კატეგორია: სამართალი

ია კიწმარიშვილი რუსთავი 2-ზე ყადაღის დადებას ითხოვს

"ია კიწმარიშვილი რუსთავი 2-თვის ბრძოლას თუ დაიწყებს, გვერდში დავუდგები"

„მივმართავ სასამართლოს, უმოკლეს ვადაში განიხილოს და დააკმაყოფილოს ჩემი მოთხოვნა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სახეზე არსებული თაღლითობის მცდელობის ფაქტი,” – ამის შესახებ „რუსთავი 2“ – ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლის, ია კიწმარიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. იგი სასამართლოსგან „რუსთავი 2“ -ის ქონებაზე ყადაღის დადებას დაჩქარებული წესით ითხოვს. როგორც კიწმარიშვილი აცხადებს, კომპანია „პანორამას“ კუთვნილი წილების გასხვისება სხვა პირებზე […]

ზუგდიდში დედამთილის ფულის მოპარვისთვის რძალს 3 წელი პირობითი შეუფარდეს

ზუგდიდში დედამთილის ფულის მოპარვისთვის რძალს 3 წელი პირობითი შეუფარდეს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც დედამთილი ფულის მოპარვაში ადანაშაულებდა, პირობით მსჯავრად 3 წელი შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურატურისა და დავის მხარის საპროცესო შეთანხმება გაიზიარა. ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობს. ნ. ჭ-ს მიმართ გამოძიება სს კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. ახალგაზრდა ქალს ფულის მოპარვაში დედამთილი ადანაშაულებდა. ეთერ შენგელია – ”და­ვუ­ძა­ხე, ნი­ნო, არ მომ­კლა!” – რა მოხდა […]

85 წლის ომარ გამყრელიძისა და მისი შვილიშვილის საქმეები გაერთიანდა

85 წლის ომარ გამყრელიძისა და მისი შვილიშვილის საქმეები გაერთიანდა

სოფელ ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაზე, 85 წლის ომარ გამყრელიძისა და მისი შვილიშვილის საქმეები გაერთიანდა. ეს გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა გამოაცხადა. დღეს მიმდინარე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, დაცვის მხარე მოითხოვდა ორივე ბრალდებულის საქმის გაერთიანებას, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა. დაკავებულების ადვოკატი მიიჩნევს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანი და სწორია. „საქმის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება არის სწორი. ვფიქრობ, კარგი […]

რუსთავში მამაკაცმა ძმა და ცოლი დაჭრა – ვიდეო

რუსთავში მამაკაცმა ძმა და ცოლი დაჭრა - ვიდეო

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მამაკაცმა ძმა და ცოლი დაჭრა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რძალს (უმცროსი ძმის მეუღლეს). ცოლს მეუღლე გამოექომაგა და ძმებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 32 წლის მამაკაცმა დანა აიღო და უფროს ძმას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ძმების ჩხუბის დროს მათ გაშველებას უმცროსი ძმის მეუღლე შეეცადა, როდესაც შემთხვევით ისიც დაიჭრა. […]

“ნოდარ გამყრელიძემ დედა მოკლა, რაშიც მამა, ომარ გამყრელიძე, დაეხმარა” – რა მოხდა ყანდაურაში

"ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე პოლიცია ომარ გამყრელიძის მეორე შვილს, ყოფილ სპეცრაზმელ ნოდარ გამყრელიძეს ეძებს"

თელავის რაიონულ სასამართლოში ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე არსებით განხილვა იწყება. ამჯერად, სასამართლო 85 წლის ომარ გამყრელიძის საქმეს განზრახ მკვლელობაში შესაძლო დახმარებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით განიხილავს. „პრაიმტაიმმა“ მოიპოვა ბრალის დადგენილება, რითიც ირკვევა, რომ პროკურატურა უშუალოდ მკვლელობას არა ომარ გამყრელიძეს, არამედ მის ვაჟს, ნოდარ გამყრელიძეს ედავება, ისიც მხოლოდ ერთ ადამიანთან მიმართებაში. „ნოდარ გამყრელიძეს, გამოძიებით დაუდგენელი მოტივით, კონფლიქტი ჰქონდა თავის […]

