სროლა და ჩხუბი რუსთავის რესტორანში – ვიდეო

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რესტორანში “მადაგონი” სროლით და 2 ადამიანის დაკავებით დასრულდა.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ჩხუბი ერთერთი სუფრის წევრებსა და მუსიკოს შორის მოხდა. მამაკაცებმა კონკრეტული მუსიკის შესრულება მოითხოვეს, რაზეც მუსიკოსმა უარი განუცხადა, ამის შემდეგ კი სიტყვიერი დაპირისპირება უკვე ჩხუბში გადაიზარდა, რაც ინვენტარის დამტვრებით და რამდენიმე ადამიანის დაშავებით დასრულდა. ჩხუბის დროს იყო იარაღიდან გასროლის ხმაც, თუმცა მოგვიანებით გაირკვა რომ ეს იყო ე.წ. სასტარტო იარაღი, რომელსაც მხოლოდ ხმა აქვს და მისი გასროლაც სიტუაციის განეიტრალების მიზნით მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, კრიმინალური, დაცვის პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპaჟები.

ჩხუბის დროს რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ექიმებმა მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 2 მამაკაცი.