“ქართული ოცნების” დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის სავარაუდო მსხვერპლი დღეს პოლიციაში დაიბარეს. თამთა თოდაძე, რომელიც დეპუტატს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს, სამართალდამცავებს მომხდარის დეტალებს კიდევ ერთხელ გააცნობს. თოდაძის ადვოკატები იმედს იტოვებენ, რომ გოგონას მიანიჭებენ დაზარალებულის სტატუსს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ. მათი თქმით, ამ ფაქტიდან გასულია 1 კვირა, ამოღებულია მტკიცებულებები და ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჯიშკარიანისთვის ბრალი […]
კატეგორია: სამართალი
გორში 26 წლის ლ.მ. დააკავეს – ინტიმური მიმოწერის გასაჯაროების მუქარით ის ქალს ფულს სძალავდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1993 წელს დაბადებული ლ.მ., გამოძალვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო ქალი, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა. ქალმა ლ.მ.-ს საკუთარი სურვილით გაუგზავნა […]
ელისაშვილი – “ილია ჯიშკარიანი სხდომებზე გათხლეშილი მთვრალი იყო”
„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დეპუტატ ილია ჯიშკარიანზე წერს, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. “ხაჭაპურზე რომ გაიშალეს თმები წულუკიანმა და სალომე ზურაბიშვილმა – საკრებულოს წევრის მიერ შესაძლო ძალადობაზე წყალი რატო ჩაიგუბეს პირში? იმ ძალადობაზე რაც ვნახე იმის მეტს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ საკრებულოში მუშაობის 4 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ვიგინდარა, მედროვე, უპრინციპო და უპასუხუმგებლო […]
სარდაფში ჩამომხრჩვალი 17 წლის ლუკა ივანიშვილი დამ ნახა – პულსი ჯერ კიდევ ჰქონდა, მაგრამ ვერ გადაარჩინეს
ტრაგედია საჩხერის მუნიციპალიტეტში – ვინ იყო ლუკა ივანიშვილი და რა გახდა სოფელ ჭორვილაში 17 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მიზეზი. „ნიუპოსტმა“ მომხადრის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია. ოჯახთან დაახლოებული ადამიანები ჰყვებიან, რომ ბიჭი იმ დღეს ნასვამი იყო, თუმცა რა მოტივით უნდა ჩაედინა ლუკას თვითმკვლელობა, მათთვისაც გაუგებარია. რაც შეეხება გავრცელებულ ინტერნეტთამაშ ლურჯ ვეშაპთან მოზარდის კავშირს, ახლობლები ამ ფაქტს გამორიცხავენ. […]
შოთა ჭიჭიაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს – ის მატანში, მამიდის სახლში გადაასვენეს
უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლული შოთა ჭიჭიაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახლობლებმა ჭიჭიაშვილი მშობლიურ სოფელ მატანში ცოტა ხნის წინ, მამიდის სახლში გადაასვენეს. ოჯახის წევრებს მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირთ. შოთა ჭიჭიაშვილი 2 ოქტომბერს, უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლეს. შოთა ჭიჭიაშვილის სახელს უკავშირდება არაერთი ხმაურიანი საქმე, მათ შორის მისი გვარი ფიგურირებდა ბრიტანელი ბიზნესმენის პიტერ შოუს გატაცებაში. ასევე ჭიჭიაშვილის […]
შსს-მ ”ოცნების” დეპუტატ ილია ჯიშკარიანის საქმეზე გამოძიება 3 მუხლით დაიწყო
თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ მისი თანაშემწის სავარაუდო სექსუალურ და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ყველა შესაბამისი ექსპერტიზა დანიშნულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გამოიკითხნენ საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი და მისი თანაშემწე. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისმობს, ასევე 138-ე მუხლით, […]
ჭორვილაში არასრულწლოვანმა ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში, არასრულწლოვანმა ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო. ახლობლების წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი ინტერნეტთამაშის მსხვერპლი გახდა. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ნოდარ მელაძე – “პროკურატურის მიზანი არის ნიკა გვარამიას დაჭერა”
ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო. ამ პროცესების მთავარი მიზანი არის ნიკას დაჭერა და რაც შეიძლება მალე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გამოკითხვიდან გამოსულმა „მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ განუცხადა. როგორც მელაძე აღნიშნავს, გაუთქმელობაზე ხელი მასაც მოაწერინეს და საგამოძიებო უწყების წარმინადგენლებმა სულ რამდენიმე კითხვა დაუსვეს. „დავინტერესდი, თუ რატომ უნდა მომეწერა ხელი და მითხრეს, რომ […]
ლევან მურუსიძე – სია დაიდოს, ვინ არის კლანის წევრი
“კარგი იქნება თუ ჩამოვყალიბდებით: მაშინ ითქვას, ეს სია დაიდოს – ვინ არის „კლანის“ წევრი. შემდგომ შესაძლებელია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება. ხომ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს თემა?”, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მიმაჩნია, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს რომ არის, ასეთი არასდროს ყოფილა საქართველოს ისტორიაში. ასეთი პირდაპირი ლანძღვა და […]
ნოდარ მელაძე პროკურატურაში მივიდა
სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ნოდარ მელაძეს საგამოძიებო უწყებასთან კოლეგები და მეგობრები დახვდნენ. როგორც ნოდარ მელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არ ყოფილა ცხელი წერტილი, სადაც არ უმუშავია და ვერც პროკურატურაში დაბარებები შეაშინებს. „ყველა კრიტიკული ტელევიზიის მფლობელის წინააღმდეგ დაიწყეს ე.წ. სამართლებრივი პროცედურები, რასაც კანონთან და სამართლთან საერთო არაფერი აქვს. ამ ქვეყანაში […]









