„გამარჯვებული საქართველოს” წევრი გურამ ჩალაგაშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისისსაქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ვალერიან ფილიშვილმა გამოაცხადა. მისივე გადაწყვეტილებით, გურამ ჩალაგაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის 700 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელა. დღევანდელ სხდომაზევე გამოიკვლიეს საპატრულო პოლიციის სამხრე კამერების ჩანაწერები. შეგახსენებთ, რომ გურამ ჩალაგაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით პირველ ოქტომბერს დააკავეს, რომელიც 12-საათიანი […]
კატეგორია: სამართალი
მარიამ კუბლაშვილი – ”ილია ჯიშკარიანი ბულინგის მსხვერპლი გახდა, ის უდანაშაულოა”
თანამშრომლის მიერ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ ჯიშკარიანი მისი სამსახურეობრივი სტატუსისა და მდგომარეობის გამო, ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლია. როგორც “ინტერპრესნიუსისთვის” ცნობილი გახდა, “ქართული ოცნების” დეპუტატს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. როგორც კუბლაშვილი განმარტავს, ის ქალთა მიმართ ძალადობას გმობს, თუმცა, მისივე თქმით, სხვის მიმართ ცრუ ბრალდებების გაჟღერებაც ძალადობაა. “ამ საქმეში […]
ზურაბ ჯღარკავას პოლიცია ისევ ეძებს – ოჯახი ზურა დადეშელის მკვლელობაში მის მონაწილეობას გამორიცხავს
ვინ დაუკვეთა 35 წლის ზურა დადეშელის მკვლელობა – პირს, რომელსაც მოკლულთან წარსულში კონფლიქტი ჰქონდა და სავარაუდო დამკვეთია, გამოძიება ამ დრომდე ეძებს. ზურაბ ჯღარკავას ადვოკატი ბრალდებას უარყოფს. 35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეში ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცავი ფიგურირებს. ძებნილი ჯღარკავას კონკრეტული პოზიცია ამ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით უცნობია, ვინაიდან მასსა და მის ადვოკატს შორის ჯერჯერობით კომუნიკაცია […]
ლევან ჯიქური 2.000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
20 ივნისის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ლევან ჯიქური სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2.000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ლევან ჯიქურმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ აქციაზე იმყოფებოდა და ფარსაც იყენებდა, თუმცა, ის ჯგუფურ ძალადობას უარყოფს. ლევან ჯიქურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა მისმა ადვოკატმა, […]
რუსთავში ზურა დადეშელის მკვლელობისთვის პოლიცია ზურაბ ჯღარკავას ეძებს
რუსთავში ზურა დადეშელის მკვლელობის საქმის კიდევ ერთი ფიგურანტია ზურაბ ჯღარკავა, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. დაკავებული პოლიციელი დავით მიროტაძე კი ჯღარკავას სიძეა. საქმის მასალების თანახმად, სწორედ ჯღარკავამ სთხოვა პოლიციის თანამშრომელ მიროტაძეს დავით მუმლაძე მათთან (კრიმინალურ ავტორიტეტებთან) მიიყვანა, რაც შსს-ს მოქმედმა თანამშრომლებმა. მიხეილ ღუბიანურმა და დავით მიროტაძემ და ასევე ყოფილმა სამართალდამცავმა, დიტო დუღაშვილმა სისრულეში მოიყვანეს, […]
პოლიციელი ჰ.მ. ნარკოტიკებზე დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ჰ.მ. დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება, ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. “ 7 ოქტომბერს, ჰ.მ.-ს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა საპატიმრო გირაო. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. საქმეზე […]
რუსთავში ზურა დადეშელის მკვლელობისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს
რუსთავში ზურა დადეშელის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. ბრალის წარდგენა ქვემო ქართლის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც ერთ-ერთი ბრალდებულისა და გარდაცვლილის მეგობრის, გიორგი გეთაშვილის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი დაუმძიმდა და სსკ-ის 370-ე მუხლის ნაცვლად, 143-ე მუხლის 25-143-3ა ქვეპუნქტით წარუდგინეს. „გიორგი გეთაშვილს ბრალი დაუმძიმდა,. ბრალის ფორმულირება შეიცვალა. […]
რუსთავში მოკლულმა ზურა დადეშელმა მკვლელობამდე ვინაობა შეიცვალა და რამაზ მუმლაძე გახდა
ახალგაზრდა მამაკაცმა, რომლის ცხედარი მტკვარმა გამორიყა, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ვინაობა ოფიციალურად შეიცვალა. რეალურად ის ზურაბ დადეშელი გახლავთ, თუმცა შეცვლილი სახელი და გვარი რამაზ მუმლაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, მის მიმართ კრიმინალური „ავტორიტეტების” მხრიდან მუქარა ხორციელდებოდა, რის გამოც იძულებული გახდა მიმალულიყო და ვინაობაც შეეცვალა. მიუხედავად ამისა, ირკვევა, რომ დაპირისპირებულმა ჯგუფმა დადეშელი მაინც იპოვა და მოკლა. საქმეზე დაკავებულია 5 […]
სუსის უფროსად მთავრობამ პარლამენტს გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა წარუდგინა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე დასამტკიცებლად მთავრობამ პარლამენტს გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. ის განსახილველად თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს უკვე გადაეცა. პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სუსის ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. გრიგოლ ლილუაშვილი ამ დრომდე ვახტანგ გომელაურის მოადგილედ მუშაობდა.
გოჩა ვეფხვაძე ბმვ-ში ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით დაჭრეს – ”ძმებ ფეიქრიშვილებს და ნოდარ ნიშნიანიძეს ამასთან კავშირი არ აქვთ”
ლისის ტბაზე დაჭრილი გოჩა ვეფხვაძე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. პარალელურად საქმეზე გრძელდება გამოძიება. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 41 წლის ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. “კურიერის” ინფორმაციით, დაპირისპირება გახოკიძის ქუჩაზე დაიწყო, შემდეგ კი რამდენიმე ავტომობილით მასში მონაწილე პირები ლისის ტბის მიმართულებით წავიდნენ, სადაც ვეფხვაძე, […]









