კატეგორია: სამართალი

წყნეთის გზატკეცილზე მომხდარი ბინის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ბ.ფ., ქურდობის ბრალდებით, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან დიდი ოდენობით ოქროს ნივთები და ძვირადღირებული საათები მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს […]

ქეთევან მირიანაშვილს ბრალი საავადმყოფოში წაუყენეს

16 დეკემბერს კახეთში, ველისციხესთან განვითარებული მოვლენებისას დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს, რომელიც საპატრულო პოლიციის ავტომობილზე ავიდა, დღეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მირიანაშვილი ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება და ბრალიც სწორედ იქ გააცნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება 187-ე მუხლის პირველი ნაწილის ნაცვლად 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამართალდამცავისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ძალადობას გულისხმობს. მირიანაშვილი […]

”ლეოგრანდში” ხანძრის საქმეზე ფათიჰ იაუზის 5,6, გიორგი მიქელაძეს კი 2 წელი მიესაჯათ

სასტუმრო „ველმონდში“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) მომხდარი ხანძრის საქმეზე დაკავებულ ფათიჰ იაუზის 5 წელი და 6 თვე, ხოლო გიორგი მიქელაძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გრატიაშვილმა მიიღო. გიორგი მიქელაძესთან დაკავშირებით, საქმის გადაკვალიფიცირება მოხდა სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლით, რაც ნიშნავს გულგრილობას. როგორც ცნობილია, სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, […]

“სახეში სამართებლით რამდენჯერმე დაჭრა” – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. “თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ბრალდებული ვ.ჯ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 31 მარტს, ქ.თბილისში, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა ვ.ჯ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კ.ჭ.-ს […]

ზუგდიდში თხილის ქარხანა დააყაჩაღეს – გატაცებულია 50.000 ლარი

ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში თხილის ქარხანა “თურალ გრუპი” დააყაჩაღეს. ქარხნის მენეჯერის მაია მიქავას ინფორმაციით, სამი ნიღბიანი პირი შენობაში იარაღის მუქარით შეიჭრა. მისივე ინფორმაციით, წაღებულია 50 000 ათასი ლარი და ნაცემია ერთ-ერთი თანამშრომელი. “ჩემმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ მოულოდნელად შემოვარდნენ ყვირილით, ძირს დააწვინეს ერთ-ერთი თანამშრომელი და იარაღი ჩაარტყეს თავში. ის ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი”, – აღნიშნა მაია მიქავამ. ზუგდიდის რეფერალური […]

აშშ-ში ქართველ კანონიერ ქურდს რაჟდენ შულაიას 45 წელი მიუსაჯეს

მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ ე.წ. კანონიერ ქურდს რაჟდენ შულაიას 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ბი-ბი-სი”-ს რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რაჟდენ შულაიას სამაგალითო ქცევის შემთხვევაში გამოტანილი სასჯელის 15%-ს შეუმცირებენ, ხოლო სასჯელის მოხდის შემდეგ ის რუსეთში იქნება დეპორტირებული. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში ნიუ-იორკის შტატის სასამართლომ რაჟდენ შულაია დამნაშავედ ცნო ხუთი […]

“ნაჯახებით და იარაღით შემოვარდა 4 პირი, დაცვის წევრი სახის არეში დაიჭრა…” – საქართველოს ბანკზე თავდასხმის ახალი დეტალები

შეიარაღებული თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ – ვაზისუბნის ექსპრეს ფილიალი ამ დრომდე ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული და ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. სამართალდამცველები ძაღლების მეშვეობით თავდამსხმელების კვალზე გასვლას ცდილობდნენ. ექსპრესფილიალიდან თავდამსხმელებმა თანხის წაღება შეძლეს, თუმცა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ცეცხლსასროლი იარაღით და ნაჯახებით შეიარაღებული 4 ნიღბიანი შენობაში იმ დროს შეიჭრა, […]

ვაზისუბანში საქართველოს ბანკი 4-მა ნიღბიანმა დააყაჩაღა

თავდასხმა საქართველოს ბანკზე – დააყაჩაღეს ვაზისუბნის ექსპრესფილიალი. 4 ნიღბიანი ბანკის შენობაში სამუშაო საათების დასრულების წინ შეიჭრა, როდესაც ინკასაციის მანქანებს ფული უნდა წაეღოთ. დაშავებულია ბანკის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თეონა ხინჩიგაშვილი – ”ბიძინა ივანიშვილის ძმის შვილი ვარ და გვარი მინდა, რომ მომცენ”

თეონა ხინჩიგაშვილი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის შვილია – ამის შესახებ სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს. ხინჩიგაშვილი გვარის მიცემას მოითხოვს. მისი თქმით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე ივანიშვილის და თეონა ხინჩაგაშვილის ნათესაური კავშირი დგინდება, ივანიშვილის ძმა უნდობლობას უცხადებს. „4 თვის იყო დედაჩემი ფეხმძიმედ, მაგის მერე ჩივის. პარტიიდან მამაჩემი რატომ გამოაგდეს, შეეკითხეთ, […]

დავით კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების სახეზე იმსჯელა. კირკიტაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულს ბრალდების მხარე ითხოვდა. დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ფორმად გირაოს გამოყენების შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა. გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები. სასამართლოს პარალელურად მიმდინარეობდა აქცია დავით კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით, რომელსაც საქართველოს […]