ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის საქმეზე გასამართლებული ანრი ყურაშვილი ქსნის ციხეში სასტიკად ცემეს

ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის საქმეზე გასამართლებული ანრი ყურაშვილი ქსნის ციხეში სასტიკად ცემესქსნის ციხეში 26 წლის ახალგაზრდა სასტიკად სცემეს. “მთავარის” ინფორმაციით, ანრი ყურაშვილს კრიმინალური გარჩევისას ჯგუფურად გაუსწორდნენ.

ახალგაზრდა მრავლობითი დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. მას მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
ყურაშვილის ოჯახს პენიტენციური სამსახურიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ანრი ყურაშვილი ქსნის ციხეში, საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა.
“მთავარი” კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ე.წ. კრიმინალური გარჩევა წავკისში  დათო და ალექსანდრე ფეიქრიშვილების მკვლელობას უკავშირდება.

აღნიშნულ დანაშაულში ყურაშვილს დანაშაულის დაფარვას ედავებოდნენ და ის ამ მუხლითაც გასამართლდა.
ძმებ ფეიქრიშვილების მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი პირიდან ერთი, ნიკოლოზ აბულაძე, სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა და საქართველო დატოვა. მისი შვილი, გიორგი აბულაძე კი სამარტოო საკანშია.
“ნიუპოსტი” პენიტანციური სამსახურისგან ელოდება ოფიციალურ კომენტარს, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ფეიქრიშვილების მკვლელობის საქმე – დაკავებულია ანრი ყურაშვილი