“გული ჰქონდა გაჩერებული” – როგორ არის 16 წლის გოგონა, რომელმაც თავის ჩამოხრჩობა სცადა

"გული ჰქონდა გაჩერებული" - როგორ არის 16 წლის გოგონა, რომელმაც თავის ჩამოხრჩობა სცადა16 წლის გოგონა, რომელმაც წუხელ გვიან ღამით გორში თავის ჩამოხრჩობა სცადა, კრიტიკულ მდგომარებაშია. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, არასრულწლოვანი მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. რაც შეეხება ამავე ასაკის ბიჭის, რომელმაც ვენები გადაიჭრა, შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ, გვიან ღამით სახლში გაწერეს.

„დაახლოებით 16 საათია გასული, რაც გოგონა კლინიკაში იმყოფება და აქამდე ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ მეტ წილად პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.

შემოყვანისას მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე, გული ჰქონდა გაჩერებული, თუმცა, პირველივე წუთებში მოხდა გულის მუშაობის აღდგენა.“ -აცხადებს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის მოადგილე ანა ბოქოლიშვილი.