ნინო ჭითანავას, რომელმაც დედამთილს ფული მოპარა, მამა გარდაეცვალა

ნინო ჭითანავას, რომელმაც დედამთილს ფული მოპარა, მამა გარდაეცვალადედამთილისთვის ფულის მოპარვის გამო დაკავებულ რძალს, 26 წლის ნინო ჭითანავას, რომელსაც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 3-წლიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, მამა გარდაეცვალა.

მის საქმეზე სხდომა გუშინ გაიმართა.

როგორც ოჯახის ახლობელი „პრაიმტაიმს“ უყვება, ნინოს მამის გარდაცვალების შესახებ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს შეიტყვეს.

„მამა მანამდეც ავადმყოფობდა და ეს კარგად იცოდნენ მისმა ოჯახის წევრებმა, ვისთანაც იგი 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. არაფერი ვიცით, რაში დასჭირდა გოგოს ამდენი ფული, ჩვენ ვერაფერს ვამტკიცებთ, ეს მხოლოდ ოჯახის წევრებმა იციან. ქმარი კარგა ხანია წასულია საზღვარგარეთ და ნინო ბავშვებთან მარტო იყო და ქმრის ბებია და დედამთილი ეხმარებოდნენ შვილების გაზრდაში“,- განუცხადა მან „პრაიმტაიმს“.

მისივე თქმით, ეთერ კაკულია (ქმრის ბებია) ნანობს, რომ ეთერში გამოჩნდა და სოციალურ ქსელში მისი აქცენტის გამო საქილიკო გახდა.

„არავის ნახვა არ უნდა, არც სამსახურში გამოჩენილა, სადაც მუშაობს“,- დასძინა მან.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. რძალმა დედამთილს 7000 ლარამდე თანხა მოჰპარა. ქურდობის დროს სახლში სამი წევრი იმყოფებოდა. რძალმა ოჯახის კუთვნილი ავტომანქანის გატაცებაც სცადა, რის შემდეგაც დედამთილმა დახმარებისთვის მეზობლებს და პოლიციას მიმართა. რძალი სამართალდამცავებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. ამოღებული თანხა დაზარალებულს სრულად დაუბრუნდა.

პრაიმ ტაიმი