კატეგორია: სამართალი

რუსთავში იუსტიციის სახლთან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს – ვიდეო

რუსთავში ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლდიაშვილის სკვერში ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება მოხდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა რა დროსაც ერთერთმა ახალგაზრდამ მეორეს დანა ბარძაყის არეში დაარტყა. დაშავებულს დაზიანებები სახის არეშიც აღენიშნება. ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. პაციენტი “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. […]

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს. მაღაზია „ორი ნაბიჯის“ დაყაჩაღებისას თავდამსხმელებმა, რომელთაგან ერთი ცეცხლსასროლი იარაღით, მეორე კი დანით იყო შეიარაღებული მაღაზიიდან 400 ლარამდე თანხა წაიღეს. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი. მომხდარს შსს 179-ე მუხლით იძიებს.

თავდასხმა პოლიციაზე – თერჯოლაში მამაკაცმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტლახში რამდენიმე დღის წინ, მამაკაცმა ავტომობილში მყოფ პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე ნასამართლევი პირია, რომელმაც საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

თიანეთში 2 მამაკაცის მკვლელობისთვის 32 წლის მამაკაცი დააკავეს

თიანეთში მომხდარი ორი მამაკაცის მკვლელობისა და ერთის დაჭრის ფაქტზე შს სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით დაკავებული 32 წლის მამაკაცი და მას ბრალად განზრახ, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა ედება. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 იანვარს, დაბა თიანეთში შურისძიების მოტივით 1990 წელს დაბადებული ვ.ა.-ს და 1961 წელს დაბადებული […]

პეკინზე 2 მამაკაცი დაჭრეს, ერთის მდგომარეობა მძიმეა – სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები

პეკინზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ასევე, მრავლობითი ჭრილობებით არის მოთავსებული საავადმყოფოში მეორე მამაკაციც. „ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. მას აქვს კისრის და გულ-მკერდის ჭრილობა, მაგისტრალური სისხლძარღვების და გულ-მკერდის ორგანოების დაზიანებით. ჩაუტარდა ოპერაცია, მდგომარეობა არის მძიმე და ამჟამად მასთან ინტენსიური თერაპიის […]

პეკინის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს – ის კორპუსის ეზოში მეზობლებმა იპოვეს

თბილისში, პეკინის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. ის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მეზობლებმა იპოვეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. თვითმხილველების განცხადებით, გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე ეზოში ხმაური გაიგონეს. დაშავებული კაცი სავარაუდოდ მათ კორპუსში მცხოვრები არ არის. ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ ახალგაზრდის დაჭრის ფაქტი სხვა ადგილას მომხდარიყო და არა მათი კორპუსის ეზოში. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან […]

აბაშაში 2 პოლიციელის დაჭრის გამო ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, აბაშის რაიონული სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმისთვის ძებნილი, 1987 წელს დაბადებული გ.ც. დააკავეს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ც.-მ 2018 წლის 6 […]

31 წლის გიორგი უბილავა ზუგდიდის სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდში ერთ-ერთ სასტუმროში 31 წლის გიორგი უბილავა გარდაცვლილი იპოვეს. “ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილია, რომელიც თბილისში ცხოვრობს, ნათესავებთან გალში იმყოფეობოდა და ღამე ზუგდიდის სასტუმროში დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ნარკოტიკული თრობის შედეგად გარდაიცვალა. ცხედარი დილის საათებში აღმოაჩინეს. გარდაცვლილი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, […]

ერთს თავში ესროლეს, მეორეს ყელი გამოჭრეს – თიანეთში მკვლელობის ახალი დეტალები – ვიდეო

თიანეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე კაცი სასტიკად არის მოკლული. ერთ-ერთს თავში ესროლეს, მეორე, 32 წლის კაცს კი ყელი გამოჭრეს. ამ ფაქტზე ამ დრომდე  არავინ არის დაკავებული. თიანეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად დაჭრილი კაცი გვიან ღამით თბილისში, ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს. ექიმები, პაციენტის მოთხოვნით, კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა ცნობილია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაჭრილი […]

დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ფაქტი – სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქე – 1997 წელს დაბადებული მ.კ. სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. პოლიციამ დაკავებულისგან ნივთმტკიცებად 13 შეკვრად დაფასოებული, 600 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ა.ა.. […]