, ორკამერიანი მაცივრები, კონდიციონერები, მობილური ტელეფონები, სპორტული ტრენაჟორები, ღვინის ბოთლები და მწვადის შესაწვავი მოწყობილობაც კი დახვდათ.  ე.წ. ქართული მაფიის საკნებიდან ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებებიც. […]

“ნარკოზის გაკეთება და კახას გულის გაჩერება ერთი იყო” – კლინიკა მედალფას 47 წლის მამაკაცის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ

გვენეტაძების ოჯახი ექიმებს 47 წლის მამაკაცის გარდაცვალებაში ადანაშაულებს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში მცხოვრებმა კლინიკა “მედალფას” 23 აპრილს ძაღლის ნაკბენითა და ლავიწის ძვლის მოტეხილობით მიმართა. პაციენტს ტეტანუსის აცრა გაუკეთდა, მეორე დღეს კი ოპერაცია დაინიშნა. სამედიცინო ჩანაწერის მიხედვით, მამაკაცს ოპერაციის დაწყებამდე, ნარკოზის გაკეთებისთანავე, გული გაუჩერდა. ექიმებმა კახა გვენეტაძის დასტაბილურება დროებით შეძლეს და ის ჯერ ბათუმის კლინიკაში, შემდეგ კი თბილისში, ალადაშვილის […]

“ასფალტზე მარტყმევინეს თავი…” – ქუთაისში 50 წლის მამაკაცი დააკავეს

სასტიკი და არაჰუმანური მეთოდით დაკავება ქუთაისში – ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ათეულობით თვითმხილველის თვალწინ 50 წლამდე მამაკაცს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავების მიზეზი ამ დრომდე გაურკვეველია. “კი, ძმაო მცემეს. ასფალტზე მარტყმევინეს თავი… ექსპერტთან წამიყვანეთ”,  – ამბობს დაკავებული მთავარ არხთან საუბრისას. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიციელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მსგავსი მეთოდებით ისე დააკავონ პირი, ინფორმაცია გადამოწმებულიც არ ჰქონდეთ. “მთავარი არხი” შს […]

“საწყალი, სულ მეცოდებოდა, ფეხის თრევით დადიოდა” – უჯარმის ქუჩაზე 60 წლის მამაკაცი დაჭრეს

თბილისში 60 წლის მამაკაცი დაჭრეს. ინციდენტი უჯარმის ქუჩაზე მოხდა. როგორც “რუსთავი 2-მა” გაარკვია, კაცი ისანში, უჯარმის ქუჩაზე ქირით 1 კვირის წინ გადმოვიდა. ის სახლში, გასულ ღამეს, მეგობრებთან ერთად დაბრუნდა. “საწყალი, სულ მეცოდებოდა, ფეხის თრევით დადიოდა, წყნარად მიდიოდა, მოდიოდა, საცოდავად. მარტომ დაიქირავა ბინა, ვინც მაგას მოყვა, იმან თქვა, საწყალი კაცია, იქნება მარტოო. დილით სასწრაფი იყო მოსული. […]

სუს-მა რასობრივი დისკრიმინაციის, ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების საქმეზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია არნიშნული, არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას. „აღნიშნული პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა […]

წერეთელზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ლ.ა. და ვ.გ. დააკავეს – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ლ.ა. და 1996 წელს დაბადებული ვ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე […]

თურქეთში ალექსანდრე ჭიტაური აფეთქებას ემსხვერპლა

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში საქართველოს მოქალაქე, 45 წლის ალექსანდრე ჭიტაური საწარმოში აფეთქების დროს დაიღუპა. როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, ჯინსის სამრეცხაოს განყოფილებაში წყლის გამათბობელო ქვაბი აფეთქდა. აფეთქების შედეგად ნანგრევებში ორი ადამიანი მოჰყვა, რომლების გადარჩენაც ვერ მოხერხდა. ინფორუსთავი