რუსთავში, ტაშკენტის ქუჩაზე, მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი მაღალსართულიანი კორპუსის მე-4 სართულიდან გადახტომას აპირებდა. ადგილზე რუსთავის სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. მაშველებმა და სამართალდამცველებმა 43 წლის მამაკაცთან მოლაპარაკებები აწარმოეს და დაარწმუნეს, რომ არ გადმომხტარიყო. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშიგადაიყვანა, სადაც მას […]
კატეგორია: სამართალი
ზვიად კუპრავას საქმე – განაჩენის გამოცხადება გადაიდო
ზვიად კუპრავას საქმე – განაჩენის გამოცხადება გადაიდო. საქმე ეხება სასადილოში მომხდარი ინციდენტის ეპიზოდს. „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს მოსამართლის შეურაცხყოფა ედება ბრალად. კუპრავა წინასწარ პატიმრობაში უკვე 6 თვეა იმყოფება. დღეს ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა თქვა. მოსამართლე სათათბიროდ გავიდა, თუმცა გადაწყვეტილებას დღეს არ გამოაცხადებს. „ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ თანამებრძოლს მოუწევს ამ ერთი წლის მანძილზე ალბათ იტანჯოს, მიიღოს საკუთარ თავზე ის უსამართლობა […]
კაბუ – ”საფრანგეთის ციხეში პაატა ახალაძე ტუბერკულოზით მოკლეს”
ქუჩაში კოჭლ ძაღლს რომ პოულობენ, მიჰყავთ და წამალს უკეთებენ, საფრანგეთის ციხეში კი ბიჭი ტუბერკულიოზით მოკლეს. ამის შესახებ საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა მსახიობმა, კახა აბუაშვილმა( კაბუ) „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“, საფრანგეთის ციხეებში საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საფრანგეთის ციხეში ბევრი მოქალაქეა ისეთი, ვინც ცუდ ყოფაშია და დახმარება სჭირდება. „მივმართავ მათ, ვისაც ეკუთვნის, რომ საქართველოს მოქალაქეებს […]
ბათუმში 3 ბიჭი დაჭრეს
გუშინ გვიან ღამით, ბათუმში ზღვის სანაპიროზე 3 ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო პერსონალის განცხადებით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. პირველი
ახტალაში 22 წლის გიორგი მაისურაძე ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს – „გვითხრა, მეგობართან სტუმრად მივდივარო”
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც დღეს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, 22 წლის გიორგი მაისურაძეა. ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ცხოვრობდა. თანასოფლელები მას კეთილშობილ და მშრომელ ახალგაზრდად ახასიათებენ. ახლობლების ინფორმაციით, ის თბილისში, სხვა თანასოფლელ ახალგაზრდებთან ერთად საზამთროს ყიდდა. ოჯახის წევრები ყვებიან, რომ დღეს დილით, მან სახლი ყოველგვარი აღელვების გარეშე დატოვა. „გვითხრა, მეგობართან სტუმრად მივდივარო, ნერვიულობის არაფერი ეტყობოდა“, – თქვა […]
ლევან მურუსიძე – “აბსურდია, რომ ივანიშვილს სამხარაულის დასკვნის საკითხზე შევხვდი”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ლევან მურუსიძე პასუხობს. – ბატონო ლევან, დიდი ხმაური მოჰყვა რუსთავი 2-ის სიუჟეტს. საუბარია, რომ სწორედ თქვენ გააცანით ბიძინა ივანიშვილს სამხარაულის დასკვნა, რომელმაც ივანიშვილი მდგომარეობიდან გამოიყვანა, ოქრუაშვილის დაპატიმრების ბრძანება გასცა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დახურვით დაემუქრაო. ადასტურებთ ამ ყველაფერს? – საიდან მოგაქვთ ამდენი ცრუ ინფორმაცია, ამდენი სიბინძურე. ან ოქრუაშვილის […]
ოქრუაშვილის ადვოკატმა გირაოს თანხა 50.000 ლარამდე გაზარდა
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 50.000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა, აღნიშნულის შესახებ მან სააპელაციო საჩივარში მიუთითა. ჭაბაშვილი პირველი ინსტანციის სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ აღკვეთის ღონსიძიების სახით 10.000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე […]
ახალქალაქში ო.ი.-მ თავი მოიკლა – მან ვენები გადაიჭრა
ახალქალაქში, 50 წლამდე მამაკაცმა, ო.ი.-მ თავი მოიკლა. მან ხელისა და ყელის მიდამოებში ვენები გადაიჭრა. შემთხვევა 29 ივლისს მოხდა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 29 ივლისს ის საავადმყოფოში მივიდა. ექიმებმა მას დამატებითი გამოკვლევების ჩატარებას ურჩიეს თბილისში, მაგრამ მამაკაცმა თავი მოიკლა.. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით […]
ი.მ.-მ წერეთელზე სუპერმარკეტი გაძარცვა
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.მ. თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში, მოლარეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და იგი აიძულა სალარო გაეხსნა, რათა მისთვის ფული და სიგარეტი მიეცა. საპატრულო […]
იაგო ნებიერიძე სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს
გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა იაგო ნებიერიძემ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. როგორც „პრაიმტაიმს“ ნებიერიძის ადვოკატმა, მარიამ პაპოშვილმა განუცხადა, მსჯავდებულის მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქებაა. „გასაჩივრებულია იმ დროში, რა ვადაც გვქონდა. გამამართლებელ განაჩენს არა, მაგრამ ობიექტურ გადაწყვეტილებას ითხოვს. ფიქრობს, რომ გამოძიება სხვა მუხლით უნდა წასულიყო,“ – განგვიცხადა ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა. 27 მაისს, გორის რაიონულმა სასამართლომ იაგო ნებიერიძე ორივე […]









