კატეგორია: სამართალი

ჩხუბი მეტრო დელისთან – 4 პირი დააკავეს

თბილისის ცენტრში გვიან ღამით სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი დააკავეს. შემთხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგურ დელისთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას არ ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით დააკავეს. მობილური ტელეფონით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ […]

ვანო მერაბიშვილს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, უწყების ადგილობრივმა საბჭომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილა. მსჯავრდებულს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა. საბჭომ საკითხხი 11 აპრილს განიხილა და გადაწყვეტილების შესახებ მსჯავდებულს უკვე აცნობა. მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მერაბიშვილის მიმარტ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. „ახალი გარემოება […]

ადვოკატი გიგუაშვილი _ ”ლევან ჯიბღაშვილს ნარკოტიკები საკუთარი საჭიროებისთვის ჰქონდა”

ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობისა და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკული საშუალება პირადი მიზნებისთვის ჰქონდა შეძენილი. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს” გიგუაშვილმა მიაწოდა. „ეს ნარკოტიკული საშუალება სხვისთვის არ შეიძლებოდა დასჭირვებოდა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, კვალიფიკაცია არა შეძენა-შენახვა იქნებოდა, არამედ სხვა. მას საკუთარი მიზნებისათვის, საჭიროებისათვის ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება შეძენილი და ინახავდა. ლევან ჯიბღაშვილი არის […]

ზუგდიდში პროკურატურასთან ბესიკ დგებუაძის ახლობლებმა აქცია გამართეს

ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურასთან, ცრუ ჩვენებისა და სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით დაკავებული ბესიკ დგებუაძის ახლობლებმა აქცია გამართეს. ოჯახის წევრები დღესვე ოლქის პროკურორს შეხვდნენ, რის შემდეგაც აქცია შეწყვიტეს. დაკავებულის მამის ვლადიმერ დგებუაძის თქმით, მან პროკურორს ციხეში მყოფი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისივე განმარტებით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობაზე იმსჯელებს, თუ სასამართლო პროცესზე შესაბამის […]

ნათია მეზვრიშვილი – ”ჩვენ ჯიბღაშვილი დავაკავეთ, პროკურატურამ გამოუშვა, ეს არ ნიშნავს, რომ ჯიბღაშვილმა სასჯელი აიცილა”

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ბატონი ჯიბღაშვილი გახლავთ ჩვეულებრივი ბრალდებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯიბღაშვილი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დააკავა. “სამინისტრო არ გახლავთ უფლებამოსილი, რომ აღკვეთის ღონისძიება მოითხოვოს პირის მიმართ. ყველაზე მკაცრი ზომა, რისი განხორციელებაც სამინისტროს შეუძლია, ეს გახლავთ დაკავება და სამინისტრომ ეს ყველაზე მკაცრი ზომა […]

2 ნიგერიელს 1 ინდოელის გაუპატიურებისთვის 10-10 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურებისთვის ბრალდებულები, ნიგერიის მოქალაქეები ჯ.ე. და უ.გ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 მაისს ნიგერიის მოქალაქე ჯ.ე.-მ თბილისში ინდოეთის მოქალაქე ს.ს. მოტყუებით მიიყვანა მეგობრის – ასევე ნიგერიის მოქალაქის უ.გ-ს საცხოვრებელ ბინაში, სადაც ორივე პირმა ძალადობითა და ჯანმრთელობის […]

ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან კოკაინი და ექსტაზია ამოღებული

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული მსახიობისა და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან ამოღებული ნივთიერებების ექსპერტიზა დასრულდა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მსახიობისა და ბიზნესმენის ჩანთაში 0,5659გ. კოკაინი და 0,1921გ. ექსტაზი (MDMA) ჰქონდა. შსს-ს ცნობით უწყების ცნობით გამოსაკვლევი დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა, რომლის ექსპერტიზის პასუხს სამართალდაცმველები ელოდებიან. წყების ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა. შეგახსენებთ, ორდღიანი პატიმრობის […]

დღეს გახდება ცნობილი რა რაოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან ლევან ჯიბღაშვილს

მსახიობისა და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატი დღეს დაასახელებს, რა რაოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან ჯიბღაშვილს. “დღეს დავასახელებ რა რაოდენობის ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავებიან ლევან ჯიბღაშვილს”- ამბობს ამირან გიგუაშვილი. ის ჟურნალისტებს 14:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ელოდება. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო გუშინ შეეფარდა. პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის გირაოს სახით 15 ათასი ლარის […]

გორიჯვრის მთაზე გოგა დოლიაშვილი ჩამომხრჩვალი იპოვეს

წუხელ ღამით, გორიჯვრის მთაზე, წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს. ,,დიანიუსის” ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგა დოლიაშვილია, რომელიც გორში, კომბინატის დასახლებაში ცხოვრობდა. მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. როგორც ,,დიანიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დიანიუსი

ლევან ჯიბღაშვილი – “კალაძეს არ ვიცნობ… მანქანაში რაც იპოვეს, ყველაფერი ჩემია… პატრული დარეკვის უფლებას არ მაძლევდა”

ძალიან მძიმე იყო ჩემთვის შიგნიდან შეფასება, ძალიან რთულია, – ამის შესახებ მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა. კითხვაზე, ახსენებდა თუ არა დაკავების მომენტში შს მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის გვარს, ჯიბღაშვილმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ თავის იურისტებთან კახა ასლანიშვილთან ან ამირან გიგუაშვილთან დარეკვას ითხოვდა. „ვიხვეწებოდი, რომ დამარეკინეთ, დაესწრონ ჩხრეკას. შემთხვევით დამინახა […]