კატეგორია: სამართალი

ვეჯინში 45 წლის მამაკაცმა საკუთარი სახლი გადაწვა

ვეჯინში 45 წლის მამაკაცმა საკუთარი სახლი გადაწვა

ხანძარი კახეთში – გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ვეჯინში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ თელავის და გურჯაანის სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟები, თუმცა სახლისა და მასში არსებული ინვენტარის გადარჩენა ვერ მოხერხდა. წინასწარი ვერსიით, ცეცხლი სახლს თავად მეპატრონემ, 45 წლის მამაკაცმა წაუკიდა. ის გვიან ღამით პოლიციამ გურჯაანის რაიონულ პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანა.

ქეთი კამკამიძე – “მან გააკავა ჩემი მეუღლე და სხვები ურტყამდნენ, ეს ერაყელი მოაშორე აქედანო” – რა მოხდა სამტრედიაში

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

მოქალაქე ქეთი კამკამიძის ინფორმაციით, სამტრედიაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები მის მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც კამკამიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, შემთხვევა ქვეითთა გადასასვლელზე მოხდა. “დილით გადავდიოდით ზებრა გადასასვლელზე. მაღალი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა ტალახი შემოგვაყარა. გამოვთქვი აღფოთება, ავტომობილი მობრუნდა, გადმოვიდნენ მთვრალი კაცები, დამიწყეს ლანძღვა და გადმოვიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. მივარდნენ და ცემა დაუწყეს ჩემს მეუღლეს, მეუბნებოდნენ, ეს ერაყელი მოაშორე აქედანო. საჭესთან […]

ბექა კვიციანი – ”ინტერმედიაში დოკუმენტაცია ამოვიღეთ”

ბექა კვიციანი - ”ინტერმედიაში დოკუმენტაცია ამოვიღეთ”

დღეს პროკურატურა რუსთავი 2-ის კონტრაქტორ ფირმა ინტერმედიაში შევიდა. ამოღებულია საწარმოების საბუღალტრო, საფინანსო, იურიდიული დოკუმენტაცია და გამოკვლეულ იქნა მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული ინფორმაცია, – ამის შესახებ პროკურატურის გამომძიებელმა ბექა კვიციანმა განაცხადა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ დატოვა “ინტერმედიას” შენობა. გამომძიებლის თქმით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხვებიც. „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების […]

ნიკა გვარამიას ხვალ სასამართლოში გამოკითხავენ

ნიკა გვარამია - "სომხეთმა აირჩია ჩვენზე ასგზის პროგრესული, სიმპატიური და პერსპექტიული ლიდერი"

ნიკა გვარამია სასამართლოში ხვალ 11 საათზე მივა. ნიკა გვარამია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი იქნება.

ადვოკატი ყავლაშვილი – ”ნიკა გვარამიამ რუსთავი 2-ს 30-40 მილიონი შემოსავალი დაუკარგა”

"რუსთავი 2-ის გაკოტრება მიზანმიმართულად ხდება" - რას ამბობს ნინო ნიჟარაძის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი

ნიკა გვარამიამ მიზანმიმართულად მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლითაც „რუსთავი 2“-მა 30-დან 40 მილიონ ლარამდე შემოსავალი დაკარგა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა განუცხადა. ადვოკატმა „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირქტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ განცხადება გენერალურ პროკურატურაში 16 ივლისს შეიტანა. როგორც ყავლაშვილი აღნიშნავს, გამოძიება უნდა დაინტერესდეს გვარამიას მიერ […]

ნიკა გვარამია პროკურატურაში დაიბარეს

ნიკა გვარამია - "გაცემულია უგულავას, მელიას და ოქრუაშვილის დაკავების ბრძანება"

საქართველოს პროკურატურა ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე იბარებს. უწყების ინფორმაციით, მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების […]

თბილისში ნასვამმა კაცმა მეუღლეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა

ქარელში 2 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

პოლიციამ მეუღლის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ე.ს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ე.ს.-მ მიმდინარე წლის […]

“ფრეგოს” დამფუძნებელი გიორგი თოფჩიშვილი დააკავეს – „ციხეში ამოლპობით ემუქრებიან“

"ფრეგოს" დამფუძნებელი გიორგი თოფჩიშვილი დააკავეს - „ციხეში ამოლპობით ემუქრებიან“

დაკავებების ახალი სერია – ამჯერად ხელისუფლების სამიზნე ბიზნესია. „კურიერის“ ინფორმაცით, დაკავებულია ბენზინგასამართი სადგურების ქსელის „ფრეგოს“ მფლობელი. „ფრეგო“ ბაზარზე საწვავს ყველაზე იაფად ყიდდა, რითაც ოპოზიციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ინტერესები გადაკვეთა. ოპოზიცია ირწმუნება, რომ გიორგი თოფჩიშვილი უჩა მამაცაშვილის ბრძანებით დააკავეს. ბიზნესმენი გიორგი თოფჩიშვილი უკვე გლდანის ციხეშია გადაყვანილი. მისი გარემოცვა კურიერს კონფიდენციალურობის დაცვას სთხოვს და რამდენიმე დეტალს […]

ყალბი ფულის გასაღებისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა და შიდა ქართლის რეგიონში გაასაღა 6 ცალი ყალბი 500 ევროიანი კუპიურა, საერთო ჯამში […]

ზვიად კუპრავას ელენე გოგუაძემ 9 თვე მიუსაჯა

ზვიად კუპრავას ელენე გოგუაძემ 9 თვე მიუსაჯა

სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებული „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას თავისუფლების აღკვეთა 9 თვით შეეფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ გადაწყვეტილება განმარტა და აღნიშნა, რომ მოსამართლის მიმართ ნათქვამი სიტყვები მიჩნეულ იქნა შეურაცხყოფად. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, […]