თბილისში, ვერაზე დაჭრილი ერთ-ერთი პირი 30 წლის გიორგი ადუაშვილია. ეს უკანსკნელი 2013 წელს მოკლული ბიზნესმენის, ავთანდილ ადუაშვილის ვაჟია. ანტონ ადუაშვილის ცხედარი საკუთარ ავტომობილში ზაზიაშვილის ქუჩაზე იპოვეს. ბიზნესმენის მკვლელობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს და უვადო პატიმრობაც მიუსაჯეს. ანტონ (ავთანდილ) ადუაშვილის განზრახ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული ვახტანგ ჩხაპელიაა, რომელიც მომღერალ სოსო პავლიაშვილის დის ქმარია. ადუაშვილები მკვლელობის დამკვეთად სწორედ […]
კატეგორია: სამართალი
სროლა ვერაზე მარგველაშვილის სიძის სამეგობროს კონფლიქტს უკავშირდება?
შეიარაღებული თავდასხმა დედაქალაქის ცენტრში – ვერაზე რამდენიმე საათის წინ ერთმანეთს კვლავ ორი დაჯგუფების წევრები დაუპირისპირდნენ. ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთ მონაწილეს 6 ჭრილობა აქვს მიყენებული. ასევე დაცხრილულია ავტომობილი, რომლის მიმართულებითაც თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი დაცალა. სისხლიანი დაპირისპირების კიდევ ერთ მონაწილეს ტყვია ფეხში მოხვდა. შედეგად დაიჭრა თავდამსხმელიც. ორმხრივ სროლაში მონაწილე ზურაბ კუჭავაც და გიორგი ადუაშვილიც ამ […]
ვერაზე სროლის წინ 35 წლის გიორგი ადუაშვილი დაჭრეს – მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა
ვერაზე სროლის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ვერაზე 6 გასროლის ხმა დაახლოებით 17:00 საათისთვის გაიგეს. “ნიუპოსტს” თვითმხილველები უყვებოდნენ, რომ ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ჩაცხრილეს. სროლის შემდეგ მძღოლმა, 1982 წელს დაბადებულმა თეიმურაზ ქვათაძემ, საჭე ვეღარ დაიმორჩილა, მანქანიდან გადმოვიდა, ავტომობილი კი ფილარმონიასთან დაპარკინგებულ სხვა მანქანას შეეჯახა. ქვათაძემ გაქცევა მოახერხა. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, თავდამსხმელების სამიზნე სწორედ ქვათაძე იყო. […]
30 წლის მამაკაცს, რომელიც 9 წლის გოგოს ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა, პატიმრობა შეეფარდა
9 წლის გოგონას მიმართ განხორციელებული შანტაჟის გამო დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ავთო კუცია წაყენებულ ბრალს აღიარებს. ამის მიუხედავად, მოსამართლემ ჩათვალა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. „სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა დანაშაულების გაგრძელების საფრთხე, ასევე, მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხე. გამოძიება გრძელდება და შესაბამისად, გამოძიებას […]
ვერაზე საჩხერელი თეიმურაზ ქვათაძის მანქანა ჩაცხრილეს – თავდასხმის ახალი დეტალები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღიძრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, არის თუ არა ვინმე დაჭრილი, ამის თაობაზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ. ტატიშვილის ქუჩაზე მოძრავ […]
ვერაზე მამაკაცს მანქანაში ესროლეს – მან მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო და გაიქცა
მელიქიშვილის გამზირთან ცოტა ხნის წინ სროლა იყო. როგორც “ნიუპოსტს” თვითმხილველმა აცნობა, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. მანქანაში მყოფმა მამაკაცმა გადმოსვლა მოასწრო, ხოლო დაგორებული ავტომობილი მელიქიშვილის გამზირზე პარკინგზე მდგარ ავტომობილს შეეჯახა. ავტომობილს სამ-სამი ნატყვიარი აღენიშნება და ჩამსხვრეულია უკანა შუშა. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი და ავტომობილის მძღოლი ორივე გაიქცა.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ნაკრების კაპიტანი ზურა დათუნაშვილი დაჭრა
საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატი ჭიდაობაში, რომელიც სპორტის სასახლეში 10-13 იანვარს გაიმართა, მეორე საშეჯიბრო დღე ჩხუბით დასრულდა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 87 კგ-ის ფინალი, სადაც ერთმანეთს ნაკრების კაპიტანი და ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი და ევროპის ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი ხვდებოდნენ, ჩაიშალა. ზურაბ დათუნაშვილმა, რომელიც ბრძოლას აგებდა (1-2) მსაჯების მიმართ პრეტენზიების გამოთქმა დაიწყო, რასაც მისი სამწვრთნელო შტაბის რამდენიმე […]
ზოომარტი 5-ჯერ გაქურდეს – საგანგებო მიმართვა შსს-ს
“ზოომარტი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. “ზოომარტის საგანგებო განცხადება ბოლო პერიოდში გახშირებულ კრიმინოგენურ ვითარებასთან, კონკრეტულად კი საცალო ობიექტების გატეხვასთან (ქურდობასთან) დაკავშირებით. 2017-2019 წლებში 5-ჯერ მოხდა ჩვენს ქსელში არსებული ზოომაღაზიების გატეხვა. დღევანდელ დღემდე ორი ძირითადი მიზეზის გამო არ გვსურდა აღნიშნული ფაქტების გასაჯაროვება: 1. ხელი არ შეშლოდა გამოძიების პროცესს 2. გარკვეულ პოლიტიკურ დაჯგუფებებს სათავისოდ […]
გურჯაანის ბაზარში ერთმა დამლაგებელმა მეორე სცემა – 80 წლის ქალს ფეხი აქვს მოტეხილი
გურჯაანის აგრარულ ბაზარში ინციდენტი მოხდა. ნაცემია 80 წლამდე დამლაგებელი ქალი, რომელსაც ამავე ბაზრის სხვა დამლაგებელი ფიზიკურად გაუსწორდა. დაშავებულს მოტეხილი აქვს ქვედა კიდური და მკურნალობა გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში უტარდება. თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი მხარეებს შორის ძველი წყენა გახდა. ორივე მათგანი ბაზრის ტერიტორიას ალაგებდა. მათ შორის ჩხუბი ადმინისტრაციის ინფორმაციით, რამდენჯერმე სხვა დროსაც მოხდა.
N14 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ბიძინა ცხადაძე გარდაიცვალა
პენიტენციურ დაწესებულებაში 13 იანვარს მსჯავრდებული ბიძინა ცხადაძე გარდაიცვალა. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, მსჯავრდებულ ბიძინა ცხადაძეს აღენიშნებოდა მაღალი არტერიული წნევა და უჩიოდა ტკივილს გულ-მკერდის არეში. მათივე ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულების ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის თაობაზე თუმცა იგი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. „სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ბიძინა ცხადაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ბ. ცხადაძე […]










