“ძალიან ბევრ სურპრიზს ვპირდები, არამარტო გახარიას” – აცხადებს “შაბათის კურიერთან” შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც 2012 წელს, არჩევნების წინა დღეს გარდაცვლილი ჩვილის ბარნარე რაფალიანცის ოჯახის ადვოკატი იყო. “მე ეს ამბავი ახლა არ გამხსენებია”- ამბობს ვარლამ ხათრიძე. ვარლამ ხათრიძე ბესელიას პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა.
კატეგორია: სამართალი
სუსმა მინადორა დ. დააკავა, რომელმაც თურქ ბიზნესმენს 6.000 ლარი გამოართვა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე მინადორა დ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ საქართველოში დარღვევით შემოიტანა სხვადასხვა სახის საქონელი, რის გამოც საქართველოს საბაჟო საზღვარზე დაიწყო კანონით გათვალისწინებული პროცედურები – ტვირთის […]
მთავრობის ადმინისტრაციასთან 28 პირი დააკავეს – 7 პატიმრობაში რჩება
მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებული 28 პირიდან 7 ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება, 21 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “გუშინ, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს აქციის 28 მონაწილე, რომლებიც ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და კვერცხების სროლით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი […]
“მე არ ვამტკიცებ, რომ ჩემი შვილი „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია” – რას ყვება ინგა ბურდული
„დაკითხვაზე რომ ვიყავი დავრწმუნდი და გამოვრიცხავ, რომ ეს იყო „ლურჯი ვეშაპი“. ბავშვი არის ეკლესიური, ეზიარება და გამორიცხულია, რომ რაღაც დაელია და თავი მოეკლა“, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ 14 წლის მოზარდის დედამ, ინგა ბურდულმა განუცხადა. დედის თქმით, შვილმა პარასკევს ფსიქოლოგის დახმარება ითხოვა – დედიკო, დეპრესიაში ვარ და ფსიქოლოგის დახმარება მჭირდებაო. ბურდულის თქმით, გოგონას დაჰპიდა, რომ წაიყვანდა. „ბოლო დროს […]
”აუღია ნაჯახი და ერთისთვის თავი გადაუხლეჩია, მეორესთვის ზურგში ჩაურტყამს“ – რა მოხდა ახალციხეში
დღეს, 14 ივნისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდაში, მომხდარი ჩხუბის შედეგად ორი კაცი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც ადგილობრივებმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადეს, ჩხუბი სოფელ ანდაში მოხდა. მეზობლები დაპირისპირების ზუსტ მიზეზებზე ვერ საუბრობენ, ორივე დაშავებული შუახნის კაცია. „ეს ბიჭი, რომელმაც ნაჯახი ჩაარტყა, დაშავებულებთან მისულა კარტოფილის სათხოვნელად. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ აუღია ნაჯახი და ერთისთვის თავი […]
„ან ტრომბია ან გული, გადაბრუნებული იყო და ხროტინებდაო” – რა გახდა ხაშურელი კაპრალის, მამუკა ხარაზიშვილის, გარდაცვალების მიზეზი
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დაღუპული კაპრალის ცხედარი რუსთავში ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ცხედარს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა. ცოტა ხანში დაღუპული კაპრალის ცხედარს ხაშურში გადაასვენებენ. ტრაგიკული შემთხვევა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დღეს დილით მოხდა. 30 წლის კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. ჯარისკაცმა, რომელიც პოლიგონზე გეგმიურ წვრთნას გადიოდა, დღეს გამთენიისას შეუძლოდ გახდა, ის ლაზარეთში გადაიყვანეს, […]
“გვხვდება და ვითომ ვერ გვხედავსო… ” – ”ლურჯ ვეშაპთან” დაკავშირებული, კომაში მყოფი 14 წლის გოგონას საქმეზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 14 წლის გოგონას საქმეზე, რომელიც მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, გამოძიება სისხლის სამართლისკოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. გოგონას ოჯახის წევრთა ინფორმაციით კი გოგონა, სავარაუდოდ, სახიფათო თამაშის „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია. მშობლების ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. […]
ვაზიანის პოლიგონზე სწავლებისას კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა
სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი ვაზიანის პოლიგონზე გეგმურ სწავლებებს გადიოდა. იგი შეუძლოდ გახდა და ლაზარეთში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. „ინტერპრესნიუსი“ თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო […]
რუსთავში 32 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს
რუსთავში, XX მიკრორაიონში 32 წლის ქალი გარდაცვლილი ნახეს. ქალი ბინაში 2 მცირეწლოვანთან ერთად ცხოვრობდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ბავშვები საცხოვრებელი კორპუსის ეზოში თამაშობდნენ, სახლში ასვლისას კი კარები არავინ გაუღო. ამის შემდეგ მეზობლებმა გადაწყვიტეს, ბავშვების მამას დაკავშირებოდნენ, თუმცა ბინაში შესვლა ვერც მან მოახერხა, რის გამოც ადგილზე სამაშველო ეკიპაჟი გამოიძახეს. მაშველებმა ბინაში ფანჯრიდან შეაღწიეს, ოთახების დათვალიერებისას კი სამზარეულოში […]
აკაკი პაპიძის მკვლელობისთვის 21, 19 და 17 წლის ახალგაზრდები არიან დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაბა წაღვერთან მომხდარი მკვლელობისა და ძარცვის ფაქტებზე 3 პირი: 1998 წელს დაბადებული ნ. მ., 2000 წელს დაბადებული შ. ა. და 2002 წელს დაბადებული კ.შ. დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ივნისს, გამთენიისას, დაბა წაღვერის მიმდებარედ, 1960 წელს დაბადებულ ა.პ.-ს, ურთიერთშელაპარაკების […]










