კატეგორია: სამართალი

პროკურორი კავსაძე – ”ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობა ვატო ყიფიანმა შეუკვეთა”

პროკურორი კავსაძე - ”ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობა ვატო ყიფიანმა შეუკვეთა”

ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის შეკვეთით არის დამზადებული, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა გიორგი კავსაძემ განუცხადა. როგორც პროკურორი განმარტავს, ის, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ვატო ყიფიანმა შეუკვეთა, ეს საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სხვა მტკიცებულებებით დასტურდება. „გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს […]

ლევან ხაბეიშვილის ცემისთვის ბრალდებულ ”ოცნების” დეპუტატებს 5.000-5.000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ლევან ხაბეიშვილის ცემისთვის ბრალდებულ ”ოცნების” დეპუტატებს 5.000-5.000 ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს, საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატებს – თარაშ შურღაიას, ალექსანდრე ხუჯაძესა და ავთანდილ ცინცაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 5.000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. აღნიშნული ოდენობის გირაოს შუამდგომლობა სხდომაზე საქმის პროკურორმა დააყენა, რაც მოსამართლე, დავით კურტანიძემ დააკმაყოფილა. “აღმკვეთი ღონისძიება ჩვენ მიმართ არ უნდა დადგეს, რადგან […]

ლევან ხაბეიშვილის ცემისთვის “ოცნების” დეპუტატებს, ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას, ბრალი წარედგინათ

ლევან ხაბეიშვილის ცემისთვის "ოცნების" დეპუტატებს, ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას, ბრალი წარედგინათ

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების” დეპუტატებს ბრალი წარედგინათ. ამის შესახებ განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. “2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს – ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი […]

ლევან ხაბეიშვილს ბრალი წარუდგინეს

ლევან ხაბეიშვილი - არავინ არავის არ დასჯის მარტივი რამის გამო - ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს. როგორც დეკანოიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხაბეიშვილს ბრალი, სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. „აბსურდია, როგორც ჩანს, პროკურატურამ ეს ნაწილი ცალკე გამოყო და ცალკე განიხილა, რაც არის სისულელე. […]

თურქეთში ქართველი ქალი, ირმა კ. მოკლეს

თურქეთში ქართველი ქალი, ირმა კ. მოკლეს

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში, ქალაქ კაისერში, შეიარაღებული თავდასხმის დროს საქართველოს მოქალაქე, ირმა კ. მოკლეს. მედიის ცნობით, ქალს, რომელიც ერთ-ერთ კლუბში მუშაობდა, 30 იანვარს ღამით ქუჩაში დაესხნენ თავს. მასთან ერთად მყოფი ორი პირი კი დაჭრილია. ქალებს თავს სამსახურიდან გამოსვლის დროს დაესხნენ. უცნობმა პირებმა მათ მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შედეგად დაიღუპა საქართველოს მოქალაქე და მძიმედ დაიჭრა მასთან […]

ზუსტად ამ ორი სიტყვის გამო არის სუსიდან წიხლისრტყმით გამოგდებული – მაჩალიკაშვილი გოგაშვილის სატელევიზიო ინტერვიუზე

ზუსტად ამ ორი სიტყვის გამო არის სუსიდან წიხლისრტყმით გამოგდებული - მაჩალიკაშვილი გოგაშვილის სატელევიზიო ინტერვიუზე

„გოგაშვილმა ყოველი სიტყვით დაამტკიცა, რომ ისინი მართლაც კრიმინალები და ტერორისტები არიან და მაჩალიკაშვილების ოჯახი, თემირლანი კი, ნამდვილად უდანაშაულოა“, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა “2020NEWS”-ს განუცხადა და სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის სატელევიზიო ინტერვიუს გამოეხმაურა. „სოსო გოგაშვილის გუშინდელ ბოდვებთან დაკავშირებით, სიმართლე გითხრათ, მიჭირს ვისაუბრო. გოგაშვილმა ყოველი სიტყვით დაამტკიცა, […]

” 90 იანი წლები დაბრუნდა ” – თბილისის ცენტრში მოსახლეობას მანქანები გატეხილი დახვდათ

'' 90 იანი წლები დაბრუნდა '' - თბილისის ცენტრში მოსახლეობას მანქანები გატეხილი დახვდათ

თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე, ადგილობრივ მცხოვრებს დილით რამოდენიმე ავტომობილი გატეხილი დახვდათ. როგორც იქ მცხოვრები ამბობენ, მათ ქუჩაზე 90 იანი წლები დაბრუნდა. ადგილზე დილიდან მობილიზებულია ექსპერტ კრიმინალისტების რამოდენიმე ჯგუფი, გამოძიება 177 -ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. ნიუპოსტი

ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულ ექვსივე პირს პატიმრობა შეეფარდა

ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულ ექვსივე პირს პატიმრობა შეეფარდა

ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულ ექვსივე პირს – ნუგზარ ბეჟანიძეს, გოჩა თადუმაძეს, გიორგი ბიბილაურს, ბექა ცინცაძეს, როლანდ ბერიძესა და იური მჟავანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. სასჯელის სიმძიმიდან გამომდინარე […]

ნიკა გვარამიაზე თავდასხმა სასამართლოს ეზოში სცადეს

ნიკა გვარამია - "ბიძინა ივანიშვილი სრულიად შეიშალა და გასცა ჩემი დაპატიმრების ბრძანება"

ხმაურია თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გავარამიაზე თავდასხმა სცადეს.საბოლოო ჯამში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცის მოგერიება გვარამიას დაცვას მოუწია, რომელსაც მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მამაკაცი მანდატურის სამსახურის თანამშრომელებმა დააკავეს. აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლოში “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, სადაც გვარამია რურუას ინტერესებს იცავს. სასამართლოს ეზოში სამოქალაქო სექტორი აქციას […]

თბილისში 16 წლის გოგონას საკუთარი და და ტაქსის მძღოლი სექსმუშაკად მუშაობას აიძულებდნენ

თბილისში 16 წლის გოგონას საკუთარი და და ტაქსის მძღოლი სექსმუშაკად მუშაობას აიძულებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული მ.ფ., 1973 წელს დაბადებული მ.გ. და 1970 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, […]