ერთი წლის წინ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ორი პირისა და ახმედ ჩატაევის ცხედარი კვლავ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ინახება. ცხედრების გადაცემის მოთხოვნით სახელმწიფოსთვის ლიკვიდირებული პირებიდან არცერთის ოჯახს არ მიუმართავს. ცხედრების დაკრძალვასთან დაკავშირებით, ამ დრომდე გადაწყვეტილება არც სახელმწიფოს მიუღია. შეგახსენებთ, რომ სუს-მა ანტიტერორისტული ოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 2017 წლის […]
კატეგორია: სამართალი
გორში ლილი დათუკიშვილის მკვლელობაში ბრალდებული თამარ კობერიძე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა
გორში ლილი დათუკიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ქალი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. ინფორმაციას ამის შესახებ უწყებაც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ბრალდებული 2008 წლიდან პირველ ბრიგადაზე მატერიალური ტექნიკური აღმრიცვხელის პოზიციაზე თუმცა, 2017 წელს ტექნიკური შემცირებისას ის გათავისუფლდა. მკვლელობის მოტივი ძვირფასეულობა და თანხა გახდა, რომელიც ბრალდებულმა თამარ კობერიძემ ნაქირავები ბინიდან წაიღო, რასაც მოკლულის (გამქირავებლის) უკმაყოფილება და დაპირისპირება მოყვა. ბრალდებულმა […]
ყალბი 500 ევროიანების გასაღებისთვის თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა. უწყების ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის დეკემბერში, დანაშაულში მხილებულმა პირებმა ქალაქ ბათუმში მდებარე სავალუტო ჯიხურებში 7.000 ევროს ოდენობის ყალბი 500 ევროიანი კუპიურები გაასაღეს. ბრალდებულების დაკავებისას, დამატებით ამოღებულია 6.000 ევროს ოდენობის ყალბი ფული. […]
“შსს-მ აკაკი ზოიძის ძმა დაიჭირა, რომელიც ივანიშვილმა გააშვებინა”
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ბოლო დროს შესამჩნევად გააქტიურდა. შედარებით ზომიერი ზოიძე გაცილებით აგრესიული გახდა ოპონენტებისა და ზოგადად, ოპოზიციის მიმართ. რა არის დეპუტატის „გამოღვიძების“ მიზეზი? „პრესა.ჯი“-ს პოლიციიდან აცნობეს რომ ცოტა ხნის წინ, შსს-მ აკაკი ზოიძის ძმა, სავარაუდოდ, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ამბების გამო დაიჭირა. თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარე ზოიძემ „რკინის ქალამნები“ ჩაიცვა და ძმის […]
თიანეთში ოლეგ შუშანაშვილი საკუთარი სახლის ეზოში მოკლეს – მოკლულია მისი მეზობელი, 1 ადამიანი დაჭრილია
ცოტა ხნის წინ თიანეთში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. მოკლულია 2 და დაჭრილია 1 ადამიანი. მკვლელობა ოლეგ შუშანაშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა. მოკლულია თავად 57 წლის ოლეგ შუშანაშვილიც. მასთან ერთად მოკლულია მისი მეზობელი. სავარაუდოდ, ჩხუბი სახლში დაიწყო და ეზოში გაგრძელდა. შემთხვევის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა ოლეგ შუშანაშვილის ძმა. გოჩა შუშანაშვილი მის ძმასა და მეზობლებს შორის კონფლიქტს გამორიცხავს. […]
ზუგდიდში ბანკზე თავდასხმისთვის მერიის თანამშრომელი გიგლა გოგილავა დააკავეს
ზუგდიდში „ლენდო“ ბანკის დაყაჩაღებისთვის დაკავებული მერიის დასუფთავების სამსახურის მოქმედი თანამშრომელია. 52 წლის გიგლა გოგილავას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა იარაღი და ნიღბები ამოიღეს. თავდასხმა ბანკზე 31 დეკემბრის ღამეს მოხდა. ზუგდიდის მერიის თანამშრომელი ბანკში იმ დროს შეიჭრა, როცა სალაროს გადაბარება ხდებოდა. თავდამსხმელმა იარაღის მუქარით 1.300 ლარი გაიტაცა. გოგილავას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს. რუსთავი 2
“პეკინის ქუჩაზე 44 წლის მამაკაცს სავარაუდოდ, სნაიპერმა ესროლა”
თბილისში, პეკინის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ახალი დეტალები. „კურიერმა“ გაარკვია, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი 44 წლის მამაკაცი მიხეილ კალანდაძეა. ის სავარაუდოდ, ძველი მხედრიონელია. დაჭრილი დეიდაშვილთან ერთად იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მას მიზანმიმართულად სნაიპერმა ესროლა. ტყვია მოხვდა მინასაც, რომლის ნამსხვრევმა კალანდაძის ახლობელიც დააზარალა. გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული, […]
ლევან მურუსიძე – “მე გაჩერებას აღარ ვაპირებ”
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე განცხადებას ავრცელებს. მურუსიძე აცხადებს, რომ მის მიმართ ადგილი აქვს ცილისმწამებლურ კამპანიას და მზად არის, გადადგომის საკითხი განიხილოს, თუკი მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები დასაბუთებული იქნება. ამ მიზნით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ითხოვს, არასამთავრობო სექტორთან, იურიტებთან და დეპუტატებთან შეხვედრას. მურუსიძე ამბობს, რომ ის მზად არის უპასუხოს ჟურნალისტების ნებისმიერ კითხვას. „ნიუპოსტი” ლევან მურუსიძის განცხადებას […]
პეკინის ქუჩაზე “კულინარიელი” დაჭრეს
თბილისში, პეკინის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. “კურიერის” ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი 44 წლის მამაკაცი მიხეილ კალანდაძეა. ის სავარაუდოდ, ძველი “კულინარიელია”. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებას გულისხმობს.










