გიორგი ხაჭაპურიძის და ზვიად სალთხუციშვილის მკვლელობაში ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში დატოვეს

გიორგი ხაჭაპურიძის და ზვიად სალთხუციშვილის მკვლელობაში ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში დატოვესმომღერალ გიორგი ხაჭაპურიძის და ზვიად სალთხუციშვილის მკვლელობაში ბრალდებულები ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდებულ რუსლან ბადიევის ადვოკატმა დღეს მოსამართლის აცილება მოითხოვა იმ მოტივით, რომ მოსამართლე ლევან გელოვანმა პროკურატურის მიერ უკანონოდ მოპოვებული სატელეფონო ჩანაწერი საქმეში დასაშვებად სცნო.

– დღევანდელ სასამართლო სხდომაზე წახალისებული იქნა მოსამართლის მიერ უკანონო მიყურადება, უკანონო მოსმენა უშიშროების სამსახურის მიერ და აგრეთვე მინდა, გითხრათ, ყველა მოსამართლე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან ტერორის ქვეშ, ისინი დანიშნული არიან 3-წლიანი ვადით და, თუკი სახელმწიფოს გაანაწყენებენ, ასეთ შემთხვევაში ისინი ვეღარ დაინიშნებიან უვადოდ, – განაცხადა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

მომღერლები შარშან, 8 აგვისტოს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინაში, გარდაცვლილები იპოვეს.

ბრალდებულებს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 13-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.