ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ალში 40 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი ყოფილი რძლის ოჯახში რამდენიმე მამაკაცთან ერთად მივიდა, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა. დაჭრილია ქალბატონის ახლანდელი ქმარიც, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული.როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამარტლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ნიუპოსტი
კატეგორია: სამართალი
გირჩი წევრები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი დააკავეს
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ცნობით, მათი წევრები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი დააკავეს. თუმცა მათი დაკავების მიზეზი უცნობია “რამდენიმე წუთის წინ, ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია, ბორკილებდადებული გამოიყვანეს მოდულის შენობის წინ მდებარე განყოფილებიდან, ჩასხეს მანქანაში და წაიყვანეს უცნობი მიმართულებით. ინფორმაცია, თუ სად მიყავთ, არ გვაქვს”- ნათქვამია „გირჩის“ Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ იაგო ხვიჩიას და ვახო […]
ბიზნესმენი ნიკოლოზ საკანდელიძე, რომლის კართანაც ხელყუმბარა იპოვეს, 2005 წლამდე შსს-ს სისტემაში მუშაობდა
თბილისში, ქსნის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომლის კართანაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხელყუმბარა იპოვეს, ბიზნესმენ ნიკოლოზ საკანდელიძეს ეკუთვის. imedinews-ის ინფორმაციით, საკანდელიძე 2005 წლამდე შსს-ის სისტემაში მუშაობდა. 50 წლის ნიკოლოზ საკანდელიძე, ამავე ბინაში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მას ორი შვილი ჰყავდა, რომელთაგან ერთი გარდაცვლილია. “რეგინფოს” ცნობით, ნიკოლოზ საკანდელიძე 50%-იან წილს ფლობს შპს “აგრო ფერმაში”, ასევე 18.75%-იანი წილი აქვს შპს „ლუკა“-ში. ასევე წილები აქვს სხვა […]
„ყვითელი ზეციური ფერია, ისევე, როგორც ცისფერი” – მერია შპს “აიისა”-ს წინააღმდეგ
თბილისის საქალაქო სასამართლო თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე მსჯელობს. სასამართლომ უნდა დაადგინოს, არის თუ არა პრეზერვატივებზე დატანილი სახალისო სტიკერები არაეთიკური რეკლამა და ილახება თუ არა შედეგად ადამიანთა ცალკეული ჯგუფის უფლებები, როგორც ამას მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ამტკიცებს. „აიისა-“ს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სარჩელი მიზნად ისახავს მათი სიტყვისა და გამოხატულების შეზღუდვას. შპს […]
ზვიად კუპრავა 10 დღით ციხეში ჩასვეს
„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელი ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა გუშინ საღამოს აიყვანეს. დღეს ზვიად კუპრავას სასამართლომ 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. როგორც “რუსთავი2”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ზვიად კუპრავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი – 173-ე და 166-ე მუხლით ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, კუპრავა იმ ავტომობილში იჯდა, რომელიც საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა, ჯარიმის […]
ზვიად კუპრავა დააკავეს
ზუგდიდში ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს – ”მამაკაცი შემოვიდა მაღაზიაში, „გუპკაზე“ დამაგრებული ძვირფასეულობა აიღო და გაიქცა”
ზუგდიდში რამდენიმე წუთის წინ ოქროულობის მაღაზია დააყაჩაღეს. წაღებულია ერთი მოვაჭრის საქონელი. თუ რა ოდენობის ოქროა წაღებული, ჯერჯერობით დაუდგენელი პირის მიერ, უცნობია. ერთ-ერთმა მოვაჭრემ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მამაკაცი შემოვიდა მაღაზიაში მუქარის გარეშე და დიდი ოდენობით ე.წ. „გუპკაზე“ დამაგრებული ძვირფასეულობა აიღო და გაიქცა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ძარცვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს-ში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის […]
“ხელყუმბარას ბავშვები რომ შეხებოდნენ, ტრაგედია დატრიალდებოდა”- ვის ეკუთვნის ბინა, რომლის კართანაც ხელყუმბარა იპოვეს
თბილისში, ქსნის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ხელყუმბარა იპოვეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მესამე სართულზე შემთხვევითმა გამვლელმა იპოვა. ქსნის ქუჩის მაცხოვრებლები ჟურნალისტებს ბინის მეპატრონის შესახებ განსხავებულ ვერსიებს უყვებიან. ერთ-ერთი ვერსიით, ბინა, რომლის კართანაც ხელყუმბარა იყო დადებული, ბიზნესმენ ნიკოლოზ საკანდელიძეს ეკუთვნის. თვითმხილველთა ინფორმაციით, ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში იყო. მეორე ვერსიის თანახმად, აღნიშნულ ბინაში ყოფილი პოლიციელი ცხოვრობს. თავად […]
თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა იპოვეს
თბილისში, ქსნის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით მაცხოვრებლებმა ხელყუმბარა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ აცნობეს სამართალდამცველებს. ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში ნათია კუპრაშვილი წერს: _ შოკში ვარ. რომ არა ჩვენი მეზობელი ზურა, რომელმაც დღეს სკოლაში წამსვლელ ბავშვებს შემთხვევით დაასწრო ადრე ადგომა და სადარბაზოში გასვლა, არ ვიცი, რა უბედურება გველოდა. სწორედ მან შეამჩნია მესამე სართულზე კართან ხალიჩაზე […]
თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაჭრისთვის 2000 წელს დაბადებული 2 პირი დააკავეს
მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი უკვე გახსნილია. სამართალდამცველებმა ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული 2 პირი ცხელ კვალზე დააკავეს თბილისში. გამოძიების ინფორმაციით მათ მიმდინარე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 20 და 29 წლის ახალგაზრდებს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამ დრომდე კლინიკაში რჩება დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი. გულ-მკერდის […]








