მიხეილ სააკაშვილის აქ ყოფნა არის პუტინის ცივილიზაციური ომის ნაწილი, -ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ სააკაშვილის პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უკრაინა მიხეილ სააკაშვილს მოითხოვს, რადგან ის, მისი გამოცდილების გათვალისწინებით, კრიზისების სამართავად სჭირდება. „პირდაპირ ვამბობ, უკრაინა მიხეილ სააკაშვილს მოითხოვს, როგორც საკუთარი მაღალი თანამდებობის პირს, რომელიც სჭირდება მისი გამოცდილების გათვალისწინებით ამგვარი კრიზისების სამართავად. საქართველო არის სრულიად ურცხვი იმ […]
კატეგორია: სამართალი
ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა – “პოლიტიკოსობას არ ვაპირებ”
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. საპატიმროსთან მას ახლობლები და მეგობრები დახვდნენ. პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეს არ არის ჩემი საქმე, – განაცხადა მან. მისივე თქმით, ის დროის გატარებას მეუღლესთან და შვილებთან ერთად აპირებს. „დაღლილი ვარ ძალიან, გამოფიტული. პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეს არ არის ჩემი საქმე. აგერ მიდგას გვერდით მიზანი […]
გიორგი კავილაძე – “ბუსა ჟვანიას დავურეკე და ვკითხე, კუს ტბის ასასვლელთან მოსვლა თუ შეეძლო”
22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი კავილაძე განმარტავს, რატომ დაურეკა ბუსა ჟვანიას. მისი თქმით, 15 სექტემბერს, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტის შემდეგ, დაურეკა ბუსა ჟვანიას და კუს ტბის ასახვევთან შეხვედრა სთხოვა, თუმცა შემდეგ მასთან შეხვედრა გადაიფიქრა. გიორგი კავილაძის განმარტებით, მედიასაშუალებებით მანამდე გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს ბუსა ჟვანიას უთხრა „ბუსა კუს ტბაზე არ ახვიდე, მანდ ძაღლები […]
“პროკურორი არა, ისა ხარ” – გიგი უგულავა ნათია გურულს ეჩხუბა
თბილისის საქალაქო სასამართლოში სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, პროკურორ ნათია გურულსა და ბრალდებულ გიგი უგულავას შორის კამათი მოხდა. კამათი და ხმამაღალი საუბარი სხდომაზე გოკა გაბაშვილის დაკითხვას მოჰყვა, რომელიც პროცესზე მოწმის სახით იკითხება და ყვება თუ როგორც დაესხნენ თავს მას და გიგი უგულავას ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი და გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე. გოკა გაბაშვილს პროკურორმა ნათია გურულმა რამდენჯერმე ჰკითხა, თუ […]
გიორგი კავილაძე – “აკო ჭელიძემ მითხრა, რომ ნიკო კვარაცხელიას მის მეგობარ გოგონასთან კონტაქტისგან თავის შეკავება ურჩია”
22 წლის ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავილაძის ინფორმაციით, მკვლელობაში მეორე ბრალდებულმა აკო ჭელიძემ 15 სექტემბერს უთხრა, რომ ნიკა კვარაცხელიას შეუთვალა მის მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისაგან თავი შეეკავებინა, თუმცა კვარაცხელიამ ეს არ გაითვალისწინა, რის გამოც მისი პირადად ნახვა სურდა. როგორც გიორგი კავილაძემ სასამართლოს პროცესზე დაკითხვის დროს განაცხადა, 15 სექტემბერს, 16:00 საათზე, აკო ჭელიძე გადავიდა მანქანიდან, […]
ცემა ტყეპა სუფრასთან – რა მოხდა გორის რაიონში
ჩხუბი გორის რაიონში – ადგილობრივების თქმით, ზეღდულეთის მთვრალმა დეპუტატმა მოქალაქეებს ზონდერ ჯგუფები დაუპირისპირა. ნაცემია 10-მდე ადამიანი, მათგან რამდენიმე დაჭრილია. ინფორმაციას შსს მალავდა. “მთავარმა” კი შემთხვევის ადგილი გადაიღო და დაშავებულების ოჯახის წევრები ჩაწერა. შემთხვევა რიტუალების სახლთან მოხდა, რომელიც პოლიციასთან დაახლოებით 50 მეტრში მდებარეობს. 24 თებერვალს იქ ერთ-ერთი ადგილობრივი დაბადების დღეს აღნიშნავდა, სადაც “ქართული ოცნების” წევრი, კობა ბერიანიძეც იყო […]
თელავში ზაზა ბიბილაშვილი დააკავეს
თელავში, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე “ჭავჭავაძის ცენტრის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი ზაზა ბიბილაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული თელავის სამმართველოშია გადაყვანილი. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბიბილაშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. კონკრეტულად რა გახდა ბიბილაშვილის დაკავების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
გაზპრომის ფინანსურმა დირექტორმა თავი ჩამოიხრჩო
გაზპრომის ფინანსურმა დირექტორმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცაის რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა 25 თებერვალს სანკტ პეტერბურგის შემოგარენში მოხდა. 61 წლის ალექსეი ტიულიაკოვის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს აცნობეს, ადგილზე მისულმა თანამშრომლებმა კი ტიულიაკოვი ჩამომხრჩვალი ნახეს. მამაკაცმა თავი ავტოფარეხში ჩამოიხრჩო, სიკვდილის წინ მან წერილიც დაწერა. გაზპრომის წარმომადგენლები მომხდართან დაკავშირებით არ საუბრობენ. ტვ პირველი
პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დაფარვისთვის 1 პირს ბრალი წაუყენა
საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისათვის დაკავებულ ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობითვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, ი.ბ.-სათვის ცნობილი იყო, რომ ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩადენილი ჰქონდათ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა და რომ იძებნებოდნენ პოლიციის მიერ. ამასთან, […]
მოსამართლე ნიკა გვარამიასთვის განაჩენის გამოტანას ჩქარობს და შემაჯამებელი სიტყვისთვის 2 დღეს აძლევს
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 თებერვალს გაიმართა, მოსამართლე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანას ჩქარობს. მომდევნოს სხდომაზე, 25 თებერვალს დასკვნითი სიტყვით ბრალდების მხარე წარდგება, საიდანაც ორ დღეში, 28 თებერვალს უკვე დაცვის მხარე წარდგება დასკვნითი სიტყვით, რის შემდეგაც ლაშა ჩხიკვაძე განაჩენის გამოსატანად გავა. 23 თებერვლის სასამართლოზე ნიკა გვარამიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და დაკითხვაზე […]









