ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში მცხოვრებმა 37 წლის გურამ გურგენიძემ თავი მოიკლა. ახალგაზრდა კაცმა სანადირო თოფით მოიკლა თავი. ”შეძრწუნებული ვართ, არ ვიცით, რა მოხდა. დილით გავიგე მომხდარის შესახებ. რატომ უნდა გაემეტებინა თავი, ვერ გეტყვით. შესანიშნავი ახალგაზრდა იყო, ჩამოყალიბებული პიროვნება, მშრომელი. დამწუხრებულია მთელი სოფელი”, – უთხრა გურია ნიუსს მერი წარმომადგენელმა სოფელ გუთურში გიორგი პაიჭაძემ. გარდაცვლილს მეუღლე და […]
კატეგორია: სამართალი
ქართველი მადრიდში მე-4 სართულიდან გადახტა – ესპანეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
მადრიდში პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე ქურდობის დროს დააკავა. მამაკაცები ერთ-ერთი სახლში შეიპარნენ. მეზობელმა სახლიდან ხმაური გაიგო, მან იცოდა, რომ მეპატრონეები შინ არ იმყოფებოდნენ, და პოლიციაში დარეკა. პოლიციამ ადგილზე მისვლის შემდეგ ქურდობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დაიჭირა. ერთ-ერთმა მამაკაცმა ფანჯრიდან გაქცევა სცადა, მან მეოთხე სართულიდან მეორე სართულზე ჩავარდა და სხეული დაზიანებები მიიღო. ნიუპოსტი
დავით მუმლაძის მკვლელობისთვის დაკავებულ ზურაბ ჯღარკავას პატიმრობა შეეფარდა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ, 35 წლის დავით მუმლაძისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ ჯღარკავასთვის აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის თაობაზე იმსჯელა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ზურაბ ჯღარკავასთვის დაუსწრებლად შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა, ძალაში დატოვა. პატიმრობის ათვლა 2 იანვრის 20 საათიდან განისაზღვრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა გამოაცხადა. […]
ნიკა გვარამია – ”მოსამართლემ ფაქტობრივად მუშაობა ამიკრძალა, “მთავარი არხის“ პარალიზება უნდათ”
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესს აფასებს. გვარამიას თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანი „მთავარი არხის“ პარალიზებაა. „ჩემს პროცესზე დამხვდა ივანიშვილის მორიგი გასაბერი ზვიგენი გიორგი არევაძე. ეს ის მოსამართლეა, რომელიც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეს იხილავს. ყოველ კვირას 2 პროცესი ჩანიშნა ერთი თვის განმავლობაში და პრაქტიკულად მუშაობა ამიკრძალა. „მთავარი […]
წნორში მამაკაცმა დეიდა მოკლა – ვიდეო
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი დეიდა მოკლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ 1993 წელს დაბადებული დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. არსებული ინფორმაციით, დეიდასა და დისშვილს შორის უთანხმოება ფულის გამო მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა დეიდას თავის არეში დაზიანება მას შემდეგ მიაყენა, რაც ქალმა ფულის მიცემაზე უარი უთხრა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა: ”შინაგან საქმეთა […]
დავით მუმლაძის მკვლელობისთვის რუსთავში ზურაბ ჯღარკავა დააკავეს – ვიდეო
პოლიციამ რუსთავში 35 წლის დავით მუმლაძის განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი ზურაბ ჯღარკავა დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გასული წლის ოქტომბერში რუსთავში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. კერძოდ, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი – 1983 […]
82 წლის იზოლდა ხელაძე, რომელიც გაგუდული იპოვეს, პენსიაზე ცხოვრობდა
82 წლის იზოლდა ხელაძე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელექედურში 2 იანვარს გარდაცვლილი იპოვეს, სახლში მარტო ცხოვრობდა და მისი საარსებო მინიმუმი მხოლოდ პენსია იყო. ცხედარი საკუთარ საძინებელში, სავარაუდოდ გაგუდული, მეზობელმა ნახა. მეზობლები ამბობენ, რომ ხელაძის ბინიდან ხმაური არ გაუგიათ. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მარტოხელა მოხუცის მკვლელობის მიზეზი ყაჩაღობა გამხდარიყო. მეზობლები ერთ საეჭვო დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას და […]
ათენში ქართველმა ძარცვისას შუშის კარი ჩაამტვრია და გარდაიცვალა
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ამბელოკიპის უბანში, ძარცვის მცდელობისას მიღებული ტრავმისგან საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა 31 დეკემბერს მოხდა, როდესაც გარდაცვლილი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე ბინას ძარცვავდნენ. უწყების ცნობით, დაწყებულია გადასვენების პროცედურები. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ძარცვაში მონაწილე მეორე პირი დაკავებულია. “ბერძნული მხარის შეტყობინებით ათენში, ამბელოკიპის უბანში, ორი მოქალაქე […]
გურიაში 80 წლის ქალი დისშვილმა გაგუდული იპოვა – სახლიდან მერსედესის ჯიპია დაკარგული
გურიაში, 80 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს. დანაშაული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მოხდა. ი.ხ. მისმა დისშვილმა სახლში გაგუდული იპოვა. ”მარტო ცხოვრობდა. როგორც მეზობლებმა ვიცით, დისშვილები პატრონობდნენ. ახლაც, ახალი წლის ღამეს ესტუმრა დისშვილი და ასეთი საშინელება დატრიალდა. თავად დისშვილი ყაჩაღობის დროს სახლში არ იმყოფებოდა, მანქანა კი დატოვებული ჰყავდა. უკან რომ დაბრუნდა, საზარელი ამბავი დახვდა. კეთილშობილი და სათნო ადამიანი […]
იტალიაში ქურდობისთვის საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს
იტალიაში, ქალაქ ფაზანოში სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება. მათივე ინფორმაციით, ოთხივე დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა. პოლიციის თანამშრომლებმა, ისინი ერთ-ერთი სუპერმარკეტის ავტოსადგომზე შენიშნეს და პირების იდენტიფიკაციისთვის ავტომობილის ჩხრეკა განახორციელეს. ჩხრეკის შედეგად პოლიციამ 2 სხვადასხვა სუპერმარკეტიდან მოპარული 450 ევროს ღირებულების პროდუქცია ამოიღო. იტალიური მედიის ინფორმაციით, წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებული ოთხივე ქართველი […]









