სამართალდამცავებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 2 პირი დააკავეს, 1 პირს ბრალი დაუსწრებლად, ხოლო 1 პირს – პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში კრიმინალური ავტორიტეტები ჩაერთნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის “ქურდული წესით” გარჩევის ფაქტი გამოავლინეს. ცენტრალური კრიმინალური […]
კატეგორია: სამართალი
“მძინარე მამას მამის პისტოლეტიდან ესროლა, მძინარე დედას – სხვა პისტოლეტიდან” – ვაზისუბანში დ.ბ-ს ბრალდება წარუდგინეს
პირს, რომელმაც ვაზისუბანში მშობლები მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა, ბრალდება წარუდგინეს. პროკურატურის ცნობით, მას ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მშობლების მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ბ.-მ წლების […]
ბათუმში ჯელალ ქიქავა დააკავეს
საქართველოს პროკურატურა ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ჯელალ ქიქავას დაკავების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, ქიქავა პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლით დააკავა. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეიმედში შეჭრის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების ჩამორთმევის საქმის არსებითი განხილვისას, სხდომაზე დამსწრე პირმა […]
ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას
პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, ავტომობილის არასწორად პარკირებისთვის ჯარიმების რაოდენობა იზრდება. კერძოდ, პროექტის თანახმად: ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას; მუნიციპალიტეტს მიენიჭება უფლება განსაზღვროს საავტობუსო ზოლზე ტაქსის გადასვლის ადგილები და პირობები; უქმდება მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების წესი, სამართალდამრღვევს ოქმი გაეგზავნება სტანდარტული წესით და ამავდროულად მიუვა სმს შეტყობინება. ამასთან, ავტომობილის – […]
შემზარავი დანაშაული ვაზისუბანში – შვილმა მშობლები მოკლა და მერე ცეცხლი წაუკიდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაზისუბანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გუშინ გაჩენილ ხანძარს წინ მკვლელობა უძღოდა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, 30 წლის პირმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. შსს-ს ცნობით, ცოლ-ქმრის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს […]
ისანში 4 ადამიანი დაჭრეს, 1 გარდაიცვალა
ისანში, “დირსის” დასახლებაში 4 ადამიანი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.დაჭრილები ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. თვითმხილველების განცხადებით, ინციდენტს წინ დაპირისპირება უძღოდა. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ. „4 ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი გარდაიცვალაო. დაზუსტებით არ ვიცი, დაჭრილია მამა-შვილი და ბიძაო. შემთხვევა დაახლოებით საათნახევრის წინ მოხდა, დანა გამოიყენეს“, – აცხადებენ თვითმხილველები. იპნ
რუსთავში მამაკაცი დააკავეს
რუსთავში მამაკაცი დააკავეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, XXI მიკრორაიონში, 40 წლამდე მამაკაცის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი, მჭიდითა და ვაზნებით ამოიღო. სამართალდამცავებმა მამკაცი ადგილზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. ინფორუსთავი
ბესიკ ბუჯიაშვილი – “დიტო ბუჯიაშვილი მემუქრება”
მოქალაქე ბესიკ ბუჯიაშვილი ამტკიცებს, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნები მას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დევნიან. ბრალდებების ადრესატი დიტო ბუჯიაშვილია, რომელსაც სავარაუდო დაზარალებული სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ, მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს. “ბატონი დიტო ბუჯიაშვილი, რომელიც იყო კახეთის სუს-ის უფროსი, ბატონი გიორგი ზედელაშვილის დის ქმარი, მესიჯებს მწერს და მემუქრება. არ ვიცი რა დავუშავე ამ ადამიანს. მე ვუკავშირებ იმას, რომ […]
მანქანა ხაშურთან მიატოვეს – ალექსი ნიადაგიშვილის მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს
დაკავებულია მამაკაცი, რომელიც აღდგომის ღამე სოფელ დირბში 22 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმის ფიგურანტია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ 29 წლის მამაკაცი, დაკავებულია. მას საგამოძიებო უწყება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება. პოლიცია მკვლელობის საქმის ფიგურანტ კიდევ 3 პირს ეძებს. სოფელ დირბის მკვიდრთა ინფორმაციით, სწორედ 4-მა კაცმა დატოვა სუფრა აღდგომის ღამეს ავტომობილით, როცა მკვლელობა მოხდა. ტვ […]
50 წლის მასწავლებელი 13 წლის მოწაფისადმი სექსუალური ბრალდებისთვის დააკავეს
სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია მასწავლებელი. სავარაუდო დანაშაული რამდენიმე კვირის წინ შიდა ქართლში მოხდა.50 წლის მამაკაცს, ინფორმატიკის მასწავლებელს 13 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავებიან. დაზარალებული პოლიციას უყვება, რომ სექსუალური ძალადობა სხვა მოსწავლეების თანდასწრებით გაკვეთილზე დაიწყო. ბავშვთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ. ფაქტს უარყოფენ სკოლაში და ამბობენ, რომ მოსწავლემ მასწავლებელს ძალადობა დააბრალა. – მივიდა, უნდა აეხსნა და მხარზე დაადო ხელიო და ეტყობა […]








