დავით კირკიტაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო – გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბრალდების მხარე ირწმუნებოდა, რომ კირკიტაძე გუბერნიის ბალანსზე რიცხულ ძვირადღირებულ სპეცტექნიკას კანონდარღვევით, პირადი ინტერესებისთვისაც იყენებდა. დავით კირკიტაძე წარდგენილ ბრალდებას აბსურდულს უწოდებდა.
კატეგორია: სამართალი
“ძირს ეგდო, ორი გასროლის ხმა გავიგეთ, ორივე მუხლშია დაჭრილი” – რა მოხდა ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე
ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ორივე მუხლის არეშია დაჭრილი. “ძირს ეგდო. ორი გასროლის ხმა გავიგეთ. არანაირი ჩხუბი არ ყოფილა. მეზობელი გამოვიდა და იმის ხმაზე გამოვედით ჩვენც. დაჭრილი ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობს, თუმცა, როგორც ვიცი, ახალი გადმოსულია“, – განაცხადა მცხეთის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე […]
„თვითმკვლელობამდე მამას ფულს სთხოვდა… დამ იპოვა ჩამომხრჩვალი ოთახში…“- თბილისში 19 წლის ბიჭმა თავი მოიკლა
თვითმკვლელობის მორიგი ფაქტი თბილისში -19 წლის ახალგაზრდამ თავი სახლში ჩამოიხრჩო. გარდაცვლილი წალენჯიხის რაიონის სოფელ ფანხულანიდან იყო და ის დასთან ერთად, თბილისში ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. როგორც „რეზონანს“ ადგილობრივები უყვებიან, ახალგაზრდა დასთან ერთად დედაქალაქში სწავლობდა და მას საკმაოდ ნიჭიერ და დადებით ადამიანად ახასიათებენ. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილის დედა ემიგრანტია და საზღვარგარეთ მუშაობს. მათთვისაც გაუგებარია, რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის […]
ვაკეში 1 კაცი დაჭრეს
სროლა თბილისის ცენტრში – ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ადამიანია დაჭრილი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა ფეხში აქვს მიყენებული. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ქურდები მწვანილის ბიზნესს ვერ იყოფენ – სისხლიანი დაპირისპირების კვალი თბილისშიც მოდის
მწვანილის ბიზნესი ქურდულ სამყაროში სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი გახდა, რომლის კვალიც შესაძლოა თბილისშიც მოდიოდეს. რამდენიმე დღის წინ მინსკში ცნობილი აზერბაიჯანელი „კანონიერი ქურდი“ რაშად ისმაილოვი დააკავეს. გარდა იმისა, რომ ის გავლენიანი „კანონიერი ქურდის“, ნადირ სალიფოვის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენს, ბელორუსელი სამართალდამცავების ცნობით, ისმაილოვი „მყარად აკონტროლებს ხილის, ბოსტნეულისა და მწვანილის ბიზნესს თურქეთიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის ბაზრებზე“. მანამდე კი ამ […]
9 წლის ლიზის შანტაჟისთვის 30 წლის მამაკაცი დააკავეს
მცირეწლოვანი ბავშვების მიმართ იძულებისა და პირადი ცხოვრების ხელყოფის მუქარის გამო ერთი პირი დააკავეს. 30 წლის მამაკაცი 9 წლის ბავშვს პირადი და ოჯახის ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდა და შემდეგ ამ ინფორმაციის გასაჯაროებით ემუქრებოდა. სამართალდამცველებს ბავშვზე ზეწოლის შესახებ 9 წლის გოგონას დედამ აცნობა. არასრულწლოვანის დედამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა და მშობლებს მოუწოდა, არასრულწლოვნების მიმოწერა […]
შსს-მ ერთი პირი მანქანის ქურდობის დროს დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ა.გ. ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს ვარკეთილში, სხვისი ნივთის ფარულად დაუფლების მიზნით, ავტომობილის საქარე მინა დააზიანა და მანქანის სალონში შეღწევას ცდილობდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის […]
მარნეულში დედამ შვილი დაჭრა – ნაირა ახუნდოვას საყვარელმა ინტიმური ფოტოები გაუვრცელა
მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში დედამ საკუთარი 30 წლის ქალიშვილი ნაირა ახუნდოვა. დაჭრა. დაზარალებულს ჭრილობა 3 ადგილზე აქვს მიყენებული. 2 გულ-მკერდის, ხოლო 1 კისრის არეში. დაჭრილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა ამჟამად ის დასტაბილურდა და ექიმების განცხადებით, კონტაქტურია. მეზობლების განცხადებით, დედა-შვილს შორის კონფლიქტი ხშირი იყო. დედას არ მოსწონდა ქალიშვილის საქციელი და ყოველმხრივ ცდილობდა, ამის გამო მას ოჯახი არ […]
პროკურორმა ურუმაშვილმა პოლიციელ დვალიშვილს უთხრა, კრიმინალი ხარო – ჩხუბიც მაშინ დაიწყო
ვანში პოლიციის მაღალჩინოსნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ “ნიუპოსტი” ჯერ კიდევ გუშინ წერდა. ჩვენი წყარო გვიყვებოდა, რომ ხმაური და დაპირისპირება რესტორან “მასპინძელოში” მოხდა. ახალი წლისა და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით შს სამინისტროს წარმომადგენლებმა პროკურორები დაპატიჟეს. გავარკვიეთ ისიც, რომ სუფრას ვანის პოლიციის უფროსის მოადგილე, კობა დვალიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც პროკურორი, ვლადიმერ ურუმაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირი სასტიკად სცემა. […]
9 წლის გოგონას მიმართ მუქარაზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრო მამაკაცის მიერ 9 წლის გოგონას მიმართ განხორციელებულ მუქარას იძიებს. უწყებამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით აღძრა, რაც იძულებას გულისხმობს. შს სამინისტროში აღნიშნავენ, რომ გამოკითხულია ბავშვი და ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დღეს არასრულწლოვანი გოგონას დედამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის შვილს უცნობი კაცი ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა.









