ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები – დანაშაულის იარაღზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის დნმ არ აღმოჩნდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, იარაღზე, რომლითაც ოთხი ადამიანი ადგილზე მოკლეს, მეხუთე კი მიყენებული ჭრილობებით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, სხვა პირის დნმ ფიქსირდება.
სოფელ ყანდაურაში მკვლელობის ბრალდებით, 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს. მას ბრალი შვილის, რძლისა და ორი მეზობლის მკვლელობაში წარუდგინეს. შემთხვევის დროს თავის არეში ასევე მძიმედ დაიჭრა ომარ გამყრელიძის მეუღლე, რომელიც ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ამ დრომდე იძებნება მისი შვილიც, რომელიც შესაძლოა საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილია. ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა.