“სურამში მოკლული ბეტა ნაჭყებიას დედა თურქეთშია, 5 წლის შვილი მეორე ქმრისგან ჰყავს”

"სურამში მოკლული ბეტა ნაჭყებიას დედა თურქეთშია, 5 წლის შვილი მეორე ქმრისგან ჰყავს"სურამში, ყოფილი მეუღლის მიერ მოკლული ბეტა ნაჭყებია ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ქვალონიდანაა. ამის შესახებ სოფლის რწმუნებულმა ცოტნე დადიანმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა.

„ბეტა ჩემი კლასელია, ძალიან კარგი გოგო, ადრე აქ იყო გათხოვილი, 5 წლის შვილი მეორე ქმრისგან ჰყავს. როგორც აქ სოფელში ამბობენ, ამ მეორე ქმარს, რომელთანაც გაშორებული იყო, საკუთარი ბებიის სახლში მოუკლავს. აქ სოფელში ვიყავი ახლა სახლში, არავინ არ დამხვდა. ბეტას დედა თურქეთშია, მამა არ დამხვდა, ხოლო ძმა თბილისში მუშაობს“,- გვითხრა სოფლის რწმუნებულმა.

პრაიმ ტაიმი

ბეტა ნაჭყებიას მკვლელობისთვის მისი ყოფილი ქმარი ლევან ლომიძე დააკავეს – ”ცოლთან უთანხმოების გამო ბოლო 1 თვე ყოველდღე სვამდა”