მურად წურწუმიას მკვლელობისთვის დაკავებულ ზურაბ ფოფხაძეს ბრალი დაუმძიმდა

მურად წურწუმიას მკვლელობისთვის დაკავებულ ზურაბ ფოფხაძეს ბრალი დაუმძიმდაე.წ. “დამპალოს” სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელ ზურაბ ფოფხაძეს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“გარდაცვლილი  მურად წურწუმიას  საქმეზე, ზ.ფ.-ს  ბრალის დაზუსტების შედეგად, დაუმძიმდა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა  ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  8-დან 11 წლამდე.

ბრალდებული  შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 5 იანვარს   დააკავეს.  პროკურატურის შუამდგომლობით, ზ.ფ.  გადაყენებულ იქნა  შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობიდან და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

ამავე საქმეზე,  2020 წლის 8 იანვარს,   ბრალდებულის სახით,  ქ. თბილისის ტერიტორიაზე  დაკავებულ იქნა მოქალაქე  ვ.ბ. დღეს მას ბრალი წარედგინა   სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა  ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

დღესვე, თბილისის პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ვ.ბ.-ს მიმართ აღკვეთიღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.