ეთერ შენგელია – ”და­ვუ­ძა­ხე, ნი­ნო, არ მომ­კლა!” – რა მოხდა ზუგდიდში

ეთერ შენგელია - ”და­ვუ­ძა­ხე, ნი­ნო, არ მომ­კლა!” - რა მოხდა ზუგდიდში

ზუგ­დიდ­ში თან­ხის მო­პარ­ვის ფაქ­ტზე ახალ­გაზ­რდა ქალი და­ა­კა­ვეს. რა­დიო „ათი­ნა­თის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, 5 000 ლა­რამ­დე თან­ხა დე­დამ­თილს რძალ­მა მო­პა­რა, მა­შინ რო­დე­საც სახ­ლში ოჯა­ხის სამი წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. ქურ­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია პო­ლი­ცი­ას, ახალ­გაზ­რდა ქა­ლის დე­დამ­თილ­მა მი­ა­წო­და. რო­გორც ზუგ­დი­დის მკვიდ­რი ეთერ შენ­გე­ლია “რუს­თა­ვი 2”-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ყვე­ბა, თან­ხა, რო­მე­ლიც სხვის­თვის ჰქონ­და მი­სა­ცე­მი, ჩან­თა­ში ედო და რო­დე­საც ვე­ღარ იპო­ვე, რძალ­ზე მი­ი­ტა­ნა […]

როგორ დაიღუპა გიორგი პავლიაშვილი ბარსელონაში – ათობით ბოშა ურტყამდა 2 ქართველს

როგორ დაიღუპა გიორგი პავლიაშვილი ბარსელონაში - ათობით ბოშა ურტყამდა 2 ქართველს

ესპანეთში ბარსელონაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 30 წლის ქართველი მამაკაცი დაიღუპა. ირკვევა, რომ ამ სისხლიანი ტრაგედიის მსხვერპლი 30 წლის გიორგი პავლიაშვილია, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ესპანეთში, მშობლებთან ერთად, ცხოვრობდა. ახლობლების თქმით, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში გიორგი პავლიაშვილი საქართველოში არ ყოფილა და საბუთებს აგროვებდა სამშობლოში თავისუფალი მიმოსვლისთვის. რა მოხდა ბარსელონაში და რამ იმსხვერპლა ახალგაზრდა კაცი? –  […]

”ჭინტორა” და მისი მეგობარი ა.მ.-ს 11.000 ლარს სთხოვდნენ

”ჭინტორა” და მისი მეგობარი ა.მ.-ს 11.000 ლარს სთხოვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებოღონისძიებების შედეგად, ძალადობის, გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძარცვის ბრალდებით, 3 პირი: 1984 წელს დაბადებული ლ.ნ., 1970 წელს დაბადებული რ.ა. და 1970 წელს დაბადებული ვ.ს. დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების […]

ზუგდიდში რძალმა დედამთილს 5.000 ლარი მოპარა

„ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ - განულების ცნობა ყველამ აიღეთ"

ქურდობა ზუგდიდში – რძალმა დედამთილს 5 ათასი ლარი მოჰპარა. 26 წლის ქალი დედამთილის საჩივრის საფუძველზე დააკავეს. სამართალდამცავების მიერ ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ თითის ანაბეჭდები, რომელიც დედამთილის საფულეზე იყო, რძალს ეკუთვნოდა. ასევე, პოლიციის თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად დაკარგული თანხა ამოიღეს. 26 წლის ქალმა ბრალი აღიარა. ის ამ დროისათვის ზუგდიდი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ბრალდებულის სასამართლოს პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. ფაქტზე […]

17 წლის ერეკლე ჩ. ძაღლების ჩხუბის გამო დაჭრეს – დაკავებულია 37 წლის დიმიტრი რ.

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ღუდუშაურის კლინიკის ექიმის განცხადებით, 17 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელიც ჩიქობავას ქუჩაზე დაჭრეს, კრიტიკულად მძიმეა. “პაციენტი გადმოიყვანეს ალადაშვილის კლინიკიდან. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, კომატოზურ მდგომარეობაში, მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა”, – განუცხადეს ambebi.ge-ს ღუდუშაურის კლინიკაში. თავის მხრივ, შსს-ში აცხადებენ, რომ 17 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული 37 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია. „სამართალდამცველებმა დ.რ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე […]