გიორგი მაღალაშვილი პაციენტის ცოლმა და ახლობლებმა ცემეს – ახალი დეტალები

გიორგი მაღალაშვილი პაციენტის ცოლმა და ახლობლებმა ცემეს - ახალი დეტალებითბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გუშინ მომხდარი ინციდენტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც „პრაიმტაიმს“ უამბობენ, ცნობილი ქირურგის, გიორგი (გოგი) მაღალაშვილის პაციენტმა, რომელსაც ნეიროქირურგმა ოპერაცია გაუკეთა, ნარკოზიდან გამოსვლა გაუჭირდა.

საავადმყოფოში პაციენტის ცოლი და ოჯახის ახლობლები შეიჭრნენ და ექიმს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

როგორც „პრაიმტაიმს“ უამბობენ, პაციენტი ამჟამად უკვე გამოსულია ნარკოზიდან და ოპერაციამ კარგად ჩაიარა.

ექიმის ცემის ფაქტს შსს ადასტურებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება 126-ე (ცემა) მუხლით დაიწყო. რაც შეეხება იმას, თუ რა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული ცნობილ ნეიროქირურგს, ამის გასარკვევად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

პრაიმ ტაიმი