გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ თვითაცილების შესახებ განცხადება წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე გააკეთა. ამ გადაწყვეტილების არგუმენტად დარბაიძემ ის ფაქტი დაასახელა, რომ 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის ბრალდების საქმის მოსამართლეც თავად იყო და გარდაცვლილი ბავშვის მამის ნათესავების მხრიდან მედიასთან არაერთი განცხადება გაკეთდა იმის თაობაზე, რომ მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენს, 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას, […]
კატეგორია: სამართალი
ნინო გორგოშიძის მიმართ მუქარის გამო ბრალდებულ მის ყოფილ მეუღლეს, ლაშა ჩიქოვანს, 3.000 ლარიანი გირაო შეეფარდა
ყოფილი მეუღლის, ნინო გორგოშიძის, მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალდებულ სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. ლაშა ჩიქოვანს ნინო ჩიქოვანის (გორგოშიძის) მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალი სისხლის […]
მოსამართლე გიორგი არევაძემ ნიკა გვარამია 500 ლარით დააჯარიმა და თვითაცილება გამოაცხადა
მოსამართლის შეურაცხყოფის გამო სამაუწყებლო კომპანია “რუსთავის 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 500 ლარით დაჯარიმდა. დღესვე, პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ თვითაცილება გამოაცხადა. სასამართლოს წინაშე დღეს შესავალი სიტყვით დაცვის მხარე უნდა წარდგენილიყო, თუმცა პროცესი გადაიდო. “ეს არ იყო კლოუნადა, ეს თვითაცილება იყო გარდაუვალი, იყო გადაწყვეტილი რამდენიმე დღის წინ კონკრეტულ კაბინეტში. ჯერ არ მინდა და არ არის […]
მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ ბურძენიძეს პატიმრობა შეეფარდა
ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ვახტანგ ბურძენიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ბურძენიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ვახტანგ ბურძენიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და […]
მურად წურწუმიას მკვლელობისთვის დაკავებულ ზურაბ ფოფხაძეს ბრალი დაუმძიმდა
ე.წ. “დამპალოს” სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელ ზურაბ ფოფხაძეს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. “გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე, ზ.ფ.-ს ბრალის დაზუსტების შედეგად, დაუმძიმდა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების […]
“მურად წურწუმიას საქმის გირგვლიანის საქმესთან შედარება არ შეიძლება”
მამუკა არეშიძე: “ეს ნაციონალების პიარტექნოლოგიაა” ნონა ცაბაძე, ახალი თაობა მურად წურწუმიას მკვლელობაში ბრალდებულ სპეცრაზმელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გუშინ საღამოს დააკავეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე პირიც ვახტანგ ბურძენაძე, რომელიც თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ერთ-ერთი კომპანიის დისტრიბუტორია. შსს და პროკურატურაც ადასტურებს, რომ ბურძენაძე სპეცრაზმელი არ არის. საკითხის სიცხადისათვის “კვირის პალიტრას” ესაუბრა ფოფხაძის ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა: – ჩემი […]
ვანო მერაბიშვილი საპატიმროს 20 თებერვალს დატოვებს
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეს 20 თებერვალს დატოვებს.ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის. სასჯელის შთანქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის საზედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
9 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით, 2-3 დღეში ერთხელ, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი სასამართლო სხდომებზე “ივლიან”
პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრი კახა კოჟორიძე ხაზარაძე-ჯაფარიძე საქმეზე სასამართლო პროცესების განრიგს აქვეყენებს. როგორც კოჟორიძე სოციალურ ქსელში წერს, “ქართულ ოცნებას” პარტია “ლელოს საქართველოსთვის” სტარტი არ მოეწონა. ამის გამო, ხელისუფლებამ მოსამართლეს დავალება მისცა, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლო პროცესებზე ატარონ და ამ გზით საარჩევნო პროცესებს ჩამოაშორონ. ამ განრიგის თანახმად, 9 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით, 2-3 დღეში […]
რაჯი ბერულავა ჯამბულ ნაჭყებიამ ეჭვიანობის გამო მოკლა? – რა მოხდა მარტვილში
დაპირისპირება მარტვილის რაიონის სოფელ ტალერში შობის ღამეს გაშლილ სუფრასთან დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებულის დედა იხსენებს, რომ სტუმრად მყოფმა რაჯი ბერულავამ მის შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა რამდენჯერმე მიაყენა, რის შემდეგაც კონფლიქტი უკვე ნაჭყებიების სახლის ეზოში გაგრძელდა, ცივი იარაღით დაჭრილი ბერულავა საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობას ასახელებს ნაჭყებიების მეზობლების ნაწილი. მკვლელობაში ბრალდებულის თანასოფლელები “კურიერთან”ჰყვებიან, რომ […]
მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე 40 წლის ვახტანგ ბურძენიძეც დააკავეს
მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. დაკავებულია 40 წლის ვახტანგ ბურძენიძე, რომელიც ვარკეთილის სასაფლაოზე მომხდარ ინციდენტში სპეცრაზმელ ზურაბ ფოფხაძესთან ერთად მონაწილეობდა. გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნული პიროვნებაც სამართალდამცველია არ დადასტურდა. აღმოჩნდა, რომ ვახტანგ ბურძენიძე ზურაბ ფოფხაძის ბავშვობის მეგობარია. ის ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს და ერთ-ერთ კომპანიაში დისტრიბუტორად მუშაობს. მეზობლები ამბობენ, რომ ერთი წლის […]










