კატეგორია: სამართალი

ქეთა ციტაიშვილი – “მამაჩემს ყოფილი თანამშრომლის ძმამ 7ტყვია ესროლა”

ქეთა ციტაიშვილი - "მამაჩემს ყოფილი თანამშრომლის ძმამ 7ტყვია ესროლა"

“ფეისბუქ-კომენტარის გამო, გუშინ საღამოს, მამაჩემს სახლში შეუვარდა, ყოფილი თანამშრომლის ძმა, იარაღით, 7 ტყვია ისროლა… ახლა გამოძიება მიმდინარეობს, განზრახ მკვლელობის მუხლით”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქეთა ციტაიშვილი წერს. “მეგობრებო, გუშინ მე და ჩემი ოჯახში, რაღაც, მძაფრსიუჟეტიან თრილერში მოვხვდით. დეტალურად უნდა მოგიყვეთ ყველაფერი, რომ ქოცების სახე კიდევ უფრო კარგად დაინახოთ. ჩემი ოჯახის ოპოზიციური განწყობა ყველამ იცით… […]

ზესტაფონში კომისარიატის კედელი ჩამოიშალა – 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

უბედური შემთხვევა ზესტაფონში. არსებული ინფორმაციით, კომისარიატის ყოფილი შენობის დემონტაჟის დროს კედელი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა და ორი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პრაიმ ტაიმი

რუსთავში 80 წლის მამაკაცი 60 წლის მომვლელზე სექსუალურად ძალადობდა

რუსთავში 80 წლის მამაკაცი 60 წლის მომვლელზე სექსუალურად ძალადობდა

რუსთავში მოხუცი მომვლელზე ძალადობდა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, 80 წელს გადაცილებული მამაკაცი ქალს სექსუალურად ავიწროებდა. შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე მოხდა. 60 წლამდე ქალი რომელიც მოხუც მამაკაცს უვლიდა, სავარაუდოდ, ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის შემდეგაც მან სამსახური მიატოვა და მოხუცის მოვლაზე უარი განაცხადა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ქალს აშანტაჟებდა და სამსახურში დაბრუნებას აიძულებდა. მას შემდეგ, რაც ქალმა სამსახურში დაბრუნებაზე უარი […]

პროკურორი გურული – ბრალდებული უგულავა ისევ დამცინის

პროკურორი გურული - ბრალდებული უგულავა ისევ დამცინის

ბრალდებული გიგი უგულავა დასაცინი ხართო მეუბნება, მერამდენე პროცესია შეურაცხყოფას მაყენებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის პროკურორმა ნათია გურულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. სწორედ პროკურორის რეპლიკის ეტაპზე გიგი უგულავას ნათია გურულმა ჰკითხა, თუ რა იყო სასაცილო, რასთან დაკავშირებითაც, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ “სასაცილო კი არა, დასაცინია”. “ნუ ცხარობთ ჩემი კარგო, მესმის რომ ტყუილის გამყარება გიწევთ, დაიწყნარეთ ნერვები”,- მიმართა პროკურორს უგულავამ. […]

შევიწროებული რუსი ჟურნალისტები საქართველოში შემოუშვით!

შევიწროებული რუსი ჟურნალისტები საქართველოში შემოუშვით!

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პროფესიული საქმიანობის გამო შევიწროებული რუსი ჟურნალისტები ქვეყანაში შემოუშვას. ამის შესახებ კოალიცია განცხადებას ავრცელებს. ამასთან, კოალიცია მოუწოდებს მთავრობას, რომ არ შელახოს კრიტიკული ჟურნალისტების და მათთან ერთად მყოფი პირების უფლებები. „გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, 2022 წლის 5 მარტს, საქართველოში არ შემოუშვეს რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი მიხეილ ფიშმანი. ის ამ დრომდე კომენტარის და […]

გორში სტალინის ძეგლი უთავოდ დატოვეს

გორში სტალინის ძეგლი უთავოდ დატოვეს

გორის რაიონის სოფელ ვარიანში სტალინის ძეგლი თავის გარეშე დატოვეს. ცნობისთვის,  ძეგლი სოფელ ვარიანში რამდენიმე კვირის წინ გაჩნდა. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ ძეგლი თავიანთი სურვილით მოსახლეობამ დადგა. ვიდრე სტალინის ძეგლს თავის გარეშე დატოვებდნენ, სამოქალაქო აქტივისტებმა ის, პროტესტის ნიშნად, წითლად შეღებეს. პრაიმ ტაიმი

„ბე“-ს ჩაგირიცხავთ, თქვენი კარტის სურათი გამოგვიგზავნეთო“ – თაღლითური სქემა, რომლითაც 5.000 ლარი მიითვისეს

„ბე“-ს ჩაგირიცხავთ, თქვენი კარტის სურათი გამოგვიგზავნეთო“ - თაღლითური სქემა, რომლითაც 5.000 ლარი მიითვისეს

„ბე“-ს ჩაგირიცხავთ, თქვენი კარტის სურათი გამოგვიგზავნეთო“, – ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი მარეხი მამულაშვილი ფეიდბუქში წერს და მოსახლეობას თაღლითური სქემის შესახებ ინფორმაციაც აწვდის. მისი თქმით, უცნობმა პირებმა მოტყუებით ხუთი ათასი ლარი მიითვისეს. “მეგობრებო, წაიკითხეთ სტატუსი და იყავით ფრთხილად! ჩემი ახლობელი ყიდდა მანქანას, განათავსა სურათი ინტერნეტში.. დაურეკეს ღამე და უთხრეს, რომ ყაზახები იყვნენ და უნდოდათ ყიდვა.. […]

ხე-ტყის უკანონო მოპოვების 205 ფაქტი გამოავლინეს

ხე-ტყის უკანონო მოპოვების 205 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 205 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 40 ფაქტი გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე; კახეთში დაფიქსირდა 37 სამართალდარღვევა, […]

გორში ნაციონალების ოფისს თავს დაესხნენ

გორში ნაციონალების ოფისს თავს დაესხნენ

თავდასხმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე გორში – უცნობმა პირებმა შენობის ფასადი წითლად შეღებეს და რუსული წარწერები დატოვეს. შემთხვევა 4 მარტს გამთენიისას მოხდა. ვიდეო კამერების ჩანაწერებში ჩანს, როგორ აზიანებს უცნობი პირი ოფისს. მას, სავარაუდოდ, მითითებებს კონკრეტული პიროვნება აძლევდა. ენმ-ში ამბობენ, რომ ეს პრორუსული, ძალადობრივი “ალტ-ინფოს” და ხელისუფლების ერთობლივი ნამუშევარია. პარტიაში იმედი არ აქვთ, რომ მომხდარს შსს გამოიძიებს. ცნობისთვის, […]

სპეციალური საგამოძიებოს უფროსმა კოკა კაციტაძემ მოადგილეები წარადგინა

სპეციალური საგამოძიებოს უფროსმა კოკა კაციტაძემ მოადგილეები წარადგინა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ მოადგილეების პოზიციაზე გიორგი კვარაცხელია და ნათია სონღულაშვილი წარადგინა. როგორც კოკა კაციტაძემ აღნიშნა, ორივე მოადგილეს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საგამოძიებო და საპროკურორო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის. „სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კიდევ ორი პროფესიონალი შემოუერთდა. დღეს, თანამშრომლებს მოადგილეების პოზიციაზე გიორგი კვარაცხელია და ნათია სონღულაშვილი წარვუდგინე. ორივეს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საგამოძიებო და საპროკურორო მიმართულებით […]