”ჩვენ არაფერი დაგვიმტვრევია, ფოიეში შევედით ღია კარიდან” – დევნილები ”დირსის” დირექტორს პასუხობენ

”ჩვენ არაფერი დაგვიმტვრევია, ფოიეში შევედით ღია კარიდან” - დევნილები ”დირსის” დირექტორს პასუხობენსაცხოვრებელ კომპლექს დირსიში შეჭრილი დევნილები კომპლექსის დირექტორის ბრალდებას პასუხობენ.

მათი თქმით, ბესიკ ჯიქურაულმა იცრუა, როცა თქვა, რომ შეჭრილებმა ახალაშენებულ კორპუსებში ვანდალიზმი ჩაიდინეს

დევნილები ამბობენ, რომ მათ არაფერი დაუზიანებიათ. ითხოვენ, ჟურნალისტების შეუშვან და მათ დაათვალიერებინონ ის სადარბაზოები, სადაც ისინი განლაგდნენ.

“რომ ამბობენ, ეს კარები დაამტვრიეს, ეს ფანჯრები დაამტვრიეს, რაღაც დამტვრეულიაო, ვინ ნახა, რომ დამტვრეულია? შეგიშვან ჟურნალისტები და ნახეთ, ერთი კარი თუა გატეხილი, ერთი ფანჯარა თუა გატეხილი. სართულებზეც კი არ შევსულვართ, ფოიეში შევედით ღია კარიდან. წამალზე გავედი და მერე აღარ შემიშვეს,“ – ამბობს ერთ-ერთი დევნილი.

300-მდე დევნილი კვლავაც დირსის დასახლებაში რჩება. 3 ახლადაშენებულიკორპუსი იძულებით გადაადგილებულმა პირებმა 4 დღის წინ დაიკავეს. ისინი სახელმწიფოსგან ბინებით უზრუნველყოფას მოითხოვენ. თუმცა, ეს მოთხოვნა ამ დრომდე დაკმაყოფილებული არაა.

დევნილებმა რამდენიმე საათის წინ ულტიმატუმი წამოაყენეს, ისინი პოლიციის კორდონის მოხსნას, ადვოკატისა და ჟურნალისტების შეშვებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.

რუსთავი 2