იურისტი თედ ჯონასი ლევან ვასაძის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურას საჩივრით მიმართავს. თედ ჯონასი თვლის, რომ „ლევან ვასაძის სიტყვები და ქმედებები არღვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მინიმუმ 14 სხვადასხვა მუხლს და მოიცავს დანაშაულის ფართო სპექტრს: უკანონო დისკრიმინაცია, ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარა, ადამიანთა დევნა და მათ მიერ აზრის თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების კანონიერი უფლებით სარგებლობისათვის ხელის შეშლა […]
კატეგორია: სამართალი
საქართველოს ბანკზე თავდასხმისთვის 25 წლის ლადო გარუჩავაა დაკავებული
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის ლევან მაისურაძის განცხადებით სამართალდამცველებმა „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს. შემთხვევა 8 აგვისტოს თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე ექსპრეს-ფილიალში მოხდა, სადაც შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, 10 ათასამდე ლარი გაიტაცა და მიიმალა. შსს-ში ბრალდებულის ვინაობა არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ის 25 წლის ლადო გარუჩავა გახლავთ. პოლიციამ დოლიძის ქუჩაზე […]
ჩიტაიას ქუჩაზე საქართველოს ბანკიდან 10.000 ლარის გატაცებისთვის ვ.გ. დააკავეს
პოლიციამ თბილისში „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსმა ლევან მაისურაძემ განაცხადა, დაკავებულია 1 პირი – 1994 წელს დაბადებული ვ.გ. მისივე ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალს […]
გოგი გვახარია გაზეთ ალიას უჩივის და 9.000 ლარს სთხოვს
კინომცოდნე გოგი გვახარია გაზეთ „ალიას“ სასამართლოში უჩივის. ის მედიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და კომპენსაციის სახით 9 ათასი ლარს ითხოვს. საქმე ეხება სტატიას, რომელიც გოგი გვახარია ბაბუას ეხებოდა. სტატია სათაურით „ რა უამბეს ილიას გოგი გვახარიას ბაბუაზე?“ დაიბეჭდა. ტექსტს თან გვახარიას ფოტოც ერთვოდა. კინომცოდნეს ადვოკატის ინფორმაციით, ბაბუასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რითაც ზიანი მიადგა […]
ია კიწმარიშვილი რუსთავი 2-ზე ყადაღის დადებას ითხოვს
„მივმართავ სასამართლოს, უმოკლეს ვადაში განიხილოს და დააკმაყოფილოს ჩემი მოთხოვნა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სახეზე არსებული თაღლითობის მცდელობის ფაქტი,” – ამის შესახებ „რუსთავი 2“ – ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლის, ია კიწმარიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. იგი სასამართლოსგან „რუსთავი 2“ -ის ქონებაზე ყადაღის დადებას დაჩქარებული წესით ითხოვს. როგორც კიწმარიშვილი აცხადებს, კომპანია „პანორამას“ კუთვნილი წილების გასხვისება სხვა პირებზე […]
ზუგდიდში დედამთილის ფულის მოპარვისთვის რძალს 3 წელი პირობითი შეუფარდეს
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც დედამთილი ფულის მოპარვაში ადანაშაულებდა, პირობით მსჯავრად 3 წელი შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურატურისა და დავის მხარის საპროცესო შეთანხმება გაიზიარა. ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობს. ნ. ჭ-ს მიმართ გამოძიება სს კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. ახალგაზრდა ქალს ფულის მოპარვაში დედამთილი ადანაშაულებდა. ეთერ შენგელია – ”დავუძახე, ნინო, არ მომკლა!” – რა მოხდა […]
85 წლის ომარ გამყრელიძისა და მისი შვილიშვილის საქმეები გაერთიანდა
სოფელ ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაზე, 85 წლის ომარ გამყრელიძისა და მისი შვილიშვილის საქმეები გაერთიანდა. ეს გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა გამოაცხადა. დღეს მიმდინარე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, დაცვის მხარე მოითხოვდა ორივე ბრალდებულის საქმის გაერთიანებას, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა. დაკავებულების ადვოკატი მიიჩნევს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანი და სწორია. „საქმის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება არის სწორი. ვფიქრობ, კარგი […]
რუსთავში მამაკაცმა ძმა და ცოლი დაჭრა – ვიდეო
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მამაკაცმა ძმა და ცოლი დაჭრა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რძალს (უმცროსი ძმის მეუღლეს). ცოლს მეუღლე გამოექომაგა და ძმებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 32 წლის მამაკაცმა დანა აიღო და უფროს ძმას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ძმების ჩხუბის დროს მათ გაშველებას უმცროსი ძმის მეუღლე შეეცადა, როდესაც შემთხვევით ისიც დაიჭრა. […]
“ნოდარ გამყრელიძემ დედა მოკლა, რაშიც მამა, ომარ გამყრელიძე, დაეხმარა” – რა მოხდა ყანდაურაში
თელავის რაიონულ სასამართლოში ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე არსებით განხილვა იწყება. ამჯერად, სასამართლო 85 წლის ომარ გამყრელიძის საქმეს განზრახ მკვლელობაში შესაძლო დახმარებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით განიხილავს. „პრაიმტაიმმა“ მოიპოვა ბრალის დადგენილება, რითიც ირკვევა, რომ პროკურატურა უშუალოდ მკვლელობას არა ომარ გამყრელიძეს, არამედ მის ვაჟს, ნოდარ გამყრელიძეს ედავება, ისიც მხოლოდ ერთ ადამიანთან მიმართებაში. „ნოდარ გამყრელიძეს, გამოძიებით დაუდგენელი მოტივით, კონფლიქტი ჰქონდა თავის […]
ეთერ შენგელია – ”დავუძახე, ნინო, არ მომკლა!” – რა მოხდა ზუგდიდში
ზუგდიდში თანხის მოპარვის ფაქტზე ახალგაზრდა ქალი დააკავეს. რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, 5 000 ლარამდე თანხა დედამთილს რძალმა მოპარა, მაშინ როდესაც სახლში ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა. ქურდობაში ბრალდებულის შესახებ ინფორმაცია პოლიციას, ახალგაზრდა ქალის დედამთილმა მიაწოდა. როგორც ზუგდიდის მკვიდრი ეთერ შენგელია “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში ყვება, თანხა, რომელიც სხვისთვის ჰქონდა მისაცემი, ჩანთაში ედო და როდესაც ვეღარ იპოვე, რძალზე მიიტანა […]










