კატეგორია: სამართალი

რუსთავში 26 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, შვილის ცხედარი მამამ, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში იპოვა. ოჯახის ახლობლებსა და გარდაცვლილის მეგობრებს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ. მათი თქმით, ბიჭის ცხოვებაში არსებული რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის რამდენიმე […]

ბექა შენგელიამ პროკურორებს ფეხსაცმელი ესროლა

ბექა შენგელიამ პროკურორებს ფეხსაცმელი ესროლა

ვარკეთილში, სპეცოპერაციისას დაკავებულ მეგობრებს – ბექა და გიორგი შენგელიებს, რომელთაც პოლიციელზე თავდასხმას, მისი ჯანმრთელობის ხელყოფასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ალექსანდრე მზირიშვილმა გამოაცხადა. 9 მაისის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას […]

კრედიტ სუისი ივანიშვილს 600 მილიონს არ უხდის

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში გაემგზავრა

ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ შვეიცარულ ბანკს 600 მლნ დოლარიანი სასამართლო დავა მოუგო და ზარალის  ანაზღაურებას მიაღწია, თუმცა, ირკვევა რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული მსოფლიო საბანკო გიგანტი ოლიგარქს ფულს აღარ უხდის. რა შეიძლება იყოს ამისი მიზეზი – ეს ყველაზე კარგად ივანიშვილის ოფისის მიერ გავრცელებულ პასუხში იკითხება. როგორც ჩანს, კრედიტ სვისში საერთოდ არ გამორიცხავენ, რომ ხვალ […]

დავით კალმახელიძე ლისის ტბაზე ცემეს

დავით კალმახელიძე ლისის ტბაზე ცემეს

დღისით, მზისით, ახალგაზრდა მამაკაცი სათვალთვალო კამერების წინ უმოწყალოდ ცემეს, მოძალადეებმა კი ტერიტორია დაბურულმინებიანი პიკაპით დატოვეს და მიიმალნენ. ეს საქმე არათუ არავის გამოუძიებია და უპოვია მოძალადეები, მეტიც –  ნაცემ მოქალაქეს დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიანიჭეს. ყველაფერი კი სახელმწიფო ტენდერით დაიწყო, სადაც დავით კალმახელიძე ქვეკონტრაქტორად შევიდა. ჯერ კერძო კომპანიამ მოატყუა, სახელმწიფომ კი მოგებული სასამართლო დავების მიუხედავად, მაინც […]

პროკურატურამ გიორგი და ბექა შენგელიებს ბრალი წაუყენა

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

საქართველოს პროკურატურამ, მცხეთაში მომხდარ, პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრზე, მცხეთის ტერიტორიაზე, დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობის დროს, ბ.შ. თავს დაესხა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი […]

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე 2 პირი – 1978 წელს დაბადებული დ.კ. და 1970 წელს დაბადებული კ.თ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, […]

რუსთავში მამაკაცმა ცოლსა და სიდედრს ცემა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

რუსთავში მამაკაცმა ცოლსა და სიდედრს სცემა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, XII მიკრორაიონში, 30 წლამდე მამაკაცსა და მის მეუღლეს, 25 წლამდე ქალს შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ქმარმა ცოლს მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა. ქალის დახმარებას შეეცადა მისი დედა, თუმცა მამაკაცი მასაც ფიზიკურად გაუსწორდა. არსებული ინფორმაციით მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, სამართალდამცავებმა ახალგაზრდა კაცი ბრალდებულის […]

ვარკეთილში სპეცოპერაციაზე 2 პირი დააკავეს

ვარკეთილში სპეცოპერაციაზე 2 პირი დააკავეს

ვარკეთილში სპეცოპერაციის ფარგლებში 2 პირი, ბექა და გიორგი შენგელიები, დააკავეს. როგორც ადგილზე მყოფი ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე აღნიშნავს, მისთვის უცნობია რას უკავშირდება სპეცოპერაცია. “საქმეში არ მახედებენ. პოლიციასთან მოწმედ იყო დაბარებული ჩემი მეუღლე. ის 20 დღეა არ მინახავს. არაფერი ვიცი, სპეცოპერაცია რას უკავშირდება“,- აღნიშნავს დაკავებულის მეუღლე. ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, კრიმანალური პოლიცია და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული. ადგილზე საპოლიციო […]

სპეცოპერაცია ვარკეთილში – ადგილზე მყოფი გიორგი შენგელია თავის აფეთქებით იმუქრება

სპეცოპერაცია ვარკეთილში - ადგილზე მყოფი გიორგი შენგელია თავის აფეთქებით იმუქრება

სპეცოპერაცია თბილისში – კრიმანალური პოლიციია და საპატრულო ეკიპაჟები ვარკეთილში შუამთის ქუჩაზე 10 ნომერში არიან მობილიზებული. ადგილზე მყოფილი პირი, გიორგი შენგელია თავის აფეთქებით იმუქრება. აუდიოჩანაწერი თავად გიორგი შენგელიამ გამოუგზავნა “ტვ პირველს”. კარი როგორც კი გაიხსნება, თავს ავიფეთქებ, ნუ დაღუპავ შენ თავს, ვიცი რომ ძებნილი ვარ და დასაჭერი ვარ”, – მიმართავს ჩანაწერში გიორგი შენგელია  სპეცრაზმს. 2 კვირიანი […]

თბილისის აეროპორტსა და ყაზბეგში არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს

თბილისის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი“ და „ყაზბეგი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს. მათივე ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქის ჰ.ჰ.-ს კუთვნილი ავტომანქანის და რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ა.მ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, 45.000 აშშ დოლარი და 3.500.000 რუსული რუბლი გამოავლინეს. „არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის […]