კატეგორია: სამართალი

ზუგდიდის მერიის სამსახურის უფროსი თენგო ქობალია საკუთარ კაბინეტში დააკავეს

ზუგდიდის მერიის ეკონომიკური მართვისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი თენგო ქობალია საკუთარ სამუშაო ოთახში დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რას უკავშირდება მისი დაკავება. იმედინიუსი

ხაშურში ტექნიკის მაღაზია “ელექტრონიკა” გაქურდეს

ქურდობა ხაშურში – დაუდგენელმა პირებმა ტექნიკის მაღაზია “ელექტრონიკა” გაქურდეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მაღაზია უნივერმაღის შენობაში მდებარეობს. ჩამსხვრეულია მაღაზიის შუშები. სავარაუდოდ, დამნაშავეებმა შენობაში შესვლა ფანჯრის ჩამტვრევის შედეგად შეძლეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია მობილური ტელეფონები. როგორც “რუსთავი2”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ, უწყების […]

რუსთავში 2 მამაკაცი დაჭრეს – ვიდეო

რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს ახალგაზრდები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც 2 პირი, 21 და 24 წლის მამაკაცები დაჭრეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და დაშავებული მამაკაცები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. “შუაღამეს შემოვიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ერთს აღენიშნებოდა ჭრილობები მუცლისა და ზურგის არეში. მუცლის არეში ჭრილობა იყო შემავალი მუცლის ღრუში. გაკეთდა ოპერაცია და ამჟამად […]

“ვიღაც გადმოვიდა მანქანიდან ხანჯლით და მან დაჩეხა ყველა” – წავკისელზე მკვლელობის ახალი დეტალები

ვიღაც გადმოვიდა მანქანიდან ხანჯლით და მან დაჩეხა ყველა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს წავკისში დაჭრილი ახალგაზრდის მამამ თემურ დორეულმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მკვლელობა და დაჭრა ცივი იარაღით მოხდა. „ქალი შემოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ გარეთ ხმაურია. მითხრა, რომ ჩემმა შვილმა ვიღაც დაჭრილი წაიყვანა საავადმყოფოში, თურმე ჩემი შვილიც დაჭრილი ყოფილა. ორივე ფილტვზე ოპერაცია გაუკეთეს და ელენთაზე იყო კიდევ […]

წავკისელის ქუჩაზე მოკლულები 26 წლის ლექსო და 28 წლის დავით ფეიქრიშვილები არიან

სისხლიანი დაპირისპირება თბილისში – მოკლულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ორი კი დაჭრილია. შემთხვევა გვიან ღამით წავკისელის ქუჩის 6 ნომერთან მოხდა. მოკლულები ბიძაშვილები – 26 წლის ლექსო და 28 წლის დავით ფეიქრიშვილები არიან. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფომდე მიყვანამდე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილს, ის კლინიკა “პინეოშია” მოთავსებული. ზურგში ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს […]

სისხლიანი დაპირისპირება შინდისის ახალ გზაზე – მოკლულია 2 ახალგაზრდა

სისხლიანი დაპირისპირება მოხდა შინდისის ახალ გზაზე. ცივი იარაღით მოკლულია 2 ახალგაზრდა მამაკაცი. არიან დაჭრილებიც, რომელთაც ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ​მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმე გადაკვალიფიცირდა და ბრალი დამატებით 2 პირს წარედგინა

თბილისში, ელიას დასახლებაში სასტიკად მოკლული გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლიდან განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. როგორც “ნიუპოსტს” მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, ამავე მუხლით, ბრალი წარედგინა დამატებით ორ პირს. „გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიების მიერ მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების, მათ შორის 2018 წლის 14 დეკემბერს მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხების და მოწმეების დამატებითი გამოკითხვის […]

ყაჩაღობა თბილისის ცენტრში – ”ინექს გრუპიდან” თანხა გაიტაცეს

ყაჩაღობა მოხდა თბილისის ცენტრში. მძარცველმა თამარაშვილის 10 ნომერში მდებარე გადამზიდავი კომპანია „ინექს გრუპი“ დააყაჩაღა. თვითმხილველების ინფორმაციით თავდამსხმელი შეიარაღებული იყო. დაყაჩაღებისას შენობაში ორგანიზაციის ორი თანამშრომელი – მოლარე და ოპერატორი იმყოფებოდნენ. წაღებულია თანხის ნაწილი, თუმცა ზუსტი ოდენობა ამ დრომდე უცნობია. „მოვედით და ვარკვევთ ახლა რა მოხდა შიგნით. შიგნით იყო მოლარე და ოპერატორები. მიკროსაფინანსოა მოგეხსენებათ,“ – აცხადებს კომპანიის […]

ტყიბულში ჩხუბის დროს 26 წლის მამაკაცი არხში ჩავარდა

ინციდენტი ტყიბულში – ორ ახალგაზრდას შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ერთ-ერთი მათგანი დაშავდა. 26 წლის მამაკაცი ტყიბულის საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბის დროს ერთ-ერთი მათგანი წყალანირების არხში ჩავარდა, რკინის მავთულზე დაცემის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ექიმის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მას სხეულზე, ორ ადგილზე ნაკვეთი ჭრილობა აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით […]

ფულის გამოძალვა სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნების მუქარით – დააკავეს 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების მუქარით ჩადენილი გამოძალვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ზ.ს. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, […]