კატეგორია: სამართალი

ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, ნარკოდანაშაულისთვის, სამი პირი – 1984 წელს დაბადებული მ. ვ., 1986 წელს დაბადებული ვ.კ. და 1978 წელს დაბადებული რ. ჩ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 22 გრამზე მეტი, “ჰეროინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება და “მეტადონის” შემცველი […]

90-იანი წლები დაბრუნდა – ბოლნისში 70-წლამდე მამაკაცი მოკლული იპოვეს

სამართალდამცველების და ექსპერტ-კრიმინალისტების განსაკუთრებული მობილიზაცია ბოლნისში – სოფელ სამწვერისში 70 წლამდე მამაკაცი მოკლული იპოვეს. მეზობლები აცხადებენ, რომ მამაკაცი სახლში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა თუ რა გახდა შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მამაკაცის გვამი ადგილობრივებმა დილით ნახეს. გუშინ საღამოს ის სახლში არ მისულა და ოჯახის წევრებმა მისი ძებნა დაიწყეს. მეზობლების ინფორმაციით, მოკლულს გულის არეში აქვს სასიკვდილო ჭრილობა მიყენებული. […]

ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის სკანდალური საქმის ახალი დეტალები –  პროკურატურამ თალაკვაძე და სუბარი საქმიდან გააქრო – ვიდეო

ვანო მერაბიშვილის სკანდალური საქმის ახალი მონაწილეები – ირკვევა, რომ პროკურატურამ პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე და პრემიერის მრჩეველი საქმიდან გააქრო. სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი 2014 წელს მომხდარი კანონდარღვევის ახალ დეტალებს ყვება. ირაკლი კორძაია ამტკიცებს, რომ სოზარ სუბარი და არჩილ თალაკვაძე ინფორმირებულები იყვნენ ციხიდან ყოფილი პრემიერ მინისტრის გაყვანის შესახებ, მაგრამ გამოძიება ამ ფაქტით არც კი ადინტერესებულა. ირაკლი კორძაია […]

ლევან ხაბეიშვილს 2.000 ლარიანი გირაო შეეფარდა

საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ლევან ხაბეიშვილს, რომელსაც ბრალდების მხარე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით 2.000 ლარიანი გირაო შეუფარდა. პროცესის დაწყებამდე პროკურორმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარე 3.000 ლარიანი გირაოს მოთხოვნის დაყენებას აპირებდა. რუსთავი 2

პროკურორი კავსაძე – ”ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობა ვატო ყიფიანმა შეუკვეთა”

ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის შეკვეთით არის დამზადებული, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა გიორგი კავსაძემ განუცხადა. როგორც პროკურორი განმარტავს, ის, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ვატო ყიფიანმა შეუკვეთა, ეს საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სხვა მტკიცებულებებით დასტურდება. „გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს […]

ლევან ხაბეიშვილის ცემისთვის ბრალდებულ ”ოცნების” დეპუტატებს 5.000-5.000 ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს, საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატებს – თარაშ შურღაიას, ალექსანდრე ხუჯაძესა და ავთანდილ ცინცაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 5.000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. აღნიშნული ოდენობის გირაოს შუამდგომლობა სხდომაზე საქმის პროკურორმა დააყენა, რაც მოსამართლე, დავით კურტანიძემ დააკმაყოფილა. “აღმკვეთი ღონისძიება ჩვენ მიმართ არ უნდა დადგეს, რადგან […]

ლევან ხაბეიშვილის ცემისთვის “ოცნების” დეპუტატებს, ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას, ბრალი წარედგინათ

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების” დეპუტატებს ბრალი წარედგინათ. ამის შესახებ განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. “2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს – ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი […]

ლევან ხაბეიშვილს ბრალი წარუდგინეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს. როგორც დეკანოიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხაბეიშვილს ბრალი, სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. „აბსურდია, როგორც ჩანს, პროკურატურამ ეს ნაწილი ცალკე გამოყო და ცალკე განიხილა, რაც არის სისულელე. […]

თურქეთში ქართველი ქალი, ირმა კ. მოკლეს

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში, ქალაქ კაისერში, შეიარაღებული თავდასხმის დროს საქართველოს მოქალაქე, ირმა კ. მოკლეს. მედიის ცნობით, ქალს, რომელიც ერთ-ერთ კლუბში მუშაობდა, 30 იანვარს ღამით ქუჩაში დაესხნენ თავს. მასთან ერთად მყოფი ორი პირი კი დაჭრილია. ქალებს თავს სამსახურიდან გამოსვლის დროს დაესხნენ. უცნობმა პირებმა მათ მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შედეგად დაიღუპა საქართველოს მოქალაქე და მძიმედ დაიჭრა მასთან […]

ზუსტად ამ ორი სიტყვის გამო არის სუსიდან წიხლისრტყმით გამოგდებული – მაჩალიკაშვილი გოგაშვილის სატელევიზიო ინტერვიუზე

„გოგაშვილმა ყოველი სიტყვით დაამტკიცა, რომ ისინი მართლაც კრიმინალები და ტერორისტები არიან და მაჩალიკაშვილების ოჯახი, თემირლანი კი, ნამდვილად უდანაშაულოა“, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა “2020NEWS”-ს განუცხადა და სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის სატელევიზიო ინტერვიუს გამოეხმაურა. „სოსო გოგაშვილის გუშინდელ ბოდვებთან დაკავშირებით, სიმართლე გითხრათ, მიჭირს ვისაუბრო. გოგაშვილმა ყოველი სიტყვით დაამტკიცა, […